რისი ბრალია ამდენი უპასუხისმგებლო, მშიშარა და ზარმაცი მამაკაცის არსებობა ჩვენს სოციუმში?!
რისი ბრალია ამდენი უპასუხისმგებლო, მშიშარა  და ზარმაცი მამაკაცის არსებობა ჩვენს სოციუმში?!
დედობა რომ ძალიან დიდი ბედნიერებაა ამაში დარწმუნებული ვარ არავინ შემედავება, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს იყო მშობელი - ეს პასუხისმგებლობასთან არის დაკავშირებული.

ვიდრე ქალი გადაწყვეტს შვილის გაჩენას, უნდა იყოს დარწმუნებული, რომ შესძლებს მის გაზრდას. ის უნდა მოემზადოს როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად, რადგან გყავდეს პატარა, ეს არც თუ ისე ადვილი საქმეა.

ამბობენ, რომ რაც უფრო დიდი ხარ ასაკით, მით უფრო კარგი დედა იქნები, რადგან მეტი გამოცდილება დაგეხმარება კარგ მშობლად ჩამოყალიბებაში, თუმცა
You must have Flash Player installed in order to see this player.
მე ვერ დავეთანხმები ამ მოსაზრებას. დედობრივი ინსტიქტი შეიძლება 18 წლის ასაკშიც ჰქონდეს ადამიანს და შესაძებელია ცხოვრების ბოლომდე ვერ მოემზადოს ამისთვის.

თუმცა მხოლოდ იმაზე ზრუნვა რას შეჭამს, ჩაიცმევს და სად ისწავლის ჩვენი შვილი, არ არის საკმარისი ბავშვის გაზრდისთვის. მისი აღზრდა და ჩამოყალიბება ადამიანად, რომელიც იქნება ლოიალური, მიზანდასახული და რაც მთვარია საკუთარ თავში დარწმუნებული, იმაზე რთულია ვიდრე ბევრს წარმოუდგენია.

სრულებით არ აქვს მნიშვნელობა გოგო გყავთ თუ ბიჭი, მაგრამ დღეს აქცენტი ბიჭის აღზრდაზე მინდა გავაკეთოთ. ის ქართველი კაცები, რომლებიც ჩვენთვის
მიუღებელი ხასიათით გამოირჩევიან, რომლებმაც არ იციან ქალთან მოქცევა ან უბრალოდ არ არიან საკუთარ თავში დარწმუნებულები და ხშირად ქალების შიშიც კი აქვთ, ოდესღაც პატარები იყვნენ და იმაში, რომ დღეს ისინი
ასეთებად ჩამოყალიბდნენ, მშობლებს, განსაკუთრებით კი დედებს მიუძღვით დიდი წვლილი. დედებს გამოვყოფ იმიტომ რომ, საქართველოში, უმრავლესი წყვილების შემთხვევაში პატარას აღზრდაში მეტი პასუხისმგებლობა ქალს ენიჭება, რაც, რა თქმა უნდა, სწორი არ არის.


რისი ბრალია ამდენი უპასუხისმგებლო და ხშირად მშიშარა მამაკაცის არსებობა ჩვენს სოციუმში? იმის ხომ არა, რომ მათ ბავშვობიდან "თავზე გადაყოლილი", "გიჟი დედები" ზრდიდნენ და ცივ ნიავს არ აკარებდნენ?

მიზეზი ის ხომ არ არის, რომ შვილებს არ აჩვევდნენ დამოუკიდებლობას, რომ მათ სახლში
მოსულებს ყველაფერი დალაგებულ-გამზადებული ხვდებოდათ. არასოდეს უწევდათ საკუთარი ნივთებისთვის მოევლოთ, არ სჭირდებოდათ შეწინააღმდეგებოდნენ მშობლებს და თუნდაც დედას, რადგან ისინი ან ყველაფერს ისე უკეთებდნენ, როგორც შვილს სურდა, ანაც მის აზრს არავინ ითვალისწინებდა.

რა შედეგს გვაძლევს ეს ყველაფერი წლების შემდეგ
?
იმ პატარა საყვარელ ბიჭს აყალიბებს უპასუხისმგებლო, გაზარმაცებულ მამაკაცად, რომელსაც უჩნდება კომპლექსი ცოლთან ურთიერთობაში, რადგან ქალისგან ან ზედმეტ მოთხოვნებს და საკუთარი აზრის არაფრად ჩაგდებას არის მიჩვეული ან პირიქით, მისთვის რთულია შეეგუოს რომ რაღაც ისე არ ხდება როგორც მას სურს. მოკლედ, ეს ორი უკიდურესობაა, რომელიც ერთნაირად უნგრევს და უმახინჯებს მოზარდს აზროვნებას, რაც შემდგომ ძალიან უარყოფით ზეგავლენას ახდენს მის პირად და კარიერულ ცხოვრებაზე.

ყველა ნორმალურ ადამიანს უყვარს საკუთარი შვილი და უნდა მას მისცეს მაქსიმალური ცხოვრებაში და ამისთვის არაფერს იშურებს, მაგრამ ხშირად ზედმეტი ზრუნვა ან ზედმეტად მკაცრი დამოკიდებულება ვნებს მათ ხასიათს და მალე ისინი ისეთ კაცებად ყალიბდებიან, როგორებიც მშობლებს თვითონ არ მოსწონთ.


ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოანი ოქროს შუალედის პოვნაა. შვილებს უნდა გავუმახვილოთ ყურადღება მათ ღირსებებზე და ვეცადოთ გზა ვაპოვნინოთ ამა თუ იმ ნაკლის გამოსასწორებლად. უნდა გავითვალისწინოთ მათი აზრი, თუმცა არ უნდა ეგონოთ, რომ ისინი ყოველთვის და ყველაფერში მართლები არიან. უნდა მივცეთ თავისუფლება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ ვასწავლოთ რა არის პასუხისმგებლობის გრძნობა. მათ უნდა შეეძლოთ რთული და ზოგჯერ ძალიან საპასუხიმგებლო გადაწყვეტილებების მიღება ცხოვრებაში, როგორც მაღლა ვახსენე, დედობა მხოლოდ იმაზე ზრუნვა არ არის რითი გამოვკვებავთ ბავშვებს.

სამწუხაროდ, არც თუ  ხშირად მხვდებიან მამები, რომლებიც იღებენ შვილის აღზრდაში მონაწილეობას. ქართველი კაცების უმეტესობას ჰგონია, რომ "კაი კაცად" მაშინ გაზრდიან შვილებს, როდესაც სმას, გინებას, ფეხბურთის თამაშს და მანქანის ტარებას ასწავლიან. ეს კი დამეთანხმებით მცდარზე მცდარი შეხედულებაა.

მთავარი ისაა, ნაკლები შეცდომა დავუშვათ ბავშვების აღზრდის დროს და არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ მათთვის სარკესავით ვართ და ისინი ძალიან ხშირად გვბაძავენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჯერ ჩვენს თავში უნდა ვეძებოთ ნაკლი, გამოვასწოროთ ის და შემდეგ მოვუწოდოთ შვილებს ამა თუ იმ საქციელისკენ.



მკითხველის კომენტარი (42)
რა სისულელეა?!-ს-ს
26 თებერვალი 2016 15:02
სწორი დასკვნების გამოტანა არ შეგძლებია.:))))) დამიჯერე, ძალიან კარგად ვცხოვრობ და ზუსტად ისეთი ცოლი მყავს, როგორიც მინდა.საკმაოდ მაღალი შემოსავალიც მაქვს,(საშუალოზე ბევრად მაღალი)))). აგრესია სად დაინახე ვერ ვხვდები?! უბრალოდ მინდა ქალებს აგიხსნათ,რომ 2 ვარიანტია-ან ტრდიციულ ოჯახს ქმნი,სადაც როლები ტრადიციულადაა განაწილებული,ან ცხოვრობ როგორც გინდა, მაგრამ ამ შემთხვევაში შენი პარტნიორიც ისე იცხოვრებს,როგორც უნდა. არ მოგეწონა,ისეთი კაცი,თუ გაიზრდება ქალების ჭკუაზე,რომ არ ივლის?! ))). ვაჟკაცი- კი სულ ტყუილად ჩაწერე ბრჭყალებში.იმასაც ვერ ხვდები,რომ ბავშვი შეურაცმყოფელად არ უნდა მოიხსენიო,თუნდაც მამამისის შეხედულებები არ მოგწონდეს. კიდევ ერთს გეტყვი: მნიშვნელობა არ აქვს სუსტი გამოჩნდები,თუ ძლიერი. მთავარია ვერავინ გაიძულოს იმის კეთება,რისი კეთებაც არ გინდა. ვერ შეგაცვლევინოს შენი შეხედულებები ე.წ. ,,თანამედროვედ მოაზროვნეებმა“.
რა სისულელეა?!-ს
24 თებერვალი 2016 18:00
როგორც ჩანს "დასუსტდი და სანაგვეზე გადაგადეს", ამიტომაც გაქვს ქალების მიმართ აგრესია :))))))) როცა სუსტი ხარ ძლიერად რომ გამოჩნდე შენზე სუსტებთნ უნდა გქონდეს ურთიერთობა ესეც გეცოდინება და ასწავლე შენს "ვაჟკაცს" გამოადგება...
LELA
12 თებერვალი 2016 15:35
ადამიანები თავის ოჯახის სარკეები არიან,სადაც გაიზარდნენ იმ ოჯახის... ჩემს შემთხვევაში ასეა
ავტორს
08 თებერვალი 2016 19:30
იცი,რა მაინტერესებს?-ეს ქართველი დედები,მარტო ბიჭებს ზრდიან უქნარებად,თუ ხანდახან გოგოს გაზდაშიც მოიკოჭლებენ?არა, რა თქმა უნდა, ეს უიშვიათესად ხდება)).ან,საერთოდაც არ ხდება.ეტყობა კონკრეტულად ბიჭების გაზრდა არ იციან,თორე გოგონები, ხომ ,,ანგელოზები“ არიან!!!. ერთი ანეგდოტი მახსენდება: ქალი ამბობს:სიძე ისეთი კარგი შემხვდა,არაჩვეულებრივი ადამიანია.ჩემს გოგოს, სულ ხელის გულზე ატარებს,მდიდარია,სულ საჩუქრებს უძღვნის,სულ სიყვარულს ეფიცება,ოჯახში ხელს არ ანძრევინებს,ბავშვსაც თვითონ უვლის,საჭმელსაც თვითონ უმზადებს,თვითონ რეცხავს და აუთოვებს.არც დასვენება აკლია,ზამთარ-ზაფხულ და არც კინო,თეატრი და გართობა -სხვა სეზონზეო. მაგრამ-აგრძელებს ქალი,რძალი შემხვდა ,მტრისასო:ჩენი საწყალი ბიჭი, რასაც შოულობს, ხომ ოჯახს ახმარს,კიდე ,ჩვენ გვთხოვ დახმარებას- ჩემ საყვარელ მეუღლეს ეს მინდა ვაჩუქო,ან ისო!! ცოლი, არაფრის მაქნისი ჰყავს,სულ სალონებში,კინო-თეატრებში და კურორტებზე დაეთრევა.ბავშვებსაც ჩემი ბიჭი უვლის,ოჯახშიც ყველაფერს ეგ აკეთებს,მოკლედ რა მეშველება ასეთი რძლის ხელში არ ვიციო.:))))))))))) ნუ გამაცინებთ რა!!!.საქართველოში ,მარტო ბიჭებს ვერ ზრდიან?თუ დედა ეგოისტად და უსაქმურად მარტო ბიჭს ზრდის? რაც ქალები ხართ-ის კაცები გყავთ და შეეშვით მართლა და მართლა კაცების დისკრედიტაციას.მონა არა?! საიდან მოიტანეთ. ქმარს რომ მიხედო, ხანდახან სუფრა გაშალო, სტუმარს უმასპინძლო მონობაა? თუ ამ ყველაფრისათვის პროდუქტიც შენ უნდა შეიძინო, საკუთარი ნაშოვნით,მაპატიეთ და ეს მონობა კი არა იდიოტობაა!!!! თუ ამ ყველაფრის კეთება არ გინდა და ერბოკვერცხის შეწვის მეტი არაფერი იცი,მართლა გგონია,რომ შენი ინტელექტით მოხიბლული მეუღლე, სამარადჟამოდ შენთან ცხოვრებას აირჩევს?კაცებს კომფორტი გვიყვარს და სახლში ინტელექტუალური პაექრობა,მძიმე სამუშაო დღის შემდეგ,არაფერში გვჭირდება.ჩვენ სახლში სითბო და კომფორტი გვინდა,თუ ამის მოცემას არ აპირებ და მარტო დიდ და ძლიერ სიყვარულს მთავაზობ კარგი,მაგრამ ვიცხოვროთ ცალ-ცალკე,პრობლემაა?
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.
რუბრიკის სხვა სიახლეები