"აუ, მალე ქენი, რა რეგვენი ხარ"! - თუ ქმარი გამუდმებით შეურაცხგყოფთ, დაელოდეთ, რომ თქვენი შვილიც იგივეს გაიმეორებს
"აუ, მალე ქენი, რა რეგვენი ხარ"! - თუ ქმარი გამუდმებით შეურაცხგყოფთ, დაელოდეთ, რომ თქვენი შვილიც იგივეს გაიმეორებს
ბავშვების აღზრდა რომ უმნიშვნელოვანესია, ამაზე არაერთხელ დავწერე უკვე. როგორც წესი, გოგონასთან დედა უფრო ახლოსაა ხოლმე, ბიჭთან კი - მამა.. ზოგჯერ პირიქითაც ხდება, მაგრამ ფაქტია, რომ ბავშვები მშობლებისგან იღებენ მაგალითს. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, თუ რას ხედავენ შვილები სახლში.

როგორი დამოკიდებულებაა მშობლებს შორის, რა ესმით მათგან. ძალიან ხშირად ისინი უყურებენ მშობლების ურთიერთობას და ქვეცნობიერად მათი მაგალითი მომავალში იჩენს თავს და ის, რასაც სახლში იყვნენ მიჩვეულები, ზრდასრულ ასაკში ნორმალური ჰგონიათ... სამწუხაროდ, ხშირად
დედ-მამა ვერ აძლევს შვილს იმ მაგალითს, რომელიც უნდა მისცეს.

რამდენიმე დღის წინ, მაღაზიაში, რიგში მომიწია დგომა, ჩემს წინ სასიამოვნო გარეგნობის ახალგაზრდა ქალი იდგა, ორ შვილთან ერთად. დაახლოებით 10-12 წლის ბავშვები იყვნენ - და-ძმა. ბიჭს მალე მობეზრდა დგომა და აქეთ-იქით დაიწყო სიარული. რიგი ნელა მიდიოდა... მეც
ფიქრებში წავედი და უცბად ძალიან უხეშმა მიმართვამ გამომაფხიზლა. "აუ, მალე ქენი რა, რა რეგვენი ხარ"! - თავიდან ვერ მივხვდი ვინ ვის ეუბნებოდა მსგავს სიტყვებს, უფრო სწორად დაჯერება გამიჭირდა.
დიახ, არ ცდებით, ამ სიტყვებით მიმართავდა პატარა ბიჭი დედას, რომელიც პროდუქტებით იდგა რიგში და ცდილობდა შვილი დაეწყნარებინა. მაღაზიაში უხერხული სიჩუმე ჩამოწვა. როგორც ჩანს, მხოლოდ მე არ გამაკვირვა ბავშვის სითავხედემ. ქალს ძალიან შერცხვა, კი უთხრა შვილს უკვე ზედმეტები მოგდისო, მაგრამ ეტყობოდა, რომ მისი სიტყვები არაფერს ნიშნავდა. რამდენიმე წუთში მისი რიგიც მოვიდა, სასწრაფოდ ჩაყარა პროდუქტი პარკში და მაღაზიიდან გავიდა, ეტყობოდა ემოციებს ვეღარ თოკავდა, ბავშვი კი გზადაგზა ისევ ყვიროდა და ილანძღებოდა.

რამდენად ნორმალურად მიგაჩნიათ ასეთი დამოკიდებულება დედის, ქალის, ახლობლის და ზოგადად ადამიანის მიმართ?

და სად "სწავლობენ" შვილები ასეთ ურთიერთობას? - ძირითადად სახლში.

როდის? - მაშინ, როცა ქმრები ცოლებს ლანძღავენ და ისინიც ისევე ითმენენ ამ ყველაფერს, როგორც იმ ქალმა მოითმინა უკვე შვილისგან.

მერე გადის დრო და ეს ვერბალურად მოძალადე ქმრები უკვე ფიზიკურად მოძალადეებიც ხდებიან, ამასობაში ბავშვებიც იზრდებიან, ოღონდ ისე, რომ ეს ყველაფერი მათთვის ნორმა ხდება და ხშირ შემთხვევაში მშობლებს აჭარბებენ.

ბიჭებს მოჰყავთ ცოლები და ისევე ექცევიან, როგორც მამა დედას ექცეოდა. გოგონები კი თხოვდებიან და ისე ითმენენ დამცირებას, როგორც დედა ითმენდა და ასე გრძელდება წრეზე სიარული... შედეგად არაჯანსაღ დამოკიდებულებას და უბედურ ცოლებსა და დედებს ვიღებთ.

ვის ეკისრება პასუხისმგებლობა? -  ვფიქრობ, რომ ორივე მხარეს. შვილი ისე უნდა აღვზარდოთ, რომ სხვა ადამიანის პატივისცემა და თანაგრძნობა შეეძლოს.

კაცებმა მეტი ზრდილობა და "კაცობა" უნდა გამოიჩინონ ცოლებთან ურთიერთობის დროს. აი, ცოლებმა კი შეურაცხყოფა არ უნდა მოითმინონ. ერთ რამეში დარწმუნებული ვარ, როცა კაცი ერთხელ გაგლანძღავს, ერთხელ შეგაგინებს, ერთხელ გიღალატებს ან ერთხელ გიწოდებს რეგვენს, ის ამას მომავალში უფრო ხშირად გაიმეორებს... დამერწმუნეთ, ასეა და თავის მოტყუება არ ღირს! საკუთარ თავზე თუ არა, შვილების ჯანსაღი ფსიქიკის ჩამოყალიბებაზე იფიქრეთ!

ანა
03 თებერვალი 2018 22:48
სამწუხაროდ ასეა.მამაკაცების უმრავლესობა ასეთ დღეში აყენებენ ქალებს.უმრავლესობა ქალებისა ბულინგის მსხვერპლი არის.ფსიქოლოგიურად კი ბავშვზე ყველაფერი აისახება და მაინც რა უნდა ქნას ქალმაა? დაანგრიოს ოჯახი? მოითმინოს? არ იცის როგორ მოიქცეს.შეიძლება უნდა კიდევაც ყველაფერს თავი დააღწიოს და მშვიდად იცხოვროს, ეს სიცოცხლე ხომ მას უფალმა აჩუქა და რა უფლება აქვს ვიგაც ფსიქოფატს, ქმარს სხვისი სიცოცხლე ფეხქვეშ გათელოს.მაგრამ................
17 ოქტომბერი 2017 20:05
და შარვლიანი რომელიც ცოლზე ხელს წევს ის არაკაცია, რას ნიშნავს ქალის ბრალია? ტუ ნერვები ეშლება კაცს წავიდეს იმკურნალოს ავადმყოპია ან გაშორდეს. იდიოტი არაკაცები
17 ოქტომბერი 2017 19:59
შვილების გამო ითმენ ქალი და წასავლელი რომ არ გაქვს იმიტომ, თორე როგორი მოსათმენია ტვიტმკვლელობამდე რომ მიყავხარ, შვილი გაიზარდა და დედისტვის უნდა დაერტყა, ეს იმიტომ რომ უყურა მამა დედას ჩაგრავს სიტყვიტ და ქცევიტ, ესეიგი დედა მშიშარაა და ლაჩარი პიქრობს შვილი და ამიტომ მასაც რო დაუდგება მომენტი დედას დაარტყავს დამერწმუნეტ.
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები