ოჯახი თუ კარიერა?! - კვირის პალიტრა

ოჯახი თუ კარიერა?!

სამასახური, სახლი, შვილების გაზრდა-აღზრდა, ურთიერთობა ქმართან და რაც მთავრია გრძნობის შენარჩუნება მის მიმართ - ეს ხომ არც ისე ადვილია? მიაღწიო წარმატებას საქმეში და ოჯახში მოსიყვარულე ცოლად და მზრუნველ დედად დარჩე, ეს საკმაოდ რთულია

ბევრი ფიქრობს, რომ ქალმა მხოლოდ ერთი უნდა აირჩიოს, რომ იქაც და აქაც არ გამოვა, რომელიმეს აუცილებლად დააკლებს და მისი კარიერული წინსვლა ოჯახზე ცუდად არ უნდა აისახოს. ასე ძირითადად მამაკაცები ფიქრობენ, ისინი ხშირად, მეუღლეებს ულტიმატუმს უყენებენ და აზრადაც არ მოსდით თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ქალისთვის კარიერას, რეალიზებას საზოგადოებაში და ფინანსურ დამოუკიდებლობას.

(ფოტოგალერეა)

ზოგს მართლაც რომ არ აქვს იმდენი ძალა ან შესაძლებობა ორ ფრონტზე იბრძოლოს, თუმცა მსოფლიოში არიან ქალები რომლებმაც ეს შეძლეს. მოახერხეს და გახდნენ წარმატებული, ცნობილი ქალბატონები და ამასთანავე შეინარჩუნეს ოჯახი. ალბათ დამეთანხმებით, რომ ეს ადვილი ნამდვილად არ არის და ისინი აშკარად გამოირჩვეიან ხასიათის სიმტკიცითა და დიდი ნებისყოფით.

პირველი ქალი, რომელიც მინდა წარმოგიდგინოთ, პირადად ჩემთვის , ყოველთვის იყო და არის მაგალითი ქალურობის, ნიჭის, სინაზის, სილამაზის, სიკეთის და სიძლიერის. ეს ის ქალია რომელმაც დაიმსახურა და მიიღო კიდეც მსოფლიო აღიარება, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია ბედნიერი ოჯახის შენებაში.

მერილ სტრიპი , 66 წლის ქალბატონია, რომელიც სარგებლობს საზოგადოებაში უსაზღვროდ დიდი სიყვარულით. მან ერთ-ერთ ინტერვიუში გაიხსენა რომ წლების წინ, ფულიც კი არ ჰქონდა იმისთვის, რომ საზოგადოებაში სასურველი კაბით გამოჩენილიყო. თუმცა დღეს მას და მის ოჯახს ეს პრობლემა ნამდვილად აღარ აწუხებს. მერილს სამი ქალიშვილი და ერთი ვაჟი ჰყავს. მისი მეუღლეა მოქანდაკე დონ გამერი, რომელიც წლებია ღირსეულად იკავებს საყვარელი ადამიანის ადგილს სტრიპის ცხოვრებაში.

ანჯელინა ჯოლი. მართალია მას ფინანსური დამოუკიდებლობა ბავშვობიდან ჰქონდა და მსგავს პრობლემებს არასოდეს შეუწუხებია, მაგრამ ამან ის გულცივ ქალად არ აქცია, რომელსაც სხვისი გაჭირვების გულთან მიტანა არ შეუძლია. პირიქით უკვე მრავალი წელია ჯოლი აქტიური ქველმოქმედია.

ანჯელინამ შესძლო გამხდარიყო კარგი მსახიობი, შეენარჩუნებინა მომხიბვლელობა რთული ოპერაციებს შემდეგაც კი, შეეთავსებინა რეჟისორის პროფესია და საკუთარ თავზე არც მეტი არც ნაკლებ 6 შვილის გაზრდის პასუხიმსგებლობა აეღო. აქვე არ დაგავაიწყდეთ, რომ რომ ჯოლი, მსოფლიოში აღიარებული ერთ-ერთი ყველაზე სიმპათიური და მაღალანაზღაურებადი მსახიობის ბრედ პიტის ცოლია, მართალია პრესაში ხშირად იწერება ახალი ამბები, მათი ოჯახის დანგრევის შესახებ, თუმცა ვის არ ჰქონია რთული პერიოდი? ფაქტია რომ ისინი ისევ ინარჩუნებენ "საუკეთესო წყვილის" სტატუსს. თან ეხუმრებით მრავალშვილიან დედობას? მიაღწიო ასეთ წარმატებას კარიერაში და დარჩე "ბავშვებზე გადამკვდარ" დედად, მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ.

შემდეგი ქალბატონი, რომელიც წინამორბედებს არ ჩამოუვარდება და ასევე ოსკაროსანი მსახიობი და სამი შვილის დედაა. იყო მსოფლიო ვარსკვლავი , გაზარდო ქალიშვილი და ორი ვაჟი , შეინარჩუნო მომხიბვლელობა 69 წლის ასაკში , ეს რკრინის ნერვებს და საოცარ ნებისყოფას მოითხოვს. მოკლედ, მესამე ქალი, ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მსახიობი სიუზან სარანდონია.

ვიქტორია ბექჰემი - მოდელი, მომღერალი, დიზაინერი, ფეხბურთის ლეგენდის ცოლი და 4 შვილის დედა. შათამბეჭდავი მოანცემებია 41 წლის ქალისთვის, რომელიც მიუხედავად ოთხი მშიობიარობისა, იდეალურ ფორმაშია. ვიქტორია ბექჰემმა შესძლო, ყველაფრისთვის მიეღწია ცხოვრებაში, შეექმნა წარმატებული კარიერა, სამი ბიჭის შემდეგ, ნანატრი გოგო გაეჩინა და წლების წინ გადაელახა ოჯახური პრობლემები, რამაც კინაღამ შეიწირა მისი და დევიდის იდიალური ცხოვრება.

ჯულია რობერტსი, ამერიკის (და არა მარტო) კიდევ ერთი საყვარელი ქალბატონი. მისი კარიერა ნამდვილად ფასდება როგორც ძალიან წარმატებული, თუმცა საყვარელი საქმის კეთებას ხელი არ შეუშლია მისთვის სამი შვილის დედა გამხდარიყო.

მსოფლიოში ძალიან ბევრი ქალია, რომლებიც ერთმანეთს კარგად უთავსებენ სამსხურს და ოჯახს, მაგრამ ალბათ დამეთანხმებით, რომ ქალისთვის ასეთ რთულ გზაზე, მნიშვნელოვანია გვერდით გამგები მამაკაცი ჰყავდეს, რომელიც დაეხმარება და ზედმეტ პრობლემებს არ შეუქმნის. რომელიც არ აიძულებს ძალიან რთული და მტკივნეული არჩევანი გააკეთოს.

ქალებზე რომლებმაც შესძლეს და რეალიზდნენ როგორც ოჯახში, ასევე საზოგადოებაში შეიძლება დაუსრულებლად ვილაპარაკოთ. ისინი კარგი მაგალითები არიან იმისა, რომ ქალს ოჯახური იდილიის შესანარჩუნებლად სამსახური ხელს არ უშლის...

ოჯახი ან კარიერა! - თქვენ დაუყენებიხართ ოდესმე მამაკაცს მსგავსი არჩევანის წინაშე? და საერთოდ, როგორ ფიქრობთ, როგორ უნდა მოიქცეს ქალი მაშინ, როცა წარმატების მიღწევის ნიჭიც აქვს და სურვილიც, თუმცა არც ოჯახის დაკარგვა უნდა?

(იხილეთ ფოტოგალერეა ქლბატონების, რომელთაც როგორც ოჯახურ ცხოვრებაში, ისე კარიერაში წარმატებას მიაღწიეს)