მოსაზრება, რომ ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ შეიძლება გვიყვარდეს, მითია!
მოსაზრება, რომ ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ შეიძლება გვიყვარდეს, მითია!
ის აზრი, რომ ქალს მხოლოდ ერთხელ უყვარდება ნამდვილი სიყვარულით, მაინც გადმონაშთი მგონია, როდესაც ქალს, როგორც ქმრის საკუთრებას, ისე განიხილავენ და მიიჩნევენ, რომ ის სიცოცხლის ბოლომდე მისი ერთგული უნდა იყოს. ეს პოსტულატი, რომელიც, საბედნიეროდ, დროსთან ერთად ძალას კარგავს, წლების წინ, იმ რომანტიკული სიყვარულით იყო გამართლებული, რომელიც თითქოს სიცოცხლის ბოლომდე გრძელდებოდა.

თუმცა, ბავშვობის ასაკიდან როდესაც საბოლოოდ გამოვდივართ და ცხოვრებას რეალურად ვუყურებთ, გავიაზრებთ, რომ ხშირ შემთხვევაში "სიყვარული სიკვდილამდე" მითია და მეტი არაფერი. ამას,
ფსიქოლოგებიც ამტკიცებენ, რომლებიც ამბობენ, რომ ყოველ ჩვენგანს აქვს მოთხოვნილება უყვარდეს და უყვარდეთ; იყოს საყვარელი ადამიანის გვერდით და დაიკმაყოფილოს სექსუალური მოთხოვნილებები.
თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ადამიანები ერთმანეთისგან განსხვავდებიან, არაფერია გასაკვრიი იმაში, რომ სხვადასხვა ტიპის ადამიანები მოგვწონდეს.

წარმოგიდგენიათ, 17, 25 და 35 წლის ასაკში ერთი ტიპის მამაკაცები
მოგწონდეთ?

გემოვნება იცვლება და იმაში ცუდი არაფერია, რომ ნებისმიერ ჩვენგანს სიყვარულის გაცემა და განცდა სიცოცხლის განმავლობაში რამდენჯერმე შეუძლია და ახალი ურთერთობის დაწყება სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ ადრე არ უყვარდა!

რაღაც ეტაპამდე შეიძლება გვჯეროდეს კიდეც იმის, რომ ერთადერთი სიყვარული არსებობს და გულწრფელად მხოლოდ ერთხელ შეიძლება შეგვიყვარდეს, თუმცა ალბათ დამეთანხმებით, რომ დროთა განმავლობაში როგორც საკუთარ თავზე, ასევე ჩვენს გარშემო მყოფ ადამიანებზე გვეცვლება წარმოდგენა და შეხედულებები. მაშინ, როდესაც ერთი ურთიერთობა მთავრდება, გვგონია რომ ამას ვერ გადავიტანთ, რომ ასეთს მეორეს ვეღარ შევხვდებით, რომ ასე არავის ვეყვარებით, მაგრამ როცა ჩვენ თვითონ ვიწყებთ საკთარი თავის უკეთ გაცნობას, როცა გოგონა ნამდვილ ქალად ყალიბდება, პირველ რიგში იცნობს და იყვარებს საკუთარ მეს და ხვდება, რომ ყველაფერის დაძლევა და გადალახვაა შესაძლებელი.

ხოლო იმისათვის, რომ თავი ისევ ბედნიერად და საჭირო ადამიანად ვიგრძნოთ, მხოლოდ და მხოლოდ დრო გვჭირდება, წარსულის დასავიწყებლად და ცხოვრების სუფთა ფურცლიდან დასაწყებად.

ალბათ, იმის გააზრება, რომ სხვა ადამიანის შეყვარებაც შეგვიძლია და მზად ვართ ამისთვის, აღმოგვაჩენინებს, რომ წარსულ ტკივილს არ უნდა შევაკლათ თავი...


ფსიქოლოგების აზრით, 30 წლის ასაკში ქალი ყველაზე მეტად არის მზად გაიაზროს თავისი შესაძლებლობები, გაიგოს რა უნდა ცხოვრებისგან და ახლებურად შეიყვაროს კიდეც...

ამ დროს უკვე შესაძლებელია ემოციების და თავის კონტროლი. ეს სრულებითაც არ ნიშნავს, რომ რამდენიმე ადამიანი ერთდროულად უნდა შევიყვაროთ, თუმცა ზოგს ასეც ემართება და ესეც ინდივიდუალურია. ეს ვისთვის კარგია, ვისთვის - ცუდი, მთავარი აქ ისაა, რომ არასოდეს დაკარგოთ იმედი, არ გაწიროთ საკუთარი ბედნიერება და წარუმატებელი სასიყვარულო ურთიერთობის შემდეგ...

დაიჯერეთ, სიყვარული ისევ მოვა!

ადამიანი
03 დეკემბერი 2016 11:24
გემოვნება მლინ! გადაირია ეს ხალხი ტო!?

სიყვარული კატა კი არ არის მოვიდეს წავიდეს როცა უნდა!?

სიყვარული ეს პროცესია რომელსაც თუ არ კვებავს წყვილი თავის ენერგიით უბრალოდ გაქრება და მეტი არაფერი.(ცალმხრივად ეს არ გამოვა არანაირად)

პასუხისმგებლობა!? შველები!?

თქვენ რასაც ლაპარაკობთ მაგას სიყვარულთან არაფერი კავშირი არა აქვს... ეგოისტი , მხოლოდ საკუთარ თავზე ჩაციკლული ადამიანის აზრებია თქვენი ნაუბარი.
გავაზელი
02 დეკემბერი 2016 14:29
ათენა, ადრე მართლა ნერვებს მაგლეჯდა, ახლა უბრალოდ ვერთობი :).
კუჭატნელო, მე კი ვიცი, რაც უნდა ქნას, მარა ავტორის აზრი მაინტერესებს :).
ევას და ზოგიერთის ქალმა გამაოცა. ოჯახში რომ წლების შემდეგ უბრალოდ ურთიერთპატივისცემა იყოს და არ გაიქცნენ ახალი სიყვარულის საძებნად არა?
MIRABELLA troli-s
02 დეკემბერი 2016 14:26
ძალიან მაგარი ხარ ტროლ, ყოველთვის ათიანში ახვედრებ, გაუმართლა თქვენს მეორე ნახევარს...
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
დღის კითხვადი სტატიები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები