"კაცია და, აბა, რას იზამსო..." - კვირის პალიტრა

"კაცია და, აბა, რას იზამსო..."

მოგეხსენებათ, ჩვენი სარწმუნოების და კანონის მიხედვით ორცოლიანობა დაუშვებელია. ზოგიერთ ქვეყანაში კი ორი, სამი და მეტი ცოლის ყოლა სრულიად მისაღებია და პირიქით მხოლოდ ერთი მეუღლით დაკმაყოფილება არატრადიცილულიც კია. ქმრის მრავალცოლიანობაზე ქალებსაც არ აქვთ პრეტენზია, ისინი ინაწილებენ ვალდებულებებს ოჯახის წინაშე და კაციც თავის მხრივ ცდილობს ყველას თანაბრად გაუნაწილოს ყურადღება და ფული.

ქართველი მამაკაცები ზოგჯერ ხუმრობით ამბობენ, რა ჯობია მრავალცოლიანობასო, გეგონება სარწმუნოება ან კანონი ხელს უშლიდეთ ცოლის გარდა სხვა ქალთან(ებთან) ჰქონდეთ ურთიერთობა. ანუ რა გამოდის, აქ კაცებს უფლება არ აქვთ მოიყვანონ ოფიციალურად მეორე ცოლი, მაგრამ სრულებით ჩვეულებრივი მოვლენაა ცოლის ღალატი? ანუ ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული ქაღალდზე რა წერია?

რამდენთან მოაწერ ხელს, რამდენისგან გააჩენ შვილს, რამდენად გაიზრდება პასუხისმგებლობა და რამდენი ადამიანი შეადგენს ოჯახს? - იქ უბრლოდ ეს ყველაფერი ოფიციალურად ხდება, აქ კი რამდენიც გინდათ იმდენი კაცი ღალატობს ცოლს და თან ხშირად არა მხოლოდ ერთ ქალთან. ამას კი ქალების გარკვეული ნაწილი ჩვეულებრივად ხვდება, კაცია და აბა, რას იზამსო, - ამბობენ.

მეგობარს ვუთხარი ერთხელ, ბარემ აქაც იყოს მრავლაცოლიანობა, ეს ქალები მაინც ითმენენ საყვარლებს, საყვარლებიც ეგუებიან ცოლების არსებობას და გაარკვიეთ ბოლოს და ბოლოს ყველაფერი და იცხოვრეთ მშვიდად-მეთქი, მან კი მართალია ხუმრობით მითხრა, - ქართველი კაცი ისეთია, ორი ცოლი რომც ჰყავდეს, საყვარელს ჩუმად მაინც გაიჩნესო, ხომ გაგიგიათ ყველა ხუმრობაში სიმართლიც მარცვალიც არისო . დავფიქრდი მის სიტყვებზე და ალბათ ამაშიც არის ლოგიკა... ზოგჯერ მიუღებელი მაგრამ მაინც... ის, რაც , ხომ უფრო სასურველი ხდება და ის, რაც მიღწევადია, ხშირად აღარ არის საინტერესო.

აი, ამ მიღწევა-მიუღეწევლობის გარკვევაში ქალები როგორ უნდა მოიქცნენ? იყვნენ მიუღწეველები, რომ არ გახდნენ უინტერესონი? მაგრამ ბოლოს გამოდის რომ კაცები იღლებიან და ზოგადად, რატომ უნდა შეიკავო თავი, როცა ადამიანი მოგწონს, გიყვარს და მასთან ყოფნა გინდა? რატომ უნდა დაკარგო დრო, როდესაც ისედაც ძალიან პატარაა სიცოცხლე და მითუმეტეს ახალგაზრდობის წლები, მხოლოდ იმიტომ, რომ ძნელად მოსახიბლი ქალის იმიჯი შეიქმნა?

თუმცა შეიძლება ქალმა მისცეს საყავრელ ადამიანს თავისუფლება, იფიქროს, რომ აკრძალვით და ეჭვიანობით უფრო მოანდომებს თავისუფლებას, ეს კი შეიძლება მისი დაკარგვის მიზეზი გახდეს, ამიტომ არ შებოჭოს და დამიშვიდებულმა იფიქროს, რომ ნდობა დაუფასდება და პარტნიორს მეორე მესამე და მეათე ცოლი არ მოუნდება?

ზოგი იმასაც ამბობს - ორცოლიანობა კი არა, ერთი მყავს და ისიც არ მინდაო.

თუ არ უნდათ, მაშ, რატომ ქმნიან ოჯახებს?

ვინ დააწესა, რომ ეს აუცილებლობას წარმოადგენს?

ან ის მამაკაცები, ვინც ემხრობიან მრავალცოლიანობას, დარწმუნებულები არიან, რომ მეორე ცოლს არ უღალატებენ? თუ გაამართლებენ მოსაზრებას: " რა გინდ კარგი ცოლი ჰყავდეს, მაინც ენტრება სხვისა?"

ძალიან რთულია განსაზღვრო რა და როგორ უნდა გააკეთო და წესებით იმოქმედო, როდესაც საქმე სიყვარულს შეეხება.

ზოგს ერთი უნდა, ზოგს - სამი.. ზოგისთვის ცოლის მოყვანა სასჯელთან ასოცირდება ზოგისთვის - პირიქით.. ზოგს დაოჯახების გაგონებაც არ უნდა და ვერ წარმოუდგენია ერთ ქალის ერთგული როგორ უნდა იყოს მთელი ცხოვრება.

ტრადიციები განსხვავდება, განსხვავდება დამოკიდებულებაც ურთიერთობების მიმართ...

ზოგჯერ სიყვარულიც განსხვავდება და მისი გამოხატულება ხომ მითუმეტეს.

ზოგს რამდენიმე ცოლი უყვარს, ზოგს კი ერთის შეყვარებაც არ შეუძლია ისე, როგროც საჭიროა.

კაცია და ბუნებაო ხომ გაგიგიათ.

იხილეთ ასევე: "ორი ცოლი მყავს და ორივეზე ვგიჟდები" - მრავალცოლიანობა საქართველოში