"გასაუბრებისას, უფროსმა პირდაპირ მითხრა, - ისეთი ლამაზი ხარ, სერიოზულად ვერ აღგიქვამო..." - კვირის პალიტრა

"გასაუბრებისას, უფროსმა პირდაპირ მითხრა, - ისეთი ლამაზი ხარ, სერიოზულად ვერ აღგიქვამო..."

ამ ბლოგის დაწერა იმ ამბავმა გადამაწყვეტინა, რაც ჩემს მეზობლეს გადახდა. ანუშკა ახალგაზრდა, ქერა, ცისფერთვალა და მოკლედ, ძალიან ლამაზი გოგოა, რომელიც კარგა ხანია სამსახურს ეძებს.

რამდენჯერაც დასაქმების შანსი გაუჩნდა, იმდენჯერ სამსახურში, სადაც აიყვანეს, ვიღაც მის "შებმას" ცდილობდა, ისიც ეგრევე მოდიოდა და ახალი სამსახურის ძებნას იწყებდა. ამ ცოტა ხნის წინ მორიგი გასაუბრებიდან ატირებული დაბრუნდა. "გასაუბრებისას ორგანიზაციის უფროსმა პირდაპირ მითხრა, - ისეთი ლამაზი ხარ, ამ გარეგნობის გამო სერიოზულად ვერ აღგიქვამო... რა გავაკეთო? გარეგნობას ხომ ვერ შევიცვლი? მომწონს ჩემი თავი ისეთი, როგორიც ვარ", - მითხრა დანაღვლიანებულმა ანუშკამ,

სტერეოტიპები ყველგან: ოჯახში, სკოლაში, უივერსიტეტში, სამსახურში... ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ ეს სტერეოტიპები ძირითადად ქალებს ვნებს. ქერა ხარ? - ე.ი. გაკვეთილებს ვერ ისწავლი, გამოცდებს ვერ ჩააბარებ, არ ხარ სანდო, თან თუ ლამაზიც ხარ საერთოდ, პოტენციურ საყვარლად აღიქმები ძალიან ბევრისთვის. აი, წარმოიდგინეთ საქმიან შეხვედრაზე ძალიან მომზადებული და შენს თავში დარწმუნებული რომ მიდიხარ და, გეუბნებიან, შენი გარეგნობის გამო სერიოზულად ვერ გიყურებთო.

არადა, აქამდე მეგონა, კარგი გარეგნობა, ცისფერი თავლები და ოქროსფერი თმა პირიქით გეხმარებოდა, თურმე ხშირად ასე სულაც არ ხდება და ლამაზი სახის იქით ადამიანები სხვას ვერაფერს ხედავდნენ.

სტერეოტიპები პრობლემას არ უქმნის მხოლოდ ლამაზ ქალებს, ის ადამიანებიც, რომლებიც ვერ ჯდებიან სილამაზის სტანდარტებში, ხშირად არიან დისკრიმინაციის მსხვერპლნი. მაგალითად, მყავდა კლასელი, რომელსაც ცოტა მოზრდილი ცხვირი ჰქონდა, რის გამოც არა ერთხელ გამხდარა თანაკლასელებისგან დაცინვის მსხვერპლი. მეორე გოგონა კი შედარებით მეტს იწონიდა, ვიდრე დანარჩენები და ისიც ხშირად აუტირებიათ ამის გამო. უნივერსიტეტში მდგომარეობა შეიცვალა, 19 წლის ახალგაზრდები ხვდებიან უკვე, რომ ასე პირდაპირ არ უნდა დასცინო ადამიანს, მაგრამ მაინც იგრძნობოდა ზოგერთის მიმართ განსხვავებული დამოკიდებულება.

განსაკუთრებით გამაღიზიანებელია ქალების დაყოფა, წონის, თმის ფერის, გარეგნობის თუ ცხვირის ფორმის გამო იმათგან არის, ვინც უტაქტო, უზრდელი და მიუხვედრელი ადამიანია, თუმცა ყველაზე სასაცილო ის არის, რომ სწორედ ასეთებს აწუხებთ ყველაზე დიდი კომპლექსები და ცდილობენ ეს დამალონ სხვისი დამცირებით, დაცინვით და შეურაცხყოფით.

როდემდე უნდა ითმინონ ქალებმა ამდენი სტერეოტიპი? რამდენი ხანი უნდა დაგვიწესონ კაცებმა რა ჩავიცვათ, როგორ გავიკეთოთ თმა, რომ "სერიზულები" და "ჭკვიანები" გამოვჩნდეთ მათ თვალში?

რა არის გამოსვალი? როგორ უნდა დავიცვათ თავი ქალებმა?

ვფიქრობ ასეთ ადამიანებს დიდი ხანი ვერ შევცვლით, მაგრამ მთავარი შეწინააღმდეგების უნარია! ის, რომ არ შევუშინდეთ ამ სტერეოტიპებს და გარეგნობის მიუხედავად, დავამტკიცოთ ჩვენი შესაძლებობები. ჩვენ გვაქვს ძალა ვაჩვენოთ სხვებს, რომ კარგი გარეგნობის უკან, შეიძლება ჭკვიანი ქალი იმალებოდეს, ზედმეტი კილოგრამების უკან კი ლამაზი და სექსუალური... ის, თუ როგორ აღგვიქვამს რომელიღაც უზრდელი, გაუნათლებელი კაცი, არ ნიშნვს რომ ასეთები ვართ. არ ნიშნავს, რომ რაღაცის გაკეთება არ შეგვიძლია... ჩვენ ვართ ისეთები, როგორებიც ვართ და თუ გვსურს უკეთესები გავხდეთ, ეს შვენ უნდა მოვინდომოთ და არა სხვისი სურვილის გამო გავხდეთ ან გავსუქდეთ... რას ვუზამთ ჩვენს გარეგნობას, ეს მხოლოდ ჩვენი საქმეა.

მამაკაცებო, რაც უფრო მალე მიხვდებით, რომ პირადი ურთიერთობები საქმიანში არ უნდა აურითო უფრო ნაკლები პრობლემები გვექნება ყველას ერთად.

ანუშაკას და ყველა ქალს, რომელიც მის ადგილას ერთხელ მაინც ყოფილა, მინდა ვუთხრა, არასოდეს დაკომპლექსდეთ ტუტუცი ადამიანების კომენტარების და რეპლიკების გამო! ისინი ვერსაოდეს მოვლენ თქვენამდე.