ქალს აქვს უფლება მოექცეს თავის სხეულს ისე, როგორც სურს
ქალს აქვს უფლება მოექცეს თავის სხეულს ისე, როგორც სურს
ჩვენში და არა მხოლოდ ჩვენში, ხშირად განიხილავენ თემას - აქვს თუ არა ქალს უფლება აბორტი გაიკეთოს, და ხშირად განსხვავებული აზრებიც მომისმენია.

ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს აკრძალული უნდა იყოს, ნაწილი მიიჩნევს, რომ ქალს აქვს უფლება თავად აირჩიოს, მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად ამ ფაქტისადმი უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ, ზოგისთვის კი მთავარია ვინმემ არ გაიგოს და ისე რაც გინდა ქენი...
მოკლედ, მოსაზრებები რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან.

ამ თემის განხილვისას ბევრი ქალისგან მომისმენია, რომ მათ უბრალოდ
არ ესმით რატომ უნდა გადაუწყვიტოს სხვამ, არ აქვს მნიშვნელობა კაცმა თუ ქალმა, თუ როგორ წარმართავს საკუთარ ცხოვრებას და შეწყვეტს თუ არა ორსულობას ხელოვნურად.

ბევრი იტყვის და უთქვამთ კიდეც, დაორსულება თუ არ გინდა არ დაორსულდებიო, მაგრამ ცხოვრებაში ხომ ყველაფერი ხდება? ხშირად ის საშუალებები რომლითაც არასასრუველი ორსულობისგან
იცავენ თავს ქალები, არ მოქმედებს, ან უბრალოდ ხდება ისე, რომ ვერ ითვალისწინებს ადამიანი ყველაფერს და გარკვეული პერიოდის შემდეგ აღმოაჩენს, რომ თურმე ორსულადაა.

ალბათ, წარმოდგენაც კი გაგვიჭირდება თუ რას იგრძნობს ქალი იმ მომენტში, როდესაც სრულიად დაუგეგმავად და მოულოდნელად გაიგებს ამ ამბავს.

ხომ შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ ქალს არ ჰყავს ისეთი პარტნიორი, რომელთანაც წარმოუდგენია მისი დარჩენილი სიცოცხლის გატარება. მისი სექსუალური ცხოვრების შესახებ კი ბევრისთვის არ არის ცნობილი და მითუმეტეს ოჯახის წევრებისთვის, რადგან თვლის, რომ მსგავსი ურთიერთობების აფიშირება მაშინ უნდა მოხდეს, როდესაც ურთიერთობა სერიოზულ სახეს მიიღებს და მხოლოდ მოთხოვნილებების დაკმაყოფილებით არ შემოიფარგლება. მოკლედ, რა ქნას ქალმა, როდესაც არ უნდა გარკვეული პერიოდი სერიოზული ურთიერთობა, ან უბრალოდ არ უწყობს ჯანმრთელობა ხელს, ანდაც არ არის მზად დედობისთვის.. მოკლედ ძალიან ბევრი "ან" არსებობს ამ შემთხვევაში...

აბორტის კანონით აკრძალვა არ მგონია, რომ იმ შედეგის მომტანი იყოს, რისთვისაც იბრძვიან აკრძალვის მომხრეები, წლების წინ, როდესაც საქართველოში მედიცინა არც თუ მაღალ დონეზე იყო განვითარებული, ქალები მაინც ახერხებდნენ ბავშვის მოცილებას და ამას სახლის პირობებში აკეთებდნენ, რაც საფრთხეს უქმნიდა მათ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს.

მოიცილო ბავშვი მხოლოდ იმიტომ, რომ ის გოგოა ( მსგავსი ისტორიებიც არა ერთია, როდესაც ქალს აბორტის გაკეთებისკენ ქმრები უბიძგებენ იმიტომ, რომ "გვარის გამგრძელებელს" არ ელოდებიან) ჩემი აზრით, ყოვლად მიუღებელია. ანუ შვილის გაჩენა არ გაჩენა მისი სქესით არ უნდა წყდებოდეს, თუმცა ამ შემთხვევაშიც ქალებს სრული უფლება აქვთ თავად მიიღონ გადაწყვეიტლება, მოექცნენ საკუთარ სხეულს ისე, როგორც უნდათ, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ჩანასახი ძალიან პატარაა და "მკვლელობად" ეს ფაქტი არ აღიქმება.

ისევე როგორც სხვა ნერბისმიერ თემაზე, რადიკალურად განსხვავებული აზრები, შეხედულებები არსებობს. რამდენი კაციცაა იმდენი აზრი შეიძლება იყოს, სხვადასხვა მიზეზის გამო ნებისმიერმა ჩვენგანმა შეიძლება მოვუძებნოთ ამ ფაქტს ახსნა და ჩვენი პრინციპების გათვალისწინებით ვაღიაროთ, რომ ეს კარგი არ არის, მაგრამ აკრძალვა შეიძლება უარესი იყოს!

ქალებს აქვთ სრული უფლება მიიღონ გადაწყვეტილება გახდნენ თუ არა დედები და ერთხელ დაშვებული შეცდომის გამო ცხოვრება არ უნდა დაინგრიონ.


ნათია
11 მაისი 2016 09:49
ვინ თქვა რომ უფლება აქვს, თუ უფლებას ითხოვ უნდა გქონდეს პასუხისმგებლობაც, თუ უფლება გაქვს მოსწიო სიგარეტი იმის პასუხისმგებლობასაც იღებ საკუთარ თავზე რომ ფილტვის კიბო გაგიჩნდება, თუკი სექსი გიყვარს იმის პასუხისმებლობაც უნდა აღო თავზე , რომ ორსულად დარჩები. იკეთე აბორტები და იყავი მკვლელი მკვლელად ყოფნაც შენი უფლებაა. დაილია დამცავი საშუალებები?აქ ქალის კი არა მამაკაცის პასუხისმგებლობაც უნდა დავაყენოთ. ქალი სხეულია სადაც ბავშვი ისახება როგორც კი დაფეხმძიმდები უკვე სხვა პასუხისმგებლობა გეკისრება შენი უფლებაა დაორსულებამდე რაც გინდა ის უკეთო საკუთარ სხეულს. მერე არა თქვათ ღმერთო რისთვის მსჯი რა დაგიშავეო.
ნინო
07 მაისი 2016 01:13
ბავშვის სხეული ქალის სხეული არ არის მხოლოდ იმიტომ, რომ მის წიაღშია. ეს სხვა სხეულია და არცერთ ქალს არ აქვს სხვისი სხეულის განადგურების უფლება. რა ცალმხრივად უყურებთ ყველაფერს. თუ უფლებებზე ლაპარაკობთ, იმ ნაყოფის უფლებებზეც ილაპარაკეთ, რომელიც პოტენციური ადამიანია და სრული უფლება აქვს, იცოცხლოს. და არავისაც არ აქვს უფლება, მისი სიცოცხლე ხელყოს. ამ სტატიის ავტორი არასოდეს დაფიქრებულა, რომ შეიძლებოდა თვითონაც ყოფილიყო აბორტირებულ ბავშვთა რიგებში? მაშინაც გაამართლებდა დედის გადაწყვეტილებას?
ძვირფასი მამაკაცი:)))
03 მაისი 2016 09:59
ძვირფასო ქალბატონი,იმ შემთხვევაში,თუ ბავშვის ცხოვრებაში სრულფასოვან მონაწილეობას მივიღებ,ბავშვი თავისი დროის ნახევარს ჩემთან გაატარებს,ძალიან კარგ ხასიეთზე დავდგებოდი,შვილი-შვილია.თუ ქალი მის გამოყენებას აპირებს,ჩემგან თ ა ვ ი ს თ ვ ი ს რაღაცის მისაღებად,ეს სხვა საკითხია.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ გიორგი გახარიას წლიურ ანგარიშს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ გიორგი გახარიას წლიურ ანგარიშს?