ცხოვრება Facebook-ში, ანუ რატომ ვიტყუებით?! - კვირის პალიტრა

ცხოვრება Facebook-ში, ანუ რატომ ვიტყუებით?!

ვირტუალური სარკე, რომელშიც ყველაფერი და თან არაფერი ჩანს.

დღევანდელ ბლოგში, ერთი ძალიან საინტერესო ვიდეო მინდა გაჩვენოთ რომელიც Facebook-ს მიღმა ცხოვრებაზეა გადაღებული. ვიდეო, რამდენიმე წუთიანია, თუმცა მასში სრულად არის გადმოცემული ახალგაზრდა ბიჭის არც თუ ბედნიერი ისტორია.

ბიჭის, რომელიც "ცხოვრობს "ფეისბუქში". ის ათვალიერებს მეგობრების პოსტებს, ხედავს მათ ლამაზ, უზრუნველ ცხოვრებას, ზოგი ზღვაზეა, ზოგი - მთაში, ვიღაც საყვარელ გოგინასთანაა, სხვა რესტორანში გემრიელად სადილობს… დეპრესიული სკოტი კი ყოველი მეორე "პოსტის" დაწერის დროს იტყუება. ის იტყუება სტატუსებით, რომ ჭამს სუშის მეგობარ გოგონასთან ერთად, რომ ვარჯიშობს და სამსახურშიც წარმატებას აღწევს, თუმცა ეს სიმართლეს არ შეესაბამება, ბოლოს კი საყვარელი ადამიანის ღალატს, თავის ვირტუალურ მეგობრებს სტატუსით სასიხარულო: "Finally Single" ატყობინებს, სინამვილეში კი საშინელი დეპრესიით იტანჯება.

ეს მართალც რომ კარგი ვიდეოა რომელშიც ნათლად არის ასახული სოციალური ქსელის ის ბნელი მხარე ,რომელთანაც შეხება ყოველდღიურად გვაქვს. ამ ბიჭის ისტორიმ შეიძლება ღიმილი მოგგვარით, თუმცა მასში სასაცილო ნამდვილად არაფერია...

ჩვენს საუკუნეში უკვე ძალიან დიდი პრობლემად იქცა ის, რომ სოციალურ ქსელებზე დამოკიდებული ადამიანები ნელ-ნელა ვეღარ ხვდებიან რა არის რეალობა. ისინი ვეღარ ცხოვრობენ ინტერნეტის გარეშე და რაც დრო გადის მით უფრო მეტად ექცევიან ზოგჯერ სრულიად უცნობი "ფრენდების" გავლენის ქევშ. ფიქრი  იმაზე, რამდენი გამოხამურება მოჰყვება ჩემს შემდეგ სტატუსს", არ ასვენებთ და თავიანთ ცხოვრებას ვარდისფერ ფერებში სტატუსებად გვიხატავენ.

ადამიანები ხშირად წერენ იმას, რასაც სინამდვილეში არ გრძნობენ ან არ აკეთებენ. და რეალურია გაგვიჩნდეს კითხვა, რატომ ვატყუებთ ერთმანეთს? რაში სჭირდებათ წყვილებს თავიანთი ურთიერთობების ლამაზად შეფუთვა და ისე გამოტანა მილიარდობით ადამიანის წინ.

სტატუსები სიყვარულზე, ბედნიერად გადატრებულ დღეებზე (რომლებიც არ შეესაბამება სიმართლეს ) უფრო აახლოებს ადამიანებს? თუ უბრალოდ გვინდა სხვებს დავანახოთ როგორი მყარი და შესაშური ურთიერთობა გვაქვს ჩვენს პარტნიორთან და ამით პატივმოყვარობა დავიკმაყოფილოთ? დრო რომ გავა და აღარ გვექნება შანსი, ცხოვრება შევცვალოთ, მაშინ გვიშველის კი, ეს ასეულობოთ "ლაიქები", შეგვიმსუბუქებენ კი სინანულის გრძნობას?

რატომ იტყუება ამ ვიდეოს მთავარი გმირი, რომ ვითომ ბედნიერია მეორე ნახევართან, ნუთუ ასეთი დიდი მნიშვნელობა და ძალა აქვს საზოგადოების აზრს?! ძალიან რთულია გავიგოთ რამდენად ნამდვილია ინტერნეტურთიერთობები, ნეტავ მართლა თუ შეგვიძლია ერთმანეთის რეალური სახე დავინახოთ ჩვენი სტატუსების მეშვეობით?

რატომ ვიქცევით ასე? რატომ ვასაჯაროვებთ ჩვენს პირად ცხოვრებას? ნელ-ნელა სიტყვა "პირადიც" კარგავს თავის მნიშვნელობას და "საჯაროს" სულ უფრო და უფრო უახლოვდება…

ამ კითხევბზე კი მილიონობით გასამართლებელი და გაუმართლებელი პასუხი შეგვიძლია მოვისმინოთ, თიმცა ვთვლი, რომ ბარაკ ობამა მართალი იყო, როცა ამბობდა, "დაფიქრდით რას სწერთ "ფეისბუქზე," იმიტომ, რომ ის, რასაც აქვეყნებთ, შეიძლება ძალიან ცუდად დაგიბრუნდეთ უკან".

დრო გადის, ინტერნეტი კი უფრო დიდ მწვერვალებს იპყრობს, "ფეისბუქის" მომხარებელი ყოველ წამს იზრდება და რისთვის გამოიყენებთ თქვენს სოციალურ სივრცეს, ეს მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. თუმცა, ფაქტია, იუზერების ცხოვრება ხშირად ისეთი ფერადი სულაც არ არის სინამდვილეში, როგორიც მათ "თაიმლანებზე" სჩანს. თქვენ კი სანამ ახალ სტატუსს განათავსებთ, კიდევ ერთხელ გადახედეთ ვიდეოს, რომელიც დარწმუნებული ვარ ცოტათი მაინც შეგიცვლით აზრს ამ ვირტუალური სარკის, Facebook-ის შესახებ, რომელშიც ყველაფერი და თან არაფერი ჩანს.