8 მარტის ისტორია, ანუ ქალებო, მიიღეთ მილოცვა და იბრძოლეთ საკუთარი უფლებების დაცვისთვის!
8 მარტის ისტორია, ანუ ქალებო, მიიღეთ მილოცვა და იბრძოლეთ საკუთარი უფლებების დაცვისთვის!
დღე, როდესაც ქალებს საჩუქრებით ანებივრებენ. ზოგი ხუმრობს კიდეც ყველა დღე ჩვენია რაღა მხოლოდ 8 მარტიო, მაგრამ ხუმრობა იქეთ იყოს და ამ დღის ისტორიაზეც რომ ერთი ორი სიტყვა ვთქვათ ურიგო არ იქნება.

ქალთა საერთაშორისო დღეს აღინიშნება ქალთა პოლიტიკური სოციალური და ეკონომიკური მიღწევები. პირველად ქალთა დღე 28 თებერვალს 1909 წელს აღნიშნეს, თუმცა საქვეყნოდ ცნობილი ის მას შემდეგ გახდა, რაც ქარხანას ცეცხლი გაუჩნდა და 140 მომუშავე ქალი დაიღუპა.
შემდეგ თარიღი შეიცვალა.
You must have Flash Player installed in order to see this player.
ქარხანაში მომუშავე ქალების აქცია 1853 წლის 8 მარტს გაიმართა, სადაც ისინი სამუშაო პირობებს აპროტესტებდნენ. ქალები მეტ დაფასებასა და ხელფასის გაზრდას ითხოვდნენ, რომელიც საჭმლის საყიდლადაც არ ჰყოფნიდათ ნორმალურად.
თუმცა მათი გამოსვლა პოლიციამ დაშალა.
ოფიციალურად 8 მარტი, როგორც ქალთა საერთაშორისო დღე, 1910 წელს, სოციალისტ კლარა ცეტკინის ინიციატივით გამოცხადდა .
1913 წელს, მაშინ როდესაც პირველი მსოფლიო ომი იწყებოდა, ქალებმა მშვიდობიანი მსვლელობა გამართეს. რუსეთში 1917 წელს რევოლუციის მიზეზადაც ქალთა გამოსვლები იქცა.
ქალთა საერთაშორისო დღე 1965 წელს გამოცხადდა უქმედ და ყოფილი საბჭოთა
კავშირის ქვეყნებში დღემდე ასეა, მათ შორის საქართველოში უმეტესი დაწესებულება ისვენებს.
აი, ასეთი არც თუ ლამაზი წარსული აქვს ამ დღეს და ის, რომ დღემდე ხშირად ირღვევა ქალების უფლებები ესეც ფაქტია,
მართალია დრო შეიცვალა და ამ საკითხისადმი დამოკიდებულებაც, ვფიქრობ, რომ მაინც მაქსიმალისტები უნდა ვიყოთ და უფრო კარგი მომავალი შევქმნათ ჩვენთვის და მომავალი თაობებისთვის.
ზოგი აღნიშნავს ამ დღეს, ზოგი არ აღიარებს, ამბობენ, რომ მხოლოდ ამ დღეს არ უნდა ახსენდებოდეთ კაცებს მათი არსებობა…
ამ აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, ქალებს მინდა მეტი წარმატება ვუსურვო. ყოველ დღე გქონოდეთ მიზეზი იმის, რომ ბედნიერ, რეალიზებულ და გახარებულ ადამიანად იგრძნოთ თავი.
ცხოვრება პატარაა, ქალებს კი არც თუ ცოტა რამის ატანა და მოთმენა უწევთ, ამიტომ მეტ ძალას, სიცოცხლის სურვილს და უბრალოდ ოცნებების ასრულებას გისურვებთ.
ავტორს
09 მარტი 2016 09:35
მადლობა ავტორს კარგი სურვილებისთვის :))
meeee
08 მარტი 2016 16:35
Ra vici, me dzalian mirars es dge da...
რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით,  საქართველოს გზებზე ყველაზე ხშირად რა მიზეზით ხდება ავტოსაგზაო შემთხვევები?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, საქართველოს გზებზე ყველაზე ხშირად რა მიზეზით ხდება ავტოსაგზაო შემთხვევები?