"დამაკავებენ, თუ რას იზამენ, ეს ჩემთვის მეათეხარისხოვანია, იმიტომ რომ სამშობლო და ჩემი ქვეყანა ხელიდან გვეცლება" - კვირის პალიტრა

"დამაკავებენ, თუ რას იზამენ, ეს ჩემთვის მეათეხარისხოვანია, იმიტომ რომ სამშობლო და ჩემი ქვეყანა ხელიდან გვეცლება"

პოლიტიკური გაერთიანება "ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა ხაზარაძე მის დაკავებას არ გამორიცხავს. აღნიშნულის შესახებ მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა, ის რომ შესაძლოა დააკავონ, ხაზარაძემ განაცხადა, რომ ამ ქვეყანაში არაფერს გამორიცხავს.

"არაფერს არ გამოვრიცხავ, იმიტომ რომ დღევანდელ სიტუაციაში საქართველოში არაფერს გამოვრიცხავ, მაგრამ ეს შინაგანად არ მაშინებს, იმიტომ რომ მართალი ვარ, მე არაფერი გამიკეთებია ისეთი, რაც ამ ქვეყანას დააზიანებდა, დააზიანებდა იმ ბანკს, რომელსაც 29 წელი ვაშენებდი, დააზიანებდა იმ ბიზნესებს, იმ თანაგუნდელებს, მსგავსი რაღაც არ გაგვიკეთებია. თან ისეთი რაღაცის დაბრალება, რომელიც მკვლელის ტოლფასი ბრალდებაა, როგორ გგონიათ, 29 წელი ბიზნესში ვარ და ისეთი რაღაც შეიძლებოდა გამეკეთებინა ერთხელ, რომელიც პრაქტიკულად შენი ცხოვრების გადახაზვაა, არათუ გადახაზვა შენი, შენი შვილების, შენი პარტნორების, ყველაფრის და ამას მაბრალებენ მე დღეს? ეს ხომ აბსურდია. დამაკავებენ, თუ რას იზამენ, ეს ჩემთვის მეათეხარისხოვანია, იმიტომ რომ სამშობლო და ჩემი ქვეყანა ხელიდან გვეცლება, ამიტომ სად ვიქნები, ამას მნიშვნელობა არ აქვს“, - განაცხადა ხაზარაძემ.

"ინტერპრესნიუსი"