ბლოგერები
May’s Blog
ესაა ბლოგი ქალებისთვის, რომლის საშუალებითაც, მსურს, ქალბატონებს მათთვის საინტერესო თემებზე მოვუყვე, განვიხილო მათთან ერთად საზოგადოებაში არსებული პრობლემები, რადგან ხშირად ამ პრობლემების მსხვერპლნი ქალბატონები ხდებიან. ჩემი მიზანია, რაც შეიძლება მეტ ქალს მივაწვდინო ხმა, გავუზიარო ჩემი პირადი გამოცდილება და აზრები სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით, ასევე პერიოდულად გავაცნო ცნობილი ქალბატონების ისტორიები, რომლებმაც შეძლეს და დაიმკვიდრეს ადგილი საზოგადოებაში.
ოჯახი თუ კარიერა?!
სამასახური, სახლი, შვილების გაზრდა-აღზრდა, ურთიერთობა ქმართან და რაც მთავრია გრძნობის შენარჩუნება მის მიმართ - ეს ხომ არც ისე ადვილია? მიაღწიო წარმატებას საქმეში და ოჯახში მოსიყვარულე ცოლად და მზრუნველ დედად დარჩე, ეს საკმაოდ რთულია
ბევრი ფიქრობს, რომ ქალმა მხოლოდ ერთი უნდა აირჩიოს, რომ იქაც და აქაც არ გამოვა, რომელიმეს აუცილებლად დააკლებს და მისი კარიერული წინსვლა ოჯახზე ცუდად არ უნდა აისახოს.
21-10-2015
დაწვრილებით...
ქალებსაც შეგვიძლია!
"კარგად უნდა გათხოვდე", "პატრონს ჩავაბარებ და დავისვენებ", "სწავლა- სწავლად , მაგრამ კარგი ქმარი აუცილებელია", "თუ გაყევი, უნდა ითმინო კიდეც, აბა, ოჯახს ხომ არ დაანგრევ", "მარტო დარჩენის არ გეშინია?.." - ეს და კიდევ რამდენი ასეთი სტერეოტიპი არსებობს ქართველი ქალის ცხოვრებაში.
14-10-2015
დაწვრილებით...
მოღალატე ქალები
მოღალატე ქალები - ფრაზაც კი ნამდვილად არასასიამოვნო მოსასმენია. ზოგადად ღალატი მისაღები არავისთვისაა, მაგრამ მოღალატე ქალი, თან ქართველი? - ეს უკვე ბევრად დიდი პრობლემაა, ვიდრე უბრალოდ ორგულობის ფაქტი, მეუღლის მიმართ. ჩვენს ქვეყანაში ხომ ეს მხოლოდ მამაკაცებისთვისაა დასაშვები. აქ კაცები ფიქრობენ, რომ თუ ცოლებთან კარგი სექსი არ აქვთ, თუ აღარ იზიდავთ მეუღლეები ან უბრალოდ მრავალფეროვნება მოენატერათ, ამ შემთხევვაში მათი ფიზიოლოგია აძლევთ უფლებას ე.წ. საყვარლები ჰყავდეთ ან თუნდაც უბრალოდ გართობის მიზნით დაიწყონ ურთიერთობა რამოდენიმე ქალთან ერთად, ან ცალ-ცალკე... ეს უკვე გემოვნების ამბავია.
07-10-2015
დაწვრილებით...
ქალი კაცისა სწორია!
გენდერულ თანასწორობას საქართველოს კანონმდებლობაში 4 თავი და ამ თავების ქვეპუნქტები აქვს დათმობილი. ამაზე მსჯელობენ, კამათობენ მსოფლიოს უმეტეს ქვეყანებში, ხოლო იქ, სადაც არ განიხილება მოსაზრება "ქალი კაცისა სწორია", ამ თემაზე ლაპარაკიც კი დანაშაულად მიიჩნევა.
18-09-2015
დაწვრილებით...
ცხოვრება Facebook-ში, ანუ რატომ ვიტყუებით?!
ვირტუალური სარკე, რომელშიც ყველაფერი და თან არაფერი ჩანს.
09-09-2015
დაწვრილებით...
რატომ გვღალატობენ?
ჩვენში და არა მხოლოდ ჩვენში, ღალატის პრობლემა მეტად მწვავედ რომ დგას, ამას ბევრი ლაპარაკი არ სჭირდება, მაგრამ შეიძლება ამაში მხოლოდ კაცები დავადანაშაულოთ? იქნებ, ჩვენც ვუშვებთ შეცდომებს?
02-09-2015
დაწვრილებით...
მე ხომ ქალებზე ვწერ, ამჯერად ჩემი ბლოგი შეყვარებულ ქალს მივუძღვენი. ფრანჩესკა ჯონსონზე მინდა მოგიყვეთ, რომელიც მართალია ფილმის გმირია, თუმცა დარწმუნებული ვარ ასეთი ქალები მსოფლიოში მრავლად არიან. მათ შორის ჩვენთანაც, საქართველოში...
28-08-2015
დაწვრილებით...
როგორ შეაფასებთ გიორგი გახარიას წლიურ ანგარიშს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ გიორგი გახარიას წლიურ ანგარიშს?