სექსი შეიქმს სიყვარულსა?! - კვირის პალიტრა

სექსი შეიქმს სიყვარულსა?!

რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ სულიერ სამყაროსა და სიყვარულზე, რეალობაა, რომ სექსი ურთიერთობაში ძალიან მნიშვნელოვანია.

რამდენი სტატია იწერება სადაც ქალები დაფარული სახელებით, მაგრამ მაინც გულწრფელად წერენ, რომ პარტნიორებთან თავს კარგად ვერ გრძნობენ, რამდენი კაცი ვერ იკმაყოფილებს მოთხოვნილბებს საყვარელ ქალთან და რამდენი წყვილის ისტორია არსებობს რომლის ურთიერთობაც ე.წ საყვარლების გამო დაინგრა და რამდენი ასეთი დაუკმაყოფილებელი ცოლ-ქმარი ცხოვრობს ჩვენს გარშემო.

რაშია მთავარი პრობლემა?

ალბათ, პირველ რიგში იმაში, რომ ამ თემაზე ხმამაღლა ლაპარაკი უმრავლესობას ერიდება, ქალებს არ შეუძლიათ პირდაპირ უთხრან პარტნიორებს რა მოსწონთ და როგორ; რომ მათაც სურთ სიახლე შეიტანონ სექსუალურ ცხოვრებაში, ეს ხომ აუცილებელია იმისთვის რომ 5, 10 წლის თანაცხოვრების შემდეგ წყვილს ერთმანეთი არ მობეზრდეს და ისევ მიიღონ და მიანიჭონ სიამოვნება. მაგრამ ყველა ჩუმადაა, კაციც და ქალიც. რატომ არ შეუძლიათ ამ თემაზე ლაპარაკი? მიზეზი ბევრია... იმიტომ რომ რცხვენიათ, კაცების რეაქციის ეშინიათ, იმიტომაც, რომ კაცებს ეშინიათ ქალებმა ეს შეურაცხყოფად არ მიიღონ და ა.შ. მოკლედ, ამ გაუგებრობებში გადის დრო, თვეები, წლები...

ურთიერთობა ცოლ-ქმარს შორის უფრო და უფრო ცივი ხდება, ვნება სადღაც ქრება, სექსი მოვალეობის მოხდად იქცევა ისიც 2-3 თვეში ერთხელ ბოლოს ან კაცი ეძებს სხვას, ან - ქალი... ზოგჯერ კი ორივე ერთად.

ამას ვერ დავაბრალებთ მხოლოდ ტრადიციებს და იმას, რომ ადრე სხვანაირად იყო, ვერც იმას, რომ ქართველები დაკომპლექსებულები ვართ, პრინციპში რაღაც მომენტში შეიძლება ასეც იყოს და მეტად ჩაკეტილები ვიყოთ სხვებთან შედარებით, როცა საქმე სექსს ეხება, მაგრამ ეს პრობლემა მხოლოდ აქ არ არის. ამ თემას არაერთი სტატია ეძღვნება სხვადასხვა ქვეყნის ჟურნალებში.

ზოგი ფიქრობს, რომ სექსი მთავარი არ არისო, პირველ რიგში ერთმანეთის პატივისცემაზე, სიყვარულზე, სახლის დალაგებაზე, ბავშვების გაზრდა-აღზრდაზე უნდა ვიფიქროთ და იმაზე, რომ ქმარს ყოველთვის მოწესრიგებულად ეცვას. კი, რა თქმა უნდა ეს ყველაფერი უცილებელია, როცა ლაპარაკი ოჯახზეა, მაგრამ ალბათ ასევე ბევრი დამეთანხმება, რომ არასრულფასოვანი სექსუალური ცხოვრება, საწინდარია ურთიერთობის გაფუჭების... ვიდრე ახალგაზრდაა წყვილი მაქსიმალურად უნდა გამოიყენონ დრო ახალი შეგრძნებებისა და ემოციების მისაღებად.

სექსი შეიქმს სიყვარულსა?

არ ვიცი, შეიძლება სექსით დაწყებული ურთიერთობა მართლაც გადაიაზარდოს რომანტიკულ სასიყვარულო ისტორიაში, მაგრამ იმაში კი დარწმუნებული ვარ, რომ კარგი სექსის არ არსებობა, სიყვარულის აქრობს, რასაც საბოლოოდ ურთიერთობის გაწყვეტამდე ან მთელი ცხოვრება არასასურველ პარტნიორთან ცხოვრებამდე მივყავართ.

(იხილეთ ასევე: მოღალატე ქალები)