რატომ ჰგონიათ მამაკაცებს, რომ სიყვარულზე ლაპარაკი სისუსტის გამომჟღავნებაა?
რატომ ჰგონიათ მამაკაცებს, რომ სიყვარულზე ლაპარაკი სისუსტის გამომჟღავნებაა?
"რა საჭიროა ლაპარაკი, როდესაც ისედაც იცი?" - მითხრა ერთხელ ადამიანმა, რომლისგანაც ყველაზე მეტად მჭირდება ხშირად და გულწრფელად მომესმინა:  მე შენ მიყვარხარ!

პრინციპში მართალია, ვიცოდი, ვგრძნობდი და ვხედავდი. მით უმეტეს, როდესაც აზრი, რომ მამაკაცის სიყვარული საქციელში გამოიხატება და არა ლაპარაკში, სწორი აღმოჩნდა, მაგრამ რამდენიც არ უნდა ილაპარაკოთ კაცებმა, რომ სიტყვები საჭირო არ არის, ჩვენ მაინც ყოველთვის გვენდომება მათი მოსმენა.

დღეები დღეებს მისდევდა…
You must have Flash Player installed in order to see this player.
ვხვდებოდით ერთმანეთს, დღითი დღე იზრდებო
და სურვილი და ინტერესი.
არასოდეს მიფიქრია რომ პირველად გრძნობებში კაცი უნდა გამოუტყდეს ქალს, ხშირად მათ უფრო უჭირთ კიდეც ამის გაკეთება, ამიტომ მაშინ, როდესაც უკვე მივხვდი, რომ ვეღარ ვუძლებდი, როდესაც ყოველი დამშვიდობების წინ კოცნასთან ერთად მინდოდა მეთქვა, რასაც ვგრძნობდი, მაშინ როდესაც ყელში ბურთივით რაღაც მიჩნდებოდა და უბრალოდ ძალა აღარ მქონდა საკუთარ თავს შევწინააღმდეგებოდი, ვუთხარი.
მანაც იცოდა.. თან ვიდრე ჩემგან მოისმენდა დიდი ხნით ადრე, მაგრამ მის სახეზე აღბეჭდილი ემოცია ღირდა აღიარებით ჩვენებად.

რატომ ჰგონიათ კაცებს, რომ სიტყვები საჭირო არ არის?


რომ რადგან მამაკაცები არიან, სიყვარულზე ლაპარაკი სისუსტის გამომჟღავნებაა?

არადა პირიქით, გიყვარდეს ქალი რომელიც იგივეთი გპასუხობს, ყველაზე დიდი ძალაა. ჩვენ გვაინტერესებს რაზე ფიქრობთ მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება უთქმელადაც ვხვდებოდეთ
ყველაფერს.

მე ვერ ვილაპარაკებ ყველა ქალის სახელით, რადგან გამონაკლისებიც არსებობენ, თუმცა დიდ ნაწილს, ყოველ შემთხვევაში ყველას, ვისთანაც ამ თემაზე მისაუბრია, გვინდა რომ ყოველ დღე გვითხრან რომ ვუყვარვართ. გვინდა ვიგრძნოთ ეს რაც შეიძლება ხშირად და ამაში ცუდი არაფერია.

"ისედაც ხომ ვიცით" - ეს გამართლება არ არის.

ადამიანებს გვაქვს უნარი ვიფიქროთ მომავალზე და რატომ არ შეიძლება ჩვენი ერთად დასახული გეგმები სალაპარაკო თემა იყოს თქვენთვის?
ჩვენ შეგვიძლია ვიგრძნოთ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია გამოვხატოთ სიყვარული და მაშინ რატომ იკავებთ თავს და ასე იშვიათად რატომ ამბობთ, რომ გიყვარვართ?

თქვენ მოგწონთ ქალი რომელიც თქვენს გვერდით ცხოვრობს, სძინავს, დადის, გაქვთ მასთან სექსი და თვლით, რომ ის მსოფლიოში ერთ-ერთი და თქვენთვის ყველაზე მიმზიდველი და ლამაზია, მაშინ რატომ არ ამბობთ ხშირად კომპლიმენტებს?

როდესაც ადამიანი შეყვარებულია, ის განიცდის, ფიქრობს და ზრუნავს მეორე ნახევარზე და თუ ეს ნამდვილი სიყვარულია რატომ არ შეგიძლიათ დაგველაპარაკოთ ამაზე, გვითხრათ რას ფიქრობთ ჩვენზე და რა გეგმები გაქვთ?

იმას, რომ ცხოვრება ხანმოკლეა და ხშირად ურთიერთობები ინგრევა, ყველა ვამბობთ, მაგრამ რეალურად ძალიან იშვიათად ვიყენებთ დროს მაქსიმალურად.

ჩვენ არ ვცდით თქვენს სიყვარულს, ვიცით და ვგრძნობთ, მაგრამ ხშირად ვიქცევით ან ვალაპრაკობთ ისე, რომ იმაზე მეტი გათქმევინოთ, ვიდრე გვესმის თქვენგან, და ეს მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ უფრო მეტი სითბო მივიღოთ და გავიგოგნოთ სიტყვები, რომელიც ყველა შეყვარებული ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.


ამიტომ, ახლა როდესაც ამას კითხულობთ და თუ გყავთ საყვარელი ქალი, აიღეთ ტელეფონი დაურეკთ და უთხარით, რომ გიყვართ სიგიჟემდე, რომ ნერვიულობთ მასზე, რომ გინდათ მთელი ცხოვრება ერთად იყოთ, რომ გინდათ გახდეს თქვენი შვილების დედა, რომ მის გარდა არავინ გჭირდებათ და რომ ყველაფერს გააკეთებთ მისი ბედნიერებისთვის.

უთხარით ყველაფერი რასაც ფიქრობთ და გრძნობთ და ნუ შეიბოჭავთ თავს, დამიჯერეთ რაც უფრო ხშირად მოიქცევით ასე, თქვენი საყვარელი ქალი მით უფრო ბედნიერი და გაღიმებული იქნება.


ეს ხომ არც ისე ძნელია?

უბრალოდ უთხარით, რომ ეს ყველაფერი სიმართლეა...
მკითხველის კომენტარი (9)
MIRABELA-ს
01 დეკემბერი 2016 11:54
ქალებს წარმოდგენა არ გაქვთ, რა არის ნამდვილი სიყვარული,რაც ამტკიცებს იმას,რომ ქალის სიყვარული მამაკაცისათვის დამღუპველია,ამიტომ სწორეა,ისე უნდა მოიქცე,როგორც აღწერილია,დღეს ერთი,ხვალ მეორე და ა.შ. ქალები სულ ითხოვთ სიყვარულის დამტკიცებას,ანუ მე უნდა დავამტკიცო,რომ მიყვარხარ,რატომ? თუ შენ გიყვარვარ,რა მნიშვნელობა აქვს იმას მე მიყვარხარ თუ არა?! გიყვარდე და იზრუნე იმაზე,რომ ბედნიერი ვიყო,მაგრამ არა, თქვენ მხოლოდ საპასუხო სიყვარულს აფასებთ და პრეტენზიებს გამოთქვავთ. ამიტომ თავად არ იმსახურებთ სიყვარულს.
MIRABELLA
01 ოქტომბერი 2016 14:12
სიყვარული თავის ტვინში მიმდინარე რეაქციაა, კაცებისთვის უფრო ხანმოკლე და პირდაპირ კავშირში( გულის გვერდის ავლით)წელს ქვემოთ, ქალებისთვის გულში და თავის ტვინში ერთდროულად მიმდინარე, თუ ტვინმა აჯობა,არ დაიღუპები, თუ გულმა-იქ საქმე წასულია, იმიტომ რომ არცერთი მამაკაცი, ვიმეორებ, არცერთი ნამდვილი სიყვარულის ღირსი არ არის. 10დან 9 დღეს თუ არა ხვალ ღალატობს მას, ვის გარეშეც "სიცოცხლე არ შეეძლო", მერე იმას, ვისთანაც "სიცოცხლე"ს უღალატეს-ღალატობენ და ა.შცხოვრობენ და აცხოვრებენ ტყუილში მათ გვერDით მყოფ ქალს...ქალის უბედურების მიზეზი ყოველთვის კაცია...მიყვარხართ კაცებო!
rolandi
05 თებერვალი 2016 18:00
ნამდვილად მასეა ვეთანხმები ავტორს!!! (y) რაარი ბიჭებო არ გინდათ რომ გაიგოთ რაზე იყო ხაზი გასმული ამ სტატიაში თუ ვერ ხვდებით რომ საუბარია იმაზე რომ როდესაც გიყვართ ქალები, მანდილოსნები მაგ შემთხვევაში უთხარით საქციელებთან ერთად რომ გიყვართო უბრალოდ ეს სიამოვნებთ და გულს უთბობთ დამატებითად ამ ვითომ უბრალო სიტყვებით დამეტი არფერი აქ არის წრფელ სიყვარულზე ლაპარაკი და არა სხვანაირზე...
...
22 იანვარი 2016 16:26
ქალბმაც უნდა გასცენ მეტი სითბო რომ კაცს სურვილი გაუჩნდეს სიყვარულის გამომჟღავნების
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.
რუბრიკის სხვა სიახლეები