როგორ იქცევა ქალი, როდესაც უყვარს? ანუ რა სურთ ქალებს?
როგორ იქცევა ქალი, როდესაც უყვარს? ანუ რა სურთ ქალებს?
როგორ იქცევა ქალი, როდესაც უყვარს? ისე, როგორც უნდა იქცეოდეს შეყვარებული ადამიანი. გვერდში უდგას საყვარელ კაცს, ცდილობს გაახალისოს, მისცეს მოტივაცია რომ გახდეს უკეთესი, შეაქოს, როდესაც ხედავს როგორი ძალისხმევის ხარჯზე აღწევს ამა თუ იმ მიზანს, ეუბნება, რომ ის ყველაზე კარგია, ყველაზე თბილია, სიმპათიურია და ა.შ.

მესმის, რომ კაცებს ქალებისგან განსხვავებით ნაკლები ლაპარაკი უყვართ, მაგრამ არის ასეთი ძალიან სასარგებლო გამოთქმა: "if you can't say something nice, say nothing at all" (თუ არ შეგიძლია
თქვა კარგი რამ, სჯობია სულ არ თქვა).

აი, ასე მარტივად და ეს რომ კაცებს ესმოდეთ, ჩემი ერთ-ერთი მეგობარი არ იჯდებოდა რამდენიმე დღის წინ ცუდ ხასიათზე, ჩაის ჭიქით ხელში და არ მკითხავდა - რა უნდა უპასუხოს ქმარს, რომელიც მისით მუდამ უკმაყოფილოა? კარგი, შეიძლება ცოტას ვაჭარბებ და
ყოველ დღე არ ეუბნება წონაში გაქვს დასაკლებიო (და თან მაშინ, როდესაც არ აქვს დასაკლები) მაგრამ ზოგადად, გარეგნულ ნაკლებზე ყურადღების გამახვილება საყვარელი ადამიანის მხრიდან ლამაზი საქციელი რომ არ არის, ალბათ დამეთანხმებით.

იდეალური ძალიან ცოტა ადამიანი თუ არის დედამიწაზე... სილამაზის აღქმა ხომ ძალიან ინდივიდუალური და არაობიექტურია - ზოგს ქერა მოსწონს, ზოგს - წითური, ზოგისთვის სიმაღლეს აქვს მნიშვნელობა, ზოგისთვის - წონას.. მოკლედ , ასე თუ ისე, ყოველ ჩვენგანს გვაქვს ჩამოყალიბებული აზრი როგორი კაცები(ქალები) მოგვწონს და როგორი - არა.

არ მოგწონს ე.წ "ფორმიანი" ქალები და გინდა რომ შენი ცოლი ძალიან გამხდარი იყოს? ან პირიქით, თვლი რომ ქალს ფორმები სჭირდება? მაშინ ძალიან მარტივად შეგიძლია მიიღო გადაწყვეტილება და მოიყვანო ისეთი, როგორიც გინდა.

"ადრე რა სხვანაირი ვიყავი? ახლა შევიცვალე"? - მკითხა მეგობარმა, რომელსაც მიუხედავად მეორე ბავშვის გაჩენისა, განსაკუთრებული პრობლემები არ შექმნია. წონაც მალე დაიკლო და ე.წ სტრიებიც არ ახსნებენ ორსულობის პერიოდს (ბედნიერია, ნამდვილად) მაგრამ მისი ქამრი სულ რომ წუწუნებს, რა ვუყოთ?
იმედი მაქვს, ჩემი მეგობარი მოაგვარებს პრობლემას მეუღლესთან, მე კი უბრალოდ მამაკაცებს მინდა მოგმართოთ, რომ ასე არ შეიძლება. რა თქმა უნდა ყველას არ გეხებათ, მხოლოდ მათ, ვისაც ელემენტარული ტაქტი არ გაქვთ და ვერ ხვდებით, რომ ქალის მოტივირება იმისთვის, რომ გახდეს უკეთესი ე.წ "ხუმრობით", რომელსაც თქვენ ასე ეძახით, არ გამოდის.

დამიჯერეთ, ნებისმიერი ჩვენგანი ცდილობს მაქსიმუმი გააკეთოს იმისთვის, რომ თქვენთვის იდეალურები ვიყოთ, მაგრამ ყველაფერს აქვს ზღვარი. დიახ, ხშირად გოგონა, რომელიც ცოლად მოგყავთ, შვილების გაჩენის შემდეგ იცვლება, აღარ აქვს ისეთი მოქნილი ტანი, ორსულობა კვალს ტოვებს მის სხეულზე და საერთოდ, დროთა განმავლობაში ადამიანები იცვლებიან. თქვენც არ იქნებით 20 წლის შემდეგ ისეთები, როგორებიც ახლა ხართ. თუმცა დარწმუნებული ვარ თქვენი მეორე ნახევრები წამოზრდილი მუცლის მოცილებას და წონაში დაკლებას იმ სიტყვებით კი არ შეეცდებიან, რომლითაც გულს გატკენენ, არამედ გვერდში დაგიდგებიან და მოტივაციას აგიმაღლებენ.

და თუ გინდათ თქვენი შეყვარებულები, ცოლები და უბრალოდ საყვარელი ადამიანები ბედნიერები და გაღიმებულები ნახოთ, ყოველ დღე უთხართი მათ მეტი კომპლიმენტი, შეაქეთ დააფასეთ და აგრძნობინეთ, რომ თქვენთვის მსოფლიოში ყველაზე სასურველი და ლამაზები არიან! ეს მათ თვალში იმ კაცებად გაქცევთ, რომლის მსგავსი არსად მოიძებნება.

წარმატებები!

ra surt kacebss - sruliad martali xar
29 აპრილი 2016 00:26
სრულიად მარტალი ხარ ერტ რამეში რომ ქალები ეგოისტები გახდნენ.
მტელ ჩემს სანატესაოს სამეგობროს ტუ სამზობლოში გადავხედე რდზლად შემოსულებსს ყველა ეგოისტია . ყველა სახლის ქონების და გასათხოვარი რომ არ დარჩენილიყო იმის შიშიტ არიან გატხოვილნი სიყვარულიტ არავნ არ გატხოვილა . ქმარზე პინანსურად დამოკიდებული ვინც არ იყოო ის უკვე დიდი ხანია გასცილდა ქმარს . ქმრის შრომას ბევრი ნაცარსს აყრისსს როცა გაბრაზდება და ტავისს უმნიშვნელო საქმეს ოქროდ აქცევს და აყვედრის დიდი ხნის განმავლობაში .
ქალი ვარ და რომ ვუყურებ ყვლას ჩემს გარშემო ახლანდელი ტაობის რძლის ყოლას უშვილოდ ან მხოლოდ გოგოს ყოლას ვამჯობინებდი. ცოლის საყვედურებიტ ტავმოყვარეობა შელახულ დეპრესირებულ შვილის ყურებას უცოლშვილოდ დამიბერდეს მირჩევნია.რასს გვაყვედრიტ ? ხომ არ სჯობია კაცის ოჯახმაც მზიტევი მოგტხოვოტ და უქონლობა დაგაყვედროტ? და მტელი ცხოვრება ამიტ გაგიმწაროტ ტრაკშიშველა რძლებოოოო? სამუშაო იყვეს ადამიანის შესაძლებლობის მიხედვიტ და უმუშევრად ჯდომა ვის გაუხარდება?
დზველი ტაობიდ ცოლები მეტ გაჯირვებას ვიტანდიტ .
...
28 აპრილი 2016 15:56
აუ არ დაგეზარა ამდენის წერა? :)))))))))))
რა სურთ კაცებს?
27 აპრილი 2016 11:30
მე-20 და 21-ე საუკუნეებში კარგად გამოჩნდა ქალების გენეტიკური სიძულვილი და შური მამაკაცების მიმართ,ქალების მომხმარებლური დამოკიდებულება და ეგოიზმი. ავტორის სტატიიდან კარგად ჩანს,რომ იგი აპრიორ მიიჩნევს ქალს უფრო ლმობიერ და გამგებ არსებად.( თუმცა დარწმუნებული ვარ თქვენი მეორე ნახევრები წამოზრდილი მუცლის მოცილებას და წონაში დაკლებას იმ სიტყვებით კი არ შეეცდებიან, რომლითაც გულს გატკენენ, არამედ გვერდში დაგიდგებიან და მოტივაციას აგიმაღლებენ. )-ამ ფრაზაში ჩანს,რომ ავტორს, ქალი უფრო შეგნებულ ადამიანად მიაჩნია, ანუ აპრიორ ქალების უმრავლესობა ზრუნავს პარტნიორი მამაკაცის გრძნობებზე,ხოლო მამაკაცთა უმრავლესობა იგივეს არ აკეთებს. არადა სინამდვილეში ,წუწუნი,უკმაყოფილების გამოხატვა,პარტნიორის შეცვლის სურვილი,ქალებს უფრო ახასიათებთ.
მოდი გავერკვიოთ-დღეს ქალები აცხადებენ,ჩვენ ისევე გვინდა ქორწინებამდე სექსი,როგორც მამაკაცებს-პრინციპში რომ დაფიქრდე მართლებიც არიან,ოჯახის საქმეები თანაბრად გავიყოთო-აქაც ვერ გაამტყუნებ.კარიერაზე უნდა ვიზრუნოთ და ამაში მხარდაჭერა გვინდაო-კი ბატონო. მოდი ეხლა ისიც გავარკვიოთ კაცებს რა გვინდა- სექსი,მრავალფეროვანი,მაშინ როცა მოგვინდება.(თავი მტკივა,არ მცალია,ბავშვი ტირის და ა.შ.-მიუხედავად) ქალებს გგონიათ, რადგან ერთხელ უთხარი ცოლი ხარო,ე.ი მთელი ცხოვრება მარტო მასთან უნდა გქონდეს სექსი,მიუხედავად იმისა ,რომ გასუქდა,დაბერდა,სტრიები გაუჩნდა და ა.შ. თუ იტყვი ესეთი ცოლი რაღად მინდაო-რას ამბობ,შენი შვილის დედააო-რო მოგყავდა მაშინ ხომ მაგარი გოგო იყოო და ა.შ. კი მაგრამ თუ ჩემამდე ისე ცხოვრობდა,როგორც უნდოდა,ჩემთან ერთადაც ისე ცხოვრობს,როგორც უნდა,მარტო მე მაქვს ვალდებულებები.აღარ მინდა ბატონო მსუქნი და სტრიებიანი ქალი.ბავშვს მასთან ერთად მივხედავ და 50/50-ზე გავინაწილებ ბავშვის აღზრდის ხარჯებსაც (მხოლოდ ბავშვის) და მორალურ ვალდებულებებსაც,ბავშვთან, მისი დროის ,ნახევარს სიამოვნებით გავატარებ,მაგრამ თუ ჩემთვის, უკეთეს პარტნიორს ვიპოვი სექსისთვის-ამის იურიდიული ან მორალური უფლება რატომ არ მაქვს?! თუ შენ აღარ მოგეწონები-ვსვავ,ფულს ვეღარ ვშოულობ,ჩემთან სექსი აღარ მოგწონს,(ღიპი დავიდე და ა.შ) რომ გამშორდე, არცერთი ქალი არ გაგამტყუნებს, მაგრამ თუ მე ვიპოვე სხვა,რომელითანაც შენზე კომფორტულად ვარ,იქ დაიწყება თუ დაიწყება. ქალის წინაშე მორალური ვალდებულება,მხოლოდ იმ შემთხვევაში მაქვს,თუ ორ პირობაა 1)მისთვის ერთადერთი მამაკაცი ვარ 2) მხოლოდ ჩემზეა მატერიალურად დამოკიდებული. მასთან თანაცხოვრება მხოლოდ მაშინ მენდომება,თუ მასთან უფრო კომფორტულად ვარ,ვიდრე მის გარეშე.თუ ტრადიციული გენდერული როლები არ არის სწორი,არც ტრადიციული ოჯახია დოგმა. გასუქდი,დაბერდი,ისე ძალიან აღარ აღმაგზნებ,როგორც ადრე-დავიწყებ სხვის ძებნას-ანალოგიურად შეგიძლია შენც მოიქცე.მაგრამ ეს წესები ქალებს არ მოგწონთ.გგონიათ,რომ რადგან ახალგაზრდობა მასთან გაატარეთ,თქვენთან ვალშია-აღარ არის ესე ბატონო.მარტო თქვენ არ გაქვთ უფლებები,ჩვენც გვინდა თავისუფლება .

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ გიორგი გახარიას წლიურ ანგარიშს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ გიორგი გახარიას წლიურ ანგარიშს?