"ბედნიერებისათვის საჭიროა სამი რამ: სიყვარული, გემრიელი საჭმელი და სექსი" - კვირის პალიტრა

"ბედნიერებისათვის საჭიროა სამი რამ: სიყვარული, გემრიელი საჭმელი და სექსი"

ეს ბლოგი ძალიან მინდოდა წარმატებული, ნიჭიერი და მომხიბვლელი ქალისთვის მიმეძღვნა. ქალისთვის, რომელმაც მოახერხა და კარიერა ოჯახს შეუთავსა. დიდი ფიქრი არ დამჭირვებია ასეთი ქალის გასახსენებლად, რადგან ზუსტადაც რომ ყველა ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმს აკმაყოფილებს.

(ფოტოგალერეა)

დღევანდელი ბლოგი მინდა მივუძღვნა ჩემს საყვარელ მსახიობს, სამაგალითო ცოლს და დედას, ოსკაროსან მერილ სტრიპს.

მსახიობი 1949 წლის 22 ივნისს ნიუ ჯერსის შტატში დაიბადა. მსახიობმა კინოფილმში პირველად 1977 წელს ითამაშა, ფილმ "ჯულიაში". "ოსკარი" კი მეორეხარისხოვანი როლისთვის 1978 წელს ფილმისთვის "ირმებზე მონადირე" მიიღო. მერილის მეორე ოსკარი ფილმმა "კრამერი კრამერის წინააღმდეგ" მოუტანა. დღეს მერილი უკვე 4 ოსკარის მფლობელია.

საოცრად წარამტებული კარიერის მიუხედავად, მსახიობს ყოველთვის ჰქონდა დრო პირადი ცხოვრებისთვის, წლების წინ სტრიპი ჯონ კაზალეზე იყო დანიშნული, თუმცა მსახიობი 1978 წელს კიბოთი გარდაიცვალა. მერილმა ძალიან რთულად გადაიტანა საყვარელი ადამიანის დაღუპვა, თუმცა საკუთარ თავში ძალა იპოვა და ცხოვრება განაგრძო. ის მოქანდაკე დონ გამერზე დაქორწინდა, რომელთანაც წლებია უკვე მყარ და სამაგალითო ოჯახს ინარჩუნებს. "როგორ უნდა შევათავსოთ კარიერა და ოჯახი? პირველ რიგში კარგი ქმარი უნდა გყავდეთ. გამიმართლა: ასეთი დიდი ხნის წინ ვიპოვე. თავს ისე ვგრძნობ, თითქოს სერიოზულ ბიზნესს ვმართავ. დაგეგმვა, დაგეგმვა და კიდევ ერთხელ დაგეგმვა - ეს არის მთავარი."

მერილს მეუღლესთან ოთხი შვილი გყავს: ჰენრი, მერი ვილა, გრეის ჯეინი და ლუიზა ჯაკობსონი.

რამდენიმე დღის წინ, მისი ქმართან გადაღებული ფოტო ედო მეგობარს და დაუკომენტარეს: "ამდენი წლის განმავლობაში შენარჩუნებული სიყვარულიო" - დიახ, ეს ძალიან რთულია. საოცრება კი ის არის, რომ ჩვეულებივ ფოტოებშიც კი ნათლად ჩანს მათი ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულება.

ამ ქალში ყველაზე მეტად მისი მოხდენილობა და ის ფაქტი მომწონს, რომ არასედეს ცდილობდა ასაკი დაემალა. ყოველთვის ამაყად და ღიმილით ხვდებოდა წლების მომატებას და არასოდეს გაკიდებია ახალგაზრდობის წლებს სხვადასხვა ოპერაციებით. "პლასტიკური ქირურგიის წინააღმდეგი ვარ, უფრო მეტიც, როგორც კი ვხვდები ადამიანს, რომელსაც პლასტიკური ოპერაცია აქვს გაკეთებული, მასთან ურთიერთობა მიჭირს. ეს თითქოსდა პირბადეა, რომელიც სახეს ფარავს", - ამბობს მსახიობი.

მერილი იუმორის გრნობითაც გამორჩევა. რაც შეეხება მოდას მასზე ასეთი დამოკიდებულება აქვს : "არასოდეს მაინტერესებდა მოდა. რომელი ჩანთა დავიკავო? რომელი ფეხსაცმელი და სამკაული მოუხდება ამა თუ იმ კაბას? ეს იმაზე ნაკლებად მაინტერესებს, ვიდრე ის, თუ როგორ არის აწყობილი იმ თვითმფრინავის ძრავი, რომლითაც სადმე მივფრინავ".

მერილი ყოველთვის ღიმილით ხვდება ჟურნალისტებს, მასთან ინტერვიუს ჩაწერა ალბათ წარმოუდგენლად სასიამოვნოა. მისგან ყოველთვის მშვიდი, დადებითი აურა მოდის და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ ქალმა ყველაფერი შეძლო! დიახ, ყველაფერი კარიერიდან დაწყებული შვილების გაზრდით დამთავრებული და ამას დამატებული მეუღლის მიმართ ამდენწლიანი სიყვარული, მოახერხო ამდენი რამ, ალბათ მერილ სტრიპი უნდა იყო. მიუხედავად იმისა, რომ მას მოწყენილს თითქმის ვერავინ ხედავს, მსახიობი ამბობს: "ყოველთვის ბედნიერი ნამდვილად არ ვყოფილვარ. აი, პრესასთან ყოველთვის მხიარული და კეთილგანწყობილი ვარ. ოჯახში ხშირად ჯუჯღუნა ვარ. არ გჯერათ? ჰკითხეთ ჩემ ქმარს".

შეგვიძლია ვთქვათ, რომ მას ბედნიერებისთვის ყველაფერი აქვს და რაც მთავარია სხვებსაც აბედნიერებს, ოჯახის წევრებს, მაყურებლებს, კოლეგებს და ვფიქრობ რომ იმსახურებს ყველაფერ იმას რაც აქვს, ბლოგს კი მისი სიტყვებით დავასრულებ: "სინამდვილეში ბედნიერებისათვის საჭიროა სამი რამ: - სიყვარული, გემრიელი საჭმელი და სექსი".

იხილეთ ასევე: "არა მგონია, ვინმეს ჩემზე უკეთესად გამოსდიოდეს დაუთოვება" - მსოფლიო კინოს პრიმა და დიდი ოჯახის დიასახლისი

იხილეთ ფოტოგალერეა