ხშირად საზოგადოების ზეწოლის გამო ქალი მთელ ცხოვრებას ინგრევს, ანუ როდის არ უნდა გავთხოვდეთ...
25-11-2016
ხშირად საზოგადოების ზეწოლის გამო ქალი მთელ ცხოვრებას ინგრევს, ანუ როდის არ უნდა გავთხოვდეთ...
30 წელს თუ ისე მიუახლოვდი, რომ მეორე ნახევარი ვერ იპოვე, ყველგან - შენი მეგობრების, დედის მეგობრების, ნათესავებისა თუ უბრალო ნაცნობებისგან გამარჯობის მერე, ერთი და იგივე კითხვას ისმენ: რატომ არ თხოვდები?

მაინც რატომ არის ასეთი წარმოუდგენელი საქართველოში ამ ასაკის ქალის გაუთხოვრობა, არ მესმის... ფაქტია, არაერთი ახალგაზრდა ქალი შეწუხებულია ამ უტაქტო კითხვებით და ზოგჯერ პასუხის გასაცემად სიტყვებსაც კი ვერ უყრის თავს. იმდენად არაეთიკური და გამაღიზიანებელია სხვის ცხოვრებაში ცხვირის ჩაყოფა, რთულია არ მოგეშალოს
ნერვები.

ხშირად, საზოგადოების დიდი ზეწოლის გამო ქალი არასწორ გადაწყვეტილებას იღებს და მთელ ცხოვრებას ინგრევს...

თუ შენ ახლა ზუსტად ასეთ მდგომარეობაში იმყოფები, რომ ყოველ მეორე ნაბიჯზე ოჯახის შექმნისკენ მოგიწოდებენ, დაფიქრდი კარგად, არის კი ეს ის, რაც ნამდვილად გინდა?
შექმნა ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ დედიკო და მამიკო
გაახარო, ანდაც მეზობლებმა აღარ იჭორაონ და არ არკვიონ ვისთან ერთად დადიხარ და ვინ გაცილებს სახლამდე, არასწორია!


საღად მოაზროვნე ადამიანისთვის, შვილების გაჩენა და გათხოვება მხოლოდ იმიტომ, რომ გარშემომყოფები დამშვიდდნენ, მიუღებელიც კი უნდა იყოს!

იქნებ, შენი ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიზეზი ისაა, რომ მარტო აღარ გინდა ყოფნა?

კი, ბატონო, მესმის, რომ ისიც არაერთხელ მოგისმენიათ, რომ როცა დაბერდები წყლის მომწოდებელი გინდა, პატრონი გჭირდება და ა.შ. არადა, კარგად თუ დავფიქრდებით და თან გარშემომყოფებს გადავხედავთ, ძალიან ბევრი "კარგად გათხოვილი" ქალი გრძნობს თავს მარტოდ. არ აქვთ ქმრებთან სექსი, ვერ უგებენ ერთმანეთს, უბრალოდ შვილებს ზრდიან და ცოლის მოვალეობას დრო და დრო ასრულებენ. იმ კაცს კი, რომელთანაც წესით დიდი სიყვარული უნდა აკავშირებდეთ, დღითიდღე შორდებიან. მაშინ, როდესაც ქალი დამოუკიდებელი, წარმატებული და შემდგარი ადამიანია, კაცი იმისათვის, რომ მარტოსული საღამოები შეივსოს, სრულებითაც აღარ არის ხოლმე საჭირო.

კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც შეიძლება შეცდომა დაუშვა ისაა, რომ შენი პარტნიორი, რომელთანაც ახლა ხარ ან ის მამაკაცი, რომლებსაც სხვები გირჩევენ, ანუ გირიგებენ, საერთო აღფრთვანებას იმსახურებს. მშობლები მასში წარმტებულ და მეოჯახე მამაკაცს ხედავენ, მეგობრები სიმპათიურ და ყურადღებიან თაყვანისმცემელს, მეზობლები კი შურით სკდებიან, როცა ერთად გხედავენ.
მერე რა?
სხვებისთვის თუ იდეალური მამაკაცია, სრულებითაც არ ნიშნავს, რომ შენთვისაც მისღები იქნება.

შეიძლება არცთუ ისე დიდი ხანია, რაც ძველ სიყვარულს დაშორდი და ახლა მასზე შურისძიების სურვილმა გადაგაწყვეტინა ასეთი სერიოზული ნაბიჯი გადაგედგა?

ძალიან შემცდარხარ! თუ ყოფილის გამწარება გინდა, დამოუკიდებელი, წარმატებული და ლამაზი იყავი ყოველთვის დ ასე უფრო გადაუხდი სამაგიეროს, ვიდრე გაბერილი მუცლით და ცოლის სტატუსით. საერთოდ ეს სამაგიეროს გადახდა რა საჭიროა, ვერ ვხვდები. ყველას გადაეხდება ადრე თუ გვიან იმისათვის, რაც წარსულში გააკეთა, ამიტომ საკუთარი მომავლის ასე გაწირვა არასწორი გადაწყვეტილებაა. ასე გათხოვდა ჩემი ერთი მეზობელი, მას შემდეგ რაც ყოფილმა საქმრომ მიატოვა და ზის და დარდობს მთელი ცხოვრებაა რა მინდოდა, რა მეჩქარებოდაო.

მოკლედ, გადაწყვეტილების მიღებისას, მთავარი არც სხვების აზრი, არც ასაკი, არც ყოფილ შეყვარებულზე შურისძიება და მითუმეტეს არც ის მოსაზრება უნდა იყოს, ოდესმე რომ აუცილებლად უნდა გათხოვდე! ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მხოლოდ მაშინ უნდა მიიღოს ქალმა, როცა ის მზად იქნება ამისთვის და მასზე გარშემო მყოფების აზრი არ იმოქმედებს, როცა მას თავად ექნება ამის სურვილი და სხვების ზეწოლის შედეგად არ მივა გადაწყვეტილებამდე.

ყველაზე მთავარი და დასამახსოვრებელი კი ისაა, რომ ვიდრე თვითონ არ მოგვეწონება საკუთარი თავი, არ ვკითხავთ თუ რა გვინდა და შემდეგ ამ სურვილების ასრულებისთვის თავად არ ვიბრძოლებთ, მანამდე ვერავინ შეძლებს ჩვენს გაბედნიერებას - ვერც მეგობრის, ვერც საყვარლის და ვერც ქმრის სტატუსის ქვეშ.

იხილეთ ასევე: "რატომ არ თხოვდები? მარტო დარჩები, სიბერეში მომვლელი ხომ გინდა, შვილებს როდისღა გააჩენ..."


leila
05 იანვარი 2017 13:08
სიყვარული ბედნიერთა ხვედრია, განა ასაკს მნიშვნელობა აქვს? თუ ამ გრძნობის მიღმა ,,რაღაცეები" იმალება, ეს უკვე ჩვენი პრობლემაა და სხვას ვერ დავაბრალებთ.ერთი რამ კი ჭეშმარიტებაა, მხოლოდ იმიტომ რომ სიბერეში ვიღაცამ წყალი მომაწოდოს (თან ნათელია ის ვიღაცა როგორ მომაწოდებს ამ ყველაფერს), სჯობს დაეტიო შენს ადგილზე და იყო ბედნიერი საყვარელ ადამიანებთან ერთად. დრო კი გაივლის და ყველას და ყველაფერს მიუჩენს თავის ადგილს. დაე, 2017 ყველასთვის სიყვარულის წელი ყოფილიყოს!
ekkkkk
22 დეკემბერი 2016 16:42
ეხლა ვკითხულობდი კომენტარებს და მეც მომინდა დამეწერა...კი გასაგებია ვის 30 წლის ეწვევა სიკვარული და ვის 40 წლისას,მაგრამ ყველაფერს თავისი დრო აქვს ,სიყვარული, სიგიჟე ეს ახალგაზრდამ უნდა გამოცადო ,მე 29 წლის ასაკში გავთხოვდი,მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ მანამდე არავინ მყვარებია ,ორჯერ ვიყავი შეყვარებული ამ პერიოდში და მაშინდელი განცდა სულ სხვაა ...თუკი ვინმეს მიმართ სიმპატია ან გრძნობა არ გაქვს ახალგაზრდა გოგოს მასე ვერც ვერასდროს შეგიყვარდება..
gavazeli
30 ნოემბერი 2016 11:00
ვიღაცა,
რამეს რომ წაიკითხავ, აზრის გამოტანაც უნდა შეძლო. მეორდები თქო მიტომ დავწერე, რომ ორიოდ კვირის წინ ზუსტად ამ თემაზე ქონდა ავტორს ბლოგი.
შენ ეტყობა კაი ხნის გადაკრუხებული ხარ უკვე, მარა ოპტიმისტი ხარ და იმედს არ კარგავ. კაი ბედიღბალს გისურვებ.

რედაქტორის რჩევით