როცა სარა ჯესიკა პარკერსაც ღალატობენ... - კვირის პალიტრა

როცა სარა ჯესიკა პარკერსაც ღალატობენ...

მისი დანახვისას პირველი რაც გვახსენდება, ნიუ-იორკი, სექსი, სიყვარული, მეგობრობა და ფეხსაცმელია.

მსოფლიოში ცნობილი სერიალის "სექსი დიდ ქალაქში", რომელიც წლების შემდეგაც არ კარგავს აქტუალობას, მთავარი გმირის შემსრულებელი, ინგლისელი მსახიობი სარა ჯესიკა პარკერი 1965 წლის 25 მარტს დაიბადა. მას არაერთ პროექტში მიუღია მონაწილეობა, თუმცა ვარსკვლავი ზემოთ ხსნებულმა სერიალის გმირმა ქერიმ გახადა, მეტიც, 4 ოქროს გლობუსი, ორი კინომსახიობთა გილდიის და ორი ემის ჯილდო მოუტანა. სარას საყვარელი სასმელი კოკა-კოლაა და ნიუ-იორკში მყუდრო, ლამაზ სახლში, ოჯახთან ერთად ცხოვრობს.

სარა და მეთიუ ბროდერიკის წყვილი იმ გამონაკლისების რიცხვშია, რომლებიც უკვე დიდი ხანია ერთად არიან და წინააღმდეგობების მიუხედავად ოჯახი შეინარჩუნეს. სარა 1997 წლიდან დაქორწინებულია და წარმატებულ კარიერას, ბიზნესს და ოჯახს შესაშურადაც კი უთავსებს ერთმანეთს.

როგორ? - ჰო, ეს რთული შეკითხვაა ...

ზოგჯერ მგონია, რომ ასეთ ქალებს ჯადოსნური ჯოხი აქვთ და არ ამხელენ...

სარა ნამდვილად არის იმ ქალების რიცხვში, რომლებსაც შეუძლიათ თავიანთი შესაძლებობებით იამაყონ. მიაღწიონ წარმოუდგნელ წარმატებას და ამასთან საკუთარი თავიც არ დაივიწყონ.

იყვნენ ყოველთვის ფორმაში და რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჰყავდეთ შვილები, ეს ნამდვილად ძალიან დასაფასებელია, თუმცა პრობლემები ყველას აქვს. ჰოლივუდის ვარსკვლავებსაც კი. მართალია პარკერმა ამას გაუძლო, თუმცა 2 წლის წინ მისი ოჯახი დანგრევის სერიოზული საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, პრესა ინტენსიურად წერდა, რომ მეთიუ ცოლს ღალატობდა, რის გამოც მათ განქორწინებასაც ვარაუდობდნენ. სიმართლე გითხრათ, სულ მიკვირს, როცა ასეთი მაგარი ქალი შენი ცოლია სხვისკენ რატომ უნდა გაიხედო. თუმცა რას გაიგებ, კაცია და გუნება. ჰოდა, ასე მოხდა, ბევრისთვის იდეალური მსახიობი ქმრისგან დაუმსახურებელ ღალატს იღებდა. მიუხედავად იმისა, რომ ისინი 18 წელია დაქორწინებულები არიან და 13 წლის ჯეიმსი და 7 წლის ტყუპი, მარიონი და ტაბიტა ჰყავთ, ოჯახურ კონფლიქტებს მაინც ვერ გადაურჩნენ.

ასეც ხშირად ხდება, რომ წლების შემდეგ კაცებს საკუთარი შესაძლებლობების დამტკიცება უნდათ და პატარა გოგონებთან იწყებენ ურთიერთობას და რა თქმა უნდა, რომ პარკერს ეს არ ესიამოვნებოდა. მოკლედ, მოსაზრება ყველა კაცი ერთნაირია - ამ სიტუაციას ნამდვილად უხდება. ჰოლივუდშიც ხდება, რომ ქმრები ცოლებს ღალატობენ, ცოლები კი პატიობენ, მაგრამ ეს მთელი ცხოვრება ახსოვთ ... სარამაც აპატია და ოჯახი გადაარჩინა.

თუმცა მე ნამდვილად არ მესმის მოღალატე კაცთან ოჯახის გადარჩენაზე ქალმა რატომ უნდა დახარჯო დრო და ენერგია, გინდ ჰოლივუდი იყოს და გინდ საქართველო. ჩემთვის ერთ-ერთმა მისაბაძმა და საყვარელმა მსახიობმა გადადგა ეს ნაბიჯი და განკითხვა, რა ჩვენი საქმეა, უბრალოდ მინდოდა აღმენიშნა მისი ძლიერი ხასიათი და ძალა, რომელიც რთულია წლების შემდეგაც შეინარჩუნო. სარა ჯესიკა დღესაც ძალიან ცნობილი, წარმატებული, სექსუალური და ძლიერი ქალია. როცა ვხედავ ასეთ ქალებს მიხარია და მჯერა, რომ ნებისმიერს შეუძლია მიაღწიოს დასახულ მიზანს, სარასნაირი ადამიანები კი ნაკლებად ცნობილ ქალებს ძალას მატებენ და მათი მაგალითი ბევრისთვის გზაა და ფაქტი, რომ ქალს შეუძლია ჰყავდეს ოჯახი და ეს არ უშლის კარიერის აწყობაში ხელს.

იხილეთ ფოტოგალერეა