ემა უოტსონის გზა - ფილმის პატარა, კეთილი ჯადოქარი გოგოს რეალური ბრძოლა და უკეთესობისკენ შეცვლილი მსოფლიო
12-11-2016
ემა უოტსონის გზა - ფილმის პატარა, კეთილი ჯადოქარი გოგოს რეალური ბრძოლა და უკეთესობისკენ შეცვლილი მსოფლიო
ჯადოქრობიდან - ფემინიზმამდე

ფოტოგალერეა

ჯადოსნური სამყაროდან ქალთა უფლებების დამცველთა პირველ რიგში - აი, ასეთია ემა უოტსონის გზა, რომელიც ბავშვობიდან მოყოლებული გამოიარა და დღეს ერთ-ერთი ყველაზე სამართლიანი, მონდომებული და წარმატებული კეთილი ნების ელჩია, რომელიც გოგონების განათლებისა და ზოგადად ქალების უფლებებისთვის იბრძვის.

ვინ წარმოიდგნდა, რომ ცნობილი ზღაპრის, "ჰარი პოტერის" ერთ-ერთი მთავარი გმირის, ჰერმიონის როლის შემსრულებელი მხიარული, თუმცა მებრძოლი გოგონა ნამდვილ მებრძოლად გადაიქცეოდა და ფემინისტურ ორგანიზაციასაც კი დააფუძნებდა სახელად "He For She".


მსოფლიოში,
არა ერთი წარმატებული ახალგაზრდა ვიცით, რომლებიც ორიენტირებულები მხოლოდ საკუთარ კარიერაზე, პოპულარობასა და ფულის შოვნაზე არიან. თუმცა ემა, როგორც ცნობილი ბლოგერები უწოდებენ, ახალი თაობის ხმაა და მსოფლიოს მასშტაბით დიდ პატივისცემას იმსახურებს, რადგან საკუთარ გავლენას და რესურსებს არა მხოლოდ ცნობილ კლუბებში სიარულს ახმარს, არამედ კეთილ და სამომავლო
საქმესაც აკეთებს... ის იბრძვის იმ გოგონების უფლებებისთვის, რომლებსაც იმედი ლამის გადაწურული აქვთ და ახერხებს კიდეც შეცვალოს მათი ცხოვრება!

ემა არასოდეს იყენებს ბინძურ ჭორებს, სკანდალებს იმისთვის, რომ ახალი როლები მიიღოს ანდაც ცნობილი ჟურნალების გარეკანზე მოხვდეს. ემა არ იცვლის სასიყვარულო პარტნიორებს ყოველ თვე, იმის გამო, რომ მასზე ილაპარაკონ. მან შეძლო და გადატვრითული სამუშაო გრაფიკის მიუხედავად დაამთვრა სკოლა, კოლეჯი, უკვე უნივერსიტეტიც...

ამბობს, რომ შეუძლია შეცვალოს დედამიწა უკეთესობისკენ... და იბრძვის სწორედ ისევე, როგორც ჰარისთან ერთად, ფილმში იბრძოდა სიკეთის გამარჯვებისთვის და იქნებ, ამ გაციებულ რეალურ სამყაროში მისი კეთილი საქმეები გაცილებით მეტი ჯადოქრობაც კი იყოს...

ამბობენ, რომ პატარაც კი არასოდეს ექცეოდა გარემოს გავლენის ქვეშ და ყველაფერზე საკუთარი აზრი ჰქონდა. გთავაზობთ ემას რამდენიმე ფრაზას, რომელიც მართლაც რომ საყურადღებოა...

1. მინდა ვიყო ადამიანი, რომელიც საკუთარ სხეულში თავს კარგად გრძნობს, უყვარს ის და არასდროს გადაწყვეტს რაიმეს შეცვლას.

2. პატარა გოგონებს გონებას ურევენ, როდესაც ეუბნებიან, რომ აუცილებლად პრინცესები უნდა გახდნენ. ეს სისულელეა. ჩვენ მებრძოლები ვართ და თუ ოდესმე პრინცესობა მომინდება, აუცილებლად მებრძოლი პრინცესა ვიქნები.

3. მივხვდი, რომ ქალთა უფლებების დამცველები კაცთმოძულეებთან ასოცირდებიან, ეს კი ძალიან არასწორი შეხედულებაა. ჩვენ უნდა გავაქარწყლოთ ასეთი დამოკიდებულება.


4. არ მინდა სხვებმა გადაწყვიტონ როგორი უნდა ვიყო. თავად მსურს მივიღო გადაწყვეტილებები!

5. "He For She" - არის ორგანიზაცია, სადაც კაცები მხარს უჭერენ ქალებს და მათ უფლებებს...

6. კაციც და ქალიც უნდა იყოს თავისუფალი, მგრძნობიარე და ძლიერი...

7. რამდენიც არ უნდა გასწავლოს სხვამ, მაინც სჯობს ადგე და თავად გააკეთო ყველაფერი, დაუშვა შეცდომები და შემდეგ ისწავლო ამ შეცდომებზე.

8. გულწრფელად მჯერა, რომ ნამდვილი სილამაზე შინაგანი სამყაროდან მოდის.

9. გთავაზობთ გამოხვიდეთ წინა ფლანგზე, იმისთვის, რომ კარგად დაინახოთ საკუთარი თავი და დაუსვათ კითხვები: თუ არა მე, მაშინ - ვინ ? თუ არა ახლა, მაშინ - - როდის?!

იხილეთ ფოტოგალერეა



ანა
30 ნოემბერი 2016 17:34
ვეთანხმები 111 - ს, მართლაც, მთელს ცივილიზებულ მსოფლიოში ქალთა უფლებების დაცვა კი არა, არამედ მამაკაცების დისკრიმინაციაზე არიან გადასულები. ქალი ვარ, მაგრამ ქალების აბსურდული მოთხოვნები სასტიკად მაღიზიანებს. თანასწორობა სხვა რამეა და პრივილეგიები - სხვა. როცა როგორ აწყობთ, ისე ჭიკჭიკებენ!
111
14 ნოემბერი 2016 11:13
არცერთი ფემინისტისა არ მჯერა და გეტყვით რატომ.
1-დეკლარირებულად ყველას გვაქვს თანაბარი უფლებები,მაგრამ მრავალ ქვეყანაში მამაკაცის საპენსიო ასაკი მეტია ვიდრე ქალის-არცერთი „თანასწორობისათვის“ მებრძოლი ფემინისტი ამას არ აპროტესტებს.
2- მრავალ ქვეყანაში მხოლოდ მამაკაცებს აქვთ ქვეყნის დაცვის მოვალეობა-მოვალეობა და არა ნებაყოფლობით სამსახური.-არცერთი ფემინისტი არ ცდილობს ეს გამოასწოროს.
3-ქალებს აქვთ საშუალება უარი თქვან არასასურველ შთამომავლობაზე-აბორტი. მამაკაცებს ამის საშუალება არ აქვთ.-მხოლოდ შვედეთში წამოაყენეს ახალგაზრდებმა და მათ შორის ქალებმა ინიციატივა ე.წ. იურიდიული აბორტის შესახებ ( ორსულობის პერიოდში, სანამ აბორტის გაკეთება დასაშვებია,მამაკაცს ეძლევა უფლება უარი თქვას შთამომავლობაზე) ეს ინიციატივა გააპროტესტეს მხოლოდ ფემინისტებმა.
4-ქალს აქვს უფლება ნებისმიერ დროს მოითხოვოს განქორწინება მიზეზების ახსნის გარეშე, ქონება,რომელიც უმეტეს შემთხვევაში მამაკაცმა დააგროვა უნდა გაუყოს შუაზე და კიდევ იხადოს ალიმენტი, ბავშვის არსებობის შემთხვევაში,თანაც მამაკაცს არ ეძლევა საშუალება გააკონტროლოს რაში დახარჯა ქალმა ფული, ანუ ნამდვილად ბავშვისათვის დახარჯა თუ არა.
5-ფემინისტებს უნდათ,რომ ქალი გაუპატიურებულად ჩაითვალოს მაშინაც კი როდესაც ნებაყოფლობით დათანხმდა სექსს და შემდეგ „გააცნობიერა“ რომ თურმე ზეწოლი ქვეშ მიიღო ეს გადაწყვეტილება.
6- ფემინისტები არ აპროტესტებენ იმ ფაქტს,რომ მამაკაცს აპრიორ დამნაშავედ მიიჩნევენ,თუ ქალმა განაცხადა ოჯახური ძალადობის შესახებ-ვიმეორებ მხოლოდ განაცხადა. სინამდვილეში შეიძლება სამაგიეროს უხდიდა იმიტომ, რომ რაღაცაზეა ნაწყენი. მხოლოდ განცხადება ხდება შემაკავებელი ორდერის გაცემის საფუძველი და მამაკაცი ვერ შედის საკუთარ სახლში,რომელიც თავად შეიძინა.
7-კიდევ მრავალი მაგალითია იმის,რომ ფემინისტებს რეალური თანასწორობა კი არა,პრივილეგიები უნდათ. სწორედ მაგიტომაა რომ აშშ-ში 20 დან 40 წლამდე მამაკაცები არათუ დაქორწინებულები არ არიან,არამედ უარს ამბობენ არაოფიციალურ თანაცხოვრებასა და შვილების ყოლაზე, მათი რიცხვი ბოლო 20 წელიწადში 40 დან 75%-მდე გაიზარდა. დარდა ამისა დაჩნდა მუდმივად მზარდი მოძრაობა MGTOW. ისინი ქალებისაგან სრული სეპარაციის მომხრეები არიან. იგივე ხდება ევროპაში ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში, იაპონიაში კიდევ უარესადაა საქმე. ასე გააგრძელეთ ფემინისტებმა და მალე აღმოჩნდებით ჰარემში, რადგან არავის უნდა დაიცვას ის პიროვნება ვისგანაც პატივისცემის ნაცვლად მხოლოდ პრეტენზიები მოდის.
ლუხო
12 ნოემბერი 2016 13:26
ამ საკითხზე სხვადასხვა აზრისაა თანამედროვ რელიგიური მოძღვრებები, ვინც გაიმარჯვებს, იმისი იქნება მომავალი, ისიც, მხოლოდ დროებით.

რედაქტორის რჩევით