მეტი თავისუფლება ახალ თაობას - მიეცით წყვილს ქორწინებამდე თანაცხოვრების უფლება - კვირის პალიტრა

მეტი თავისუფლება ახალ თაობას - მიეცით წყვილს ქორწინებამდე თანაცხოვრების უფლება

რატომ ინგრევა ამდენი ოჯახი საქართველოში? რატომ ვერ ეგუება წყვილი თანაცხოვრებას და რატომ ექმენათ მათ პრობლემები ურთიერთობის ოფიციალურად დაკანონების შემდეგ?

თან მაშინ, როდესაც წყვილი შეუღლებამდე ერთმანეთს წლების განმავლობაში ხვდება და წესით ერთმენეთის გაცნობა ბოლომდე უნდა მოეხერხებინათ, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება - თანაცხოვრება ხშირად ქმნის ბევრ გაუთვალისწინებელ პრობლემას.

ბევრი ალბათ ქართულ ტრადიციებს გაიხსენებს, მაგალითად, იმას რომ ქორწინებამდე თანაცხოვრება  მიუღებელია, რომ ამას არ გვასწავლიდნენ და ასე შემდეგ, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ სანამ შეყვარებულები ამ პასუხისმგებლობას აიღებენ, მანამდე ერთმანეთი მხოლოდ კინოში სიარულის და ყავის დალევის დროს არ უნდა ნახონ.

ძალიან ბევრი ისტორია მომისმენია, როდესაც წყვილის ურთიერთობაში სრული ჰარმონია და სიყვარული სუფევდა და ოჯახურმა გარემომ დაანგრია ეს ყველაფერი.

რისი ბრალია ეს?

ჩემი აზრით, იმის, რომ მათ ყოველდღიურობაში არ გამოუცდიათ ერთმენთი. არ იცოდნენ როგორები იყვნენ ყოველ დილით, ხშირად მოუწესრიგებლები. როგორ ეძინათ, რა ჩვევები ჰქონდათ და შეძლებდნენ თუ არა გაღიზიანების გარეშე აეტანათ ეს. როგორ პირობებში უნდოდათ და შეეძლოთ ცხოვრება, რას ფიქრობდნენ სახლში მოვალებობების გადანაწილებაზე, როგორი ხასიათი ჰქონდათ, როდესაც სამსახურიდან დაღლილები ბრუნდებოდნენ და შეეძლოთ თუ არა ზედემეტი დაძაბულობის გარეშე განემუხტათ რთული სიტუაციები.

ძალიან რთულია გაიგო როგორია ადამიანი სინამდვილეში და შეძლებ თუ არა მასთან ბედნიერად ცხოვრებას, როდესაც დაოჯახებამდე მასთან ეს ყველაფერი არ გაგივლია. დიახ, ზოგჯერ ისეც ხდება, რომ წლობით ცხოვრობენ ერთად და მაინც შორდებიან, მიზეზი კი ის ნამდვილად არ არის, რომ ცოლ-ქმარი ერთმანეთს არ იცნობს, ეს ფაქტორი კი დამეთახნმებით დამატები პრობლემებს აჩენს ურთიერთობისას.

ხშირად წყვილი ქორწინებამდე თანაცხოვრებისგან ახლობლების გამო იკავებს თავს, რადგან ძველი თაობის წარმომადგნლებისთვის ეს მიუღებელია, რაც მგონია, რომ ძალიან დიდი შეცდომაა და ამ შემთხვევაში მშობლები შვილებს, არჩევანის, ერთმანეთის უკეთ გაცნობის უფლებას ართმევენ.

რატომღაც განათხოვარი უფრო მისაღებია ჩვენს საზოგადოებაში, ვიდრე ქალი, რომელსაც ჯანსაღი ურთიერთობა აქვს მამაკაცთან და სწორედ რომ მყარი ოჯახის შესაქმნელად ამჯობინებს პარტნიორის უკეთ შეცნობას.

მათ, ვისაც ერთხელ უკვე არ გაუმართლა, იქნებ, მომავალში შეძლონ და შეცდომებზე ისწავლონ...

იქნებ, მოვახერხოთ და ჩვენს შვილებს ცოტა მეტი თავისუფლება და არჩევანის საშუალება მივცეთ, რათა სიყვარული უბრალოდ გართობაში არ აერიოთ და თანაცხოვრების დროს უფრო მეტად გაიგონ თუ რას ნიშნავს ოჯახი და რამდენად მნიშვნელოვანია პასუხისმგებლობის საკთარ თავზე აღება.

ერთმა კარგმა ადამიანმა თქვა, ადამიანი ცხოვრებას სახლში ვერ ისწავლისო და ვფიქრობ, ის სრულებით მართალი იყო, ჩვენი დაშვებული შეცდომების ნაწილის გამოსწორება ალბათ შეუძებელია, მაგრამ იმის შანსი მაინც გვაქვს, რომ მომავალ თაობას და ახალგაზრდები არ შევბოჭოთ და მივცეთ შესაძლებობა ცხოვრება თავად შეიცნონ.