ემა უოტსონის გზა - ფილმის პატარა, კეთილი ჯადოქარი გოგოს რეალური ბრძოლა და უკეთესობისკენ შეცვლილი მსოფლიო - კვირის პალიტრა

ემა უოტსონის გზა - ფილმის პატარა, კეთილი ჯადოქარი გოგოს რეალური ბრძოლა და უკეთესობისკენ შეცვლილი მსოფლიო

ჯადოქრობიდან - ფემინიზმამდე

ფოტოგალერეა

ჯადოსნური სამყაროდან ქალთა უფლებების დამცველთა პირველ რიგში - აი, ასეთია ემა უოტსონის გზა, რომელიც ბავშვობიდან მოყოლებული გამოიარა და დღეს ერთ-ერთი ყველაზე სამართლიანი, მონდომებული და წარმატებული კეთილი ნების ელჩია, რომელიც გოგონების განათლებისა და ზოგადად ქალების უფლებებისთვის იბრძვის.

ვინ წარმოიდგნდა, რომ ცნობილი ზღაპრის, "ჰარი პოტერის" ერთ-ერთი მთავარი გმირის, ჰერმიონის როლის შემსრულებელი მხიარული, თუმცა მებრძოლი გოგონა ნამდვილ მებრძოლად გადაიქცეოდა და ფემინისტურ ორგანიზაციასაც კი დააფუძნებდა სახელად "He For She".

მსოფლიოში, არა ერთი წარმატებული ახალგაზრდა ვიცით, რომლებიც ორიენტირებულები მხოლოდ საკუთარ კარიერაზე, პოპულარობასა და ფულის შოვნაზე არიან. თუმცა ემა, როგორც ცნობილი ბლოგერები უწოდებენ, ახალი თაობის ხმაა და მსოფლიოს მასშტაბით დიდ პატივისცემას იმსახურებს, რადგან საკუთარ გავლენას და რესურსებს არა მხოლოდ ცნობილ კლუბებში სიარულს ახმარს, არამედ კეთილ და სამომავლო საქმესაც აკეთებს... ის იბრძვის იმ გოგონების უფლებებისთვის, რომლებსაც იმედი ლამის გადაწურული აქვთ და ახერხებს კიდეც შეცვალოს მათი ცხოვრება!

ემა არასოდეს იყენებს ბინძურ ჭორებს, სკანდალებს იმისთვის, რომ ახალი როლები მიიღოს ანდაც ცნობილი ჟურნალების გარეკანზე მოხვდეს. ემა არ იცვლის სასიყვარულო პარტნიორებს ყოველ თვე, იმის გამო, რომ მასზე ილაპარაკონ. მან შეძლო და გადატვრითული სამუშაო გრაფიკის მიუხედავად დაამთვრა სკოლა, კოლეჯი, უკვე უნივერსიტეტიც...

ამბობს, რომ შეუძლია შეცვალოს დედამიწა უკეთესობისკენ... და იბრძვის სწორედ ისევე, როგორც ჰარისთან ერთად, ფილმში იბრძოდა სიკეთის გამარჯვებისთვის და იქნებ, ამ გაციებულ რეალურ სამყაროში მისი კეთილი საქმეები გაცილებით მეტი ჯადოქრობაც კი იყოს...

ამბობენ, რომ პატარაც კი არასოდეს ექცეოდა გარემოს გავლენის ქვეშ და ყველაფერზე საკუთარი აზრი ჰქონდა. გთავაზობთ ემას რამდენიმე ფრაზას, რომელიც მართლაც რომ საყურადღებოა...

1. მინდა ვიყო ადამიანი, რომელიც საკუთარ სხეულში თავს კარგად გრძნობს, უყვარს ის და არასდროს გადაწყვეტს რაიმეს შეცვლას.

2. პატარა გოგონებს გონებას ურევენ, როდესაც ეუბნებიან, რომ აუცილებლად პრინცესები უნდა გახდნენ. ეს სისულელეა. ჩვენ მებრძოლები ვართ და თუ ოდესმე პრინცესობა მომინდება, აუცილებლად მებრძოლი პრინცესა ვიქნები.

3. მივხვდი, რომ ქალთა უფლებების დამცველები კაცთმოძულეებთან ასოცირდებიან, ეს კი ძალიან არასწორი შეხედულებაა. ჩვენ უნდა გავაქარწყლოთ ასეთი დამოკიდებულება.

4. არ მინდა სხვებმა გადაწყვიტონ როგორი უნდა ვიყო. თავად მსურს მივიღო გადაწყვეტილებები!

5. "He For She" - არის ორგანიზაცია, სადაც კაცები მხარს უჭერენ ქალებს და მათ უფლებებს...

6. კაციც და ქალიც უნდა იყოს თავისუფალი, მგრძნობიარე და ძლიერი...

7. რამდენიც არ უნდა გასწავლოს სხვამ, მაინც სჯობს ადგე და თავად გააკეთო ყველაფერი, დაუშვა შეცდომები და შემდეგ ისწავლო ამ შეცდომებზე.

8. გულწრფელად მჯერა, რომ ნამდვილი სილამაზე შინაგანი სამყაროდან მოდის.

9. გთავაზობთ გამოხვიდეთ წინა ფლანგზე, იმისთვის, რომ კარგად დაინახოთ საკუთარი თავი და დაუსვათ კითხვები: თუ არა მე, მაშინ - ვინ ? თუ არა ახლა, მაშინ - - როდის?!

იხილეთ ფოტოგალერეა