რა დავუძახოთ დედამთილს? - დედა, დეიდა, თუ…
რა დავუძახოთ დედამთილს? - დედა, დეიდა, თუ…
კითხვები, რომლებიც ხშირად აწუხებთ ქართველ ქალებს, გათხოვების შემდეგ.

ჩემი მაგალითი რომ მოგიყვანო, დედაჩემი ბებიას სულ დედას ეძახდა. მას შემდეგაც კი რაც მშობლები დაშორდნენ, ყოველთვის ამბობდა, ისეთი ახლო ურთიერთობა გვქონდა, მშობელ დედაზე მეტად მიგებდა, ამიტომ ჩემგან ნათქვამი "დედა" ხელოვნური და ძალდატანებით არ იყო, სხვაგვარად უბრალოდ ევრც წარმომედგინაო.

ასეთი შემთხვევები ალბათ იშვიათია. განსაკუთრებით ქმართან დაშორების შემდეგ, თუმცა დედამთილთან დამოკიდებულება და ურთიერთობა რომ ერთ-ერთი განმსაზღვრელია იმისა თუ რას დავუძახებთ მას, ფაქტია.

მხოლოდ საქ
ართველოში არ ეძახიან დედამთილებს დედას, ასე სხვა ქვეყნებშიც იქცევიან, თუმცა განსხვავება ისაა, რომ ჩვენთან ეს ხშირად ძალდატანებით და იძულების წესით ხდება. როდესაც ქალი "ოჯახში შედის" აუციელბელია დაემორჩილოს ქმრის მეუღლის წესებს და დაუძახოს ის, რაც მას სურს.

აი, ასე პირდაპირ მივიდა ჩემს მეგობართან დედამთილი და უთხრა, -
სხვა მომართვა არ გამაგონო, დედა დამძახეო! ჩემი მეგობარი ჯერ დაიბნა და ვერაფერი უპასუხა, თუმცა შემდეგ როდესაც თქვა, რომ დედას მშობელი დედის გარდა სხვას ვერავის დაუძახებდა, ურთიერთობაც უცებ დაიძაბა...

თუ დედამთილთან მართლა ისეთი თბილი ურთიერთობა გაქვთ, რომ დედის დაძახება გისამოვნებთ კიდეც, რა პრობლემაა, მაგრამ, აი, ეს დაძალება, მოთხოვნა და შემდეგ ამაზე პრობლემის შექმენა ვფიქრობ, რომ ძალიან ცუდი საქციელია დედამთილისგანაც და ქმრისგანაც, რადგან ხირად ისინიც სთხოვენ ცოლებს ისე მიმართონ დედას, როგორც ამ უკანასკნელს მოსწონს.

მოთხოვნის ტონი ალბათ, დედამთილის პოზიცისს დაფიქსირებასა და მისი ნების პატივისცემაზე მიგვანიშნებს, მაგრამ, ჩემი აზრით, მშვიდ, მეგობრულ და სიყვარულით შექმნილ ოჯახში პირველ რიგში ერთმანეთის აზრი უნდა გაითვალისწინონ ოჯახის წევრებმა და არაფერი "მოსთხოვონ" სხვას. დაძალებით არც პატივისცემა და არც სიყვარული ჩნდება...

ჩემი ერთ-ერთი მეგობარი სასტიკი წინააღმდეგია და წარმოდგენაც კი არ შეუძლია როგორ უნდა დაუძახოს სხვას დედა და მისმა შვილმა რომ მსგავსი რამ გააკეთოს, ალბათ ძალიან ცუდი რეაქცია ექნება, თუმცა როგორც ზემოთ დავწერე, მთავარი ურთიერთგაგება და სურვილია, რადგან იშვიათად, მაგრამ მაინც არის შემთხვევბი როდესაც დედამთილები მართლაც რომ საკუთარი შვილებივით ექცევიან რძლებს და უყვართ ისინი და როდესაც ასეთ დამოკიდებულებას გრძნობ, შეუძლებელია შენგან უარყოფითი ენერგია წავიდეს, თუ რა თქმა უნდა კომფლიქტური ხასიათი არ გაქვთ.

დავუძახოთ თუ არა დედა დედამთილს და მამა - მამათილს, ეს პირადად თითოეული თქვენგანის გადასაწყვეტია. მთავარია საკუთარ თავთან გრძნობდეთ თავს კომფორტულად და რაც ყვეალზე მნიშვნელოვანი, არასოდეს უნდა დაგვავწიყდეთ, რომ როდესაც სხვას ვეუბნებით "კი"-ს ეს არ უნდა ნიშნავდეს საკუთარი თავისთვის "არა"-ს თქმას, რადგან თუ ჩვენს შეხედულებებს არ დავიცვათ, მომავალში ზემდეტი პრეტენზია ჩვენი მისამართით აღარ უნდა გაგვიკვირდეს.

საინტერესოა, რამდენი თქვენგანი ეძახის დედამთილს დედას?
მაია
11 აპრილი 2019 00:44
მე ვეძახი დედას და მამას,ჩემი რძალი დედაჩემს დედას.რაა ამაში ასეთი საპრობლემო.
lali
18 სექტემბერი 2017 15:34
მთავარია ურთიერთობა როგორია.მგონი არაა აუცილებელი დედას დაძახება.ეს მე პროვინციალიზმად მეჩვენება.მთავარია ჩემს მომავალ რძლებთან დედაშვილური ურთიერთობა მქონდეს,მეგობრული, და სიტყვა ,,დედა'' თავისთავად მოვა.თუ არც დამიძახებენ არც ეგაა პრობლემა.მთავარია კომფორტულად იგრძნონ თავი ოჯახში და თვითონ გადაწყვიტონ.მე დიდ მნიშვნელობას არ ვაქცევ..
TuTa
18 სექტემბერი 2017 11:24
გათხოვებისთანავე დედას ვეძახდი დედამთილს. რამოდენიმე ხნის მერე ისეთ ჯოჯოხეთად მიქცია ცხოვრება, რომ დედაჩემის შეურაცხყოფად ჩავთვალე ერთი სახელით მიმემართა მათთვის, ანალოგიურად მამამთილთან...მეორე ცოლი ვარ, პირველი ქორწინებიდან ბიჭი 10 წლის მოვიდა ჩემთან და 22 წლის წავიდა დედამისთან. მე მის გარდა ორი შვილი მყავს-გოგონები. მეორეც რომ გოგონა აღმოჩნდა გამომიცხადა ახლა მესამე ბიჭს გააჩენო. და ეს იმ დროს როცა მეორე გოგონას კინაღამ შევეწირე და ცოტათი გადავრჩი რომ ინვალიდის ეტლში არ ღმოვჩნდი. ბიჭი დაქორწინებულია და მისი ცოლი სახელით მომმართავს, მეგობრები ვართ, მიყვარს და ვგრძნობ რომ მასაც ვუყვარვარ. ასე მირჩევნია...

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი უზრუნველყოფს თუ არა საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი უზრუნველყოფს თუ არა საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა