კაცთან ქალი ბედნიერი უნდა იყოს, თორემ ცუდად ყოფნა მარტოსაც შეუძლია?!
კაცთან ქალი ბედნიერი უნდა იყოს, თორემ ცუდად ყოფნა მარტოსაც შეუძლია?!
"კაცთან ქალი ბედნიერი უნდა იყოს, თორემ ცუდად ყოფნა მარტოსაც შეუძლია", - არ ვიცი, რამდენად ეკუთვნის ეს სიტყვები ერთ დროს ყველაზე სასურველ ქალად აღიარებულ მსახიობ მერლინ მონროს, თუმცა სწორედ ქერა ლამაზმანის სურათის დაბლა წამიკითხავს ეს ტექსტი და გამჩენია კითხვა, რომელ სიტუაციაში გვჭირდება განსაკუთრებულად მამაკაცის მხარდაჭერა და არიან თუ არა ისინი ვალდებულები გაგვაბედნიერონ?

რატომ ფიქრობს ბევრი, რომ მამაკაცის გვერდით ქალმა თავი სუსტად უნდა იგრძნოს და რომ ნამდვილი კაცის პარტნიორი ბედნიერია... რაში გამოიხატება
ჩვენი სიძლიერე ან სისუსტე მხოლოდ ქალებს სჩვევიათ და სჭირდებათ, თუ?.. იქნებ, ეს უბრალოდ ადამიანური სისუსტეა, იქნებ, როდესაც ცუდად ხარ, პრობლემები გაქვს და ცხოვრებაში არც თუ ბედნიერი პერიოდი გიდგას, გინდა იგრძნო, რომ მარტო არ ხარ, რომ შენს გვერდით არიან და არა მხოლოდ სიტყვიერად, არამედ ნამდვილად არ
გტოვებენ პრობლემების წინაშე მარტოს. არა მგონია ეს იმას ნიშნავდეს, რომ ქალებს სუსტი არსებების ამპლუაში ყოფნა მოსწონთ, მამაკაცები კი ყოველთვის სიძლიერით გამოირჩევიან.
დავიჯერო ეს მხოლოდ ქალებს გვემართება? არა მგონია, სამართლიანი იყოს მხოლოდ ერთი მხარის სისუსტეებზე ლაპარაკი და არც ის მგონია სწორი, დავიჩემოთ, რომ მხოლოდ ქალებს გვჭირდება ხოლმე გვერდით სანდო ადამიანი. მართალია, კაცები ამას იშვიათად გამოხატავენ, მაგრამ ფაქტია მათაც არანაკლებ სჭირდებათ იმის განცდა, რომ ვიღაც ზრუნავს მათზე და განსაცდელის დროს ხელს არ უშვებს.
ზოგი მიიჩნევს, რომ კაცებს მეტი პასუხისმგებლობა ეკისრებათ ურთიერთობაში, ზოგი ამას რადიკალურად უარყოფს, თუმცა ფაქტი ერთია, ნებისმიერ ადამიანს სჭირდება მხარდაჭერა და ხშირად კაცებიც ვეღარ უძლებენ არსებულ პრობლემებს. შესაძლოა ჩვენ ცრემლებით გამოვხატავთ ამას და თქვენ საკუთარ თავში ინახავთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მხოლოდ ქალების თვისებაა სისუსტე და მათ სჭირდებათ გამხნევება.

დიახ, ზოგჯერ თქვენს მხრებზე ვტირით, ზოგჯერ ტირილის თავიც არ გვაქვს და ალბათ ფიქრობთ, რომ უთქვენოდ დავიღუპებით, მაგრამ იმის ატანა და მოთმენა, რაც ქალებს შეუძლიათ არა მგონია, ბევრმა მამაკაცმა შეძლოს, ამიტომ ჩვენი ცრემლები ნუ შეგიყვანთ შეცდომაში და ნუ გეგონებათ, რომ "სუსტი არსებები" ვართ!

არც იმ ქალების კატეგორიის მესმის, რომლებსაც სუსტი ქმნილებების პოზა მოსწონთ და ამას არც მალავენ, ავალდებულებენ კაცებს, რომ იყვნენ ძლიერები და ასე შემდეგ... მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ზოგადად სხვისთვის რაიმეს დავალდებულებას აზრი არ აქვს. კაცს ან უნდა რომ იყოს თქვენს გვერდით და შეგმატოთ ძალა ან არ უნდა... ამის სურვილი მათ თუ არ აქვთ, ავალდებულეთ და იყავით... აზრი?
იგივეა ქალების სიტუაციაშიც. გაღიზიანებულ კაცს, რომ ზემოდან არ უნდა დაუმატო პრობლემები და პირიქით უნდა გაამხნევო, ესეც სურვილზე და შეგნებაზეა დამოკიდებული.

ამიტომ, ცხოვრებაში არსებულ გამოწვევებს, გარკვეული პრობლემის გამო ემოციურობას და გვერდით საყვარელი ადამიანის არსებობის სურვილს, ჩვენს სისუსტეს ნუ დავაბრალებთ, სუსტის და ძლიერის განსაზღვრა კი არა, ურთიერთობაში მთავარი ერთმანეთის გვერდში დგომა, სიყვარული და დაფასებაა, როცა ეს ყველაფერი წყვილს აქვს, მაშინ აღარავის ეშინია გრძნობების გამოხატვის და არც იმის, რომ ამას ვინმე სისუსტედ ჩაუთვლის.

მაკოს-ს
24 ივნისი 2016 09:30
არ უყვარდი,ვერ ხვდები? არც ოჯახის წევრებს უყვარდათ,შენც ალბათ იმიტომ მოგიყვანა ცოლად,რომ ტვინი გაუბურღეს. ამიტომ არ უნდა მოიყვანო ცოლი,შეძლება საკუთარი სახლიდან გაგდებული აღმოჩნდე.
მაკო
23 ივნისი 2016 10:23
გავთხოვდი, მიყვარდა, გავაჩინე 2 შვილი, თან პროფესიულადაც ვვითარდებოდი, ზედიზედ რამოდენიმე სერტიფიკატი ავიღე. ამ დროისათვის ჩემი ქმარი რესტორნებში ხარჯავდა ოჯახური ბიზნესით ნაშოვნ ფულებს--ბიზნესს კი მისი დედა უძღვებოდა. მალე გაირკა, რომ საყვარელიც გაიჩინა, რომელიც,ჩემდა გასაოცრად, მასზე უფროსი და საკმაოდ უსიმპათიო იყო. გავაფრთხილე 1-ხელ.2-ჯერ, 3-ჯერ. შევთავაზე ჩვენი სიყვარულის გადარჩენის რამოდენიმე გზაც, მაგრამ რომ არაფერი გამომივიდა, საკუთარი სახლიდან გავაგდე. მივეცი ფულადი წილი, რაც ეკუთვნოდა. მისი ოჯახი მხარში ამომიდგა და ვცხოვრობ დღეს ჩემს შვილებთან ერთად, ყოფილი ქმრის ოჯახის წევრებთან და დანარჩენ ნათესავებთან მაქვს თბილი ურთიერთობა. ის კი საყვარელმა მიატოვა და არის მარტო. ხო, მთავარი მაინც ისაა, რომ არა მხოლოდ მე, არამედ საკუთარი შვილებიც უყურადღებოდ დატოვა, არ შრომობს და არ იბრძვის მათთვის. ეპატიება ეს კაცს?
მსქროლავი ტროლი-s
22 ივნისი 2016 22:17
გეთანხმებით.
წინაპრებს უფრო ესმოდათ გენდერული თანასწორობა.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ გიორგი გახარიას წლიურ ანგარიშს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ გიორგი გახარიას წლიურ ანგარიშს?