ეს ჩვენ გვეხება! - ჩვენი გულგრილობის შედეგად კიდევ ერთი მოკლული ქალი
ეს ჩვენ გვეხება! - ჩვენი გულგრილობის შედეგად კიდევ ერთი მოკლული ქალი
ეს მე და შენ გვეხება, კიდევ ჩვენს მეზობლებს, მეგობრებს, ნაცნობებს, უცნობებს... ყველას ! ყველამ უნდა ვიგრძნოთ პასუხისმგებლობა იმ ქალების მიმართ, რომლებიც მოძალადე კაცების მსხვერპლი ხდებიან.

ჩვენს საზოგადოებაში მეორე დღეა ახალ მკვლელობას განიხილავენ... დანაშაულის ანატომია იგივეა - ქმარმა ცოლი მოკლა. გარდაცვლილი ქალის მეზობლები ყვებიან, როგორ ესმოდათ ყოველ დღე ცოლ-ქმრის ჩხუბი და იმიტომ რომ ეს "ოჯახის საქმეა" და რომ "სხვის საქმეში არ უნდა ჩაერიო" არც კი უცდიათ პოლიციისთვის შეეტყობინებინათ. და რა შედეგი
მიიღეს? - დედა, რომელსაც ქმარმა ყელი შვილების თვალწინ გამოჭრა!

აი, რა შეიძლება მოჰყვეს, როდესაც ვეთანხმებით ყოვლად გაუმართლებელ მოსაზრებას, რომ ცოლ-ქმრის ჩხუბში არავინ უნდა ჩაერიოს.
აი, რა ხდება, როდესაც ვერ ვაცნობიერებთ სა
დამდე შეიძლება მივიდეს ოჯახური კონფლიქტი, როდესაც კაცი მოძალადეა, ქალს კი - თავის დაცვა არ შეუძლია.

და შემდეგ ეს ყოველგვარ ლოგიკას მოკლებული კომენტარები: " ამისთანა რა ქნა" , "ასე როგორ გაამწარა" - არც ერთი მიზეზით არ შეიძლება იმ ადამიანის გამართლება, რომელიც მეორე ადამიანის სიცოცხლეს ხელყოფს.

ქალი, რომელიც ქმრის რთულ ხასიათს ეგუებოდა, შვილებს ზრდიდა, სახლიდანაც კი არ გადიოდია იმიტომ, რომ ურთიერთობა უფრო არ გაემწვავებინა და ამ ყველაფერს ვინ იცის რის გამო ითმენდა, ახლა მკვდარია და ამაში წვლილი საზოგადოებსაც მიუძღვის.

თუმცა არა, ვიცით რის გამოც ითმენდა. საერთოდ, რის გამო ითმენენ ქალები ძალადობას ოჯახში? მიზეზი მრავალია: გათხოვილ გოგონებს სახლში აღარ იბრუნებენ; მეზობლების და ნათესავების ჭორაობით შეშინებულები ამჯობინებენ ცემა-ტყეპა აიტანონ; ეშინიათ მოძალადე ქმრების, რადგან ჰგონიათ, რომ დაშორების შემთხვევაში უარესს იზამენ... ეს კი იმის ბრალია, რომ სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს ძალადობის მსხვერპლის სათანადოდ დაცვას. ქალებს არ აქვთ სამსახური, არ აქვთ სახელწმიფოსგან დახმარება და გარანტია იმის, რომ ის და მისი შვილები მშვიდად და უსაფრთხოდ გააგრძელებენ ცხოვრებას ქმრისგან წამოსვლი შემდეგ....

და რაც მთავარია - შვილების გამო შენარჩუნებული ოჯახები!

როდესაც წლების განმავლობაში ადამიანთან ცხოვრობ და შემდეგ მას შორდები, ძალიან რთულია, ამაზე არავინ კამათობს, მაგრამ შვილების გამო ოჯახის შენარჩუნება, ჩემი აზრით, ყველაზე არასწორი გადაწყვეტილებაა. მართალია, ბავშვებს უჭირთ თავიდან ახალ ცხოვრებასთან შეგუება, მაგრამ ალბათ დამეთანხმებით, რომ ყოველ დღე ჩხუბის, შეურაცხყოფის და დაძაბულობის ყურება, უფრო ცუდად აისახება მათ ფსიქიკაზე.

მერე გვიკვირს, ამდენი ახალგაზრდა როგორ ხდება მოძალადე?

უმარტივესი ლოგიკაა - რასაც სახლში უყურებენ იმას სწავლობენ ბავშვები! შეჩვეულები რომ დედ-მამის ჩხუბი მისაღებია, ჰგონიათ, რომ ეს ნორმაა და როდესაც ოჯახს ქმნიან, დიდწილად ისე იქეცვიან, რასაც ბავშვობაში ხედავენ.

ამიტომ, ქალები, რომლებიც არ არიან ბედნიერები მეუღლეებთან, ერთხელ და სამუდამოდ უნდა გამოვიდნენ "კომფორტის ზონიდან", მიიღონ რადიკალური გადაწყვეტილება საკუთარი და შვილების უკეთესი, მშვიდი მომავლისთვის. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მაშინ, როდესაც ქალის ტირილს, ბავშვების ყვირილს და მოძალადე ადამიანის ჩხუბს გავიგებთ არ შეგვეშინდეს, ავიღოთ ტელეფონი და საშველად პოლიციას დავურეკოთ!

ჩვენმა ერთმა ზარმა შეიძლება ადამიანის სიცოცხლე იხსნას!

რრრ
06 მაისი 2016 16:43
ზუსტად ეგეთი სიტუაციის გამო შევუვარდი ჩემს კარის მეზობელს, რომელსაც მცირეწლოვანი ბავშვი სახლში ყავდა და და გავაფრთილე მსგავსი რამ აღარ შემომესმას, ის კი არაა პრობლემა ,რომ მე მაწუხებს ხმაური , მე მაწუხებს ის ბავშვი და მისი დედა და ვერაფრით მოვითმენდი ჩუმად მათ ხელჩართულ ბრძოლას . ( ახლად გადმოსული მეზობლები არიან)
...
18 აპრილი 2016 09:54
ზოგჯერ არ არის ადვილი დაშორება და ვეთანხმები იმ მიზეზებს რაც აქ წერია. ბევრს ეშინია უარესი არ ქნან დაშორების შემდეგ და ალბათ არც ფიქრობენ რომ ამზაზე წამსვლელები არიან :(
ქეთი
16 აპრილი 2016 11:30
ვისაც დესპოტი ქმარი ჰყავს დროზე დაშორდით,ერთხელ ცხოვრობთ ამქვეყანაზე და ვიღაცის გამო რატომ უნდა იტანჯოთ,არ მესმის იმ ქალების ასეთ ქმრებს,რომ უთმენენ,ასეთი კაცები არანორმალურები არიან.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი უზრუნველყოფს თუ არა საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი უზრუნველყოფს თუ არა საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა