"ერთ წელში მიღალატა" - როგორ შეიძლება ქორწინებამდე ვერ გაარკვიო ნორმალურ კაცზე თხოვდები თუ სექსუალურად დაუკმაყოფილებელზე?!
05-12-2016
"ერთ წელში მიღალატა" - როგორ შეიძლება ქორწინებამდე ვერ გაარკვიო ნორმალურ კაცზე თხოვდები თუ სექსუალურად დაუკმაყოფილებელზე?!
გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენში ბევრი წყვილი ქორწინებამდე თავს იკავებს სექსუალური ცხოვრებისგან, დაოჯახების შემდეგ ხშირად უჩნდებათ პრობლემები, ზოგჯერ კი ძალიან დიდი. ზოგადად მამაკაცები მონოგამები რომ არ არიან, ეს ახალი ამბავი არავისთვისაა, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი...

ასე დაემართა ერთ ჩემს ახლობელს, რომელიც 25 წლის ასაკში შეხვდა "იმ ერთადერთს", მოიხიბლა მისი ქცევებით, ვიზუალით, ყურადღებით და რაღას დალოდებოდა? ადგა და გაყვა. ვის გაყვა? - აღმოჩნდა, რომ თავადაც არ იცოდა.

ოჯახის შექმნიდან დაახლოებით ერთ წელში,
ნინო ატირებული მოვიდა ჩემთან... როგორც გაირკვა, აღმოაჩინა, რომ მისი სამაგალითო მეუღლე ხშირად ხვდებოდა გოგონებს და სექსუალურ კავშირსაც არ ერიდებოდა მათთან, ვინმე კონკრეტული კი არ ჰყავდა, მისი სამიზნე ობიექტები ხშირად იცვლებოდნენ, მოკლედ, ყოველი ღალატი ახალ ქალთან დაწყებულ ურთიერთობას ნიშნავდა.

შემდეგ კი, როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე, იგივე
განმეორდა, ჰპირდებოდა, რომ ასე აღარ მოიქცეოდა, რომ ეს მხოლოდ სექსი იყო, რომ ცოლი უყვარდა და ა.შ. მოკლედ, ბოდიშს იხდიდა და კიდევ ათასი სიულელე. თითქოს წარმოუდგენელია, ამ ბოდვის დაჯერება, მაგრამ ნინომ თავდაპირველად დაიჯერა და აპატია, მაგრამ აზრი? არ გასულა ნახევარი წელიც, რომ ქმრის ტელეფონში რამდენიმე ქალთან ერთდროულად გაგზავნილი სასიყვარულო მესიჯები იპოვა, ეს უკვე ბოლო წვეთი იყო და სახლიდან წავიდა, თუმცა ქმარმა მიაკითხა, დაპირებებით ისევ გააბრუა და ასე გრძელდებოდა წლების განმავლობაში...

როდესაც ასეთი ამბები მესმის, ვერ ვხვდები, როგორ შეიძლება 25 წლის ქალი ისე გათხოვდე, წარმოდგენა არ გქონდეს ვის მიჰყვები. ამ დროს ვერც პატარა ასაკს და ვერც გამოუცდელობას დააბრალებ ასეთ შეცდომას, როგორ შეიძლება ქორწინებამდე ვერ გაარკვიო ნორმალურ კაცს მიყვები თუ სექსუალურად დაუკმაყოფილებელს, რომელსაც მანიაკობამდე ცოტა უკლია?

თან ეს ყველაფერი არ არის, ეს ვაჟბატონი საკმაოდ წარმატებული კომპანიის დირექტორი იყო და მისი კოლექტივიც ძირითადად ლამაზი ქალბატონებით იყო დაკომპლექტებული. სხვისი საფულის შემყურე ქალებსაც კი მეტი რა უნდათ, უაზრო შეპირებები ამა თუ იმ ნივთის ყიდვის ან დაწინაურების შესახებ და ყველაფერი მოგვარებულია. მოკლედ, ქალები არ ილეოდნენ.

დროთა განმავლობაში იმ აზრამდე მივიდნენ, რომ აჯობებდა ფსიქოლოგისთვის მიემართათ და გაეგოთ, რა იყო ეს, ყოვლად უპასუხისმგებლო ქცევა თუ ავადმყოფობა. ალბათ ადვილია, თავი ავადმყოფად მოაჩვენო ადამიანს და ამით შენი შინაგანი სამყარო დამალო, დამალო ის, რომ რეალურად ქალებს როგორც გასართობ საშუალებას ისე უყურებ და გულწრფელი გრძნობები და ერთგულება შენთვის უცნობია.

დრო გავიდა და ბევრი მცდელობის მიუხედავად, ისინი მაინც დაშორდნენ. ახლა ნინო ზრდის ორ შვილს, მუშაობს, ზრუნავს საკუთარ თავზე და როგორც ამბობს, სურვილი მეორედ შექმნას ოჯახი, ჯერ არ გასჩენია, მაგრამ დარწმუნებულია, რომ თუ ეს მეორედ მოხდება, აუცილებლად ბევრად დაფიქრებულად გადადგამს ნაბიჯს.

კარგია ადამიანს სხვების შეცდომაზე თუ არა, თავისაზე მაინც რომ შეუძლია სწავლა და იმის გააზრება, რომ ქორწინებამდე ერთად ცხოვრების საკითხი ცოლ-ქმრის ბედნიერი მომავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. არ აქვს მნიშვნელობა რას იტყვიან ნათესავები და მეზობლები, ვიდრე ასეთ გადაწყვეტილებამდე მივა ქალი, აუცილებელია იცოდეს ვის უკავშირებს ცხოვრებას და დიახაც, ამისათვის რამდენიმე წელი სასურველ მამაკაცთან ერთად, ცალკე ცხოვრება აუცილებელია!

tamari-ს
24 მაისი 2017 17:38
ეგ ზღაპრები იმას მოუყევით,ვინც დაგიჯერებთ. თუ ზღაპარი არ არის,ვიზიარებ თქვენი ქმრის მწუხარებას,ისე საერთოდ ყველა ქმრის მწუხარებას ვიზიარებ,ნეტა რა არის უკეთესი,სექსში იმდენი დახარჯო,რამდენიც გიღირს,თუ ერთ ქალს უყურო მთელი ცხოვრება, ეხლა კი კაცებს მივმართავ. ე.წ. თანასწორობამ მარტო ქალი არ გაათავისუფლა,თქვენც თავისუფლები ხართ,ყველასთან შეგიძლია გქონდეს სექსი,ვინც უარს არ გეტყვის,თუ ქალს აქვს მონოგანიურობის სურვილი,შენ არ ხარ ვალდებული იგივე გაიზიარო,უბრალოდ არ გადაიხადო სექსში მთელი ცხოვრება,თანასწორობა სისულელეა,თუ შენ შექმნილ კლანს არ იცავს სახელმწიფო,არ შექმნა,თორემ რა გამოდის ქალებისათვის შეიცვალა წესები და შენთვის არა,ეს ტყუილია,შენტვისაც შეიცვალა,არ გაქვს ვალდებულება არც დაცვის,არც რჩენის და საერთოდ არაფრის,ისიამოვნე ცხოვრებით,სულ ესაა.
tamari
22 მაისი 2017 08:02
არც მე მიყვარს მეორადი საქონელი . ჩემი მეუგლისტვის მეც პირველადი ვიყავი და ისიც ცჰემტვის ირველადი იყო . სულაც არ არის საჭირო ქორწინებამდე სექსი რომ ერტმანეტს გაუგოტ ერტმანეტს მაშინ გაუგებტროცა ოჯახურ ვალდებულებებს ტანაბრად გაინაწილებტ, ხვის შურიან წამქეზებლურ ენებს არ აჰყვებიტ და სჰვილების კეტილდგეობაზე იზრუნებტ.
ქმრისტვის არასდროს მიღალატია და არც გულში გამივლია. იციტ რატომ ასე უპრო ტავისუპლად გვრდზნობ ტავს როცა სინდისი არ გქეჯნის,არც წარსულისტვის არც ჩადენილი გალატისტვის . გული დაწყნარებული მაქვს ,აი მეუგლე ტუ მგალატობს ეს მისი პრობლემაა იმიტომ რომ მოგალატე ადამიანი ოჯახსჰი წყნარად და ტკბილად ვერ ჩერდება. სინდისი ქეჯნის და ამიტომ. ცჰემ მეუგლეს ამის პრობლემა არ აქვს. ერტიც მეუგლეს ავუხსენი რომ ჩვილებიმშობლებისგან სწავლობენ კარგსაც და ცუდსაც კარგი შვილები ტუ გინდა გყავდეს და იამაყო ცუდს ნუ დაანახებ შენგან ნამოქმედარს.
ადამიანს ტავიდანვე ეტყობა როგორია . სჰეიდზლება გყავდეს მამაკაცი მეგობარი ან ქალი მეგობარი ქორწინებამდე მაგრამ სექსის გარეშე . ხო ასე ეცნობი სხვა სექსის წარმომადგენლის ხასიატს .სექსი ქორწინებამდე აფიჭებს ყველაპერს .
ნანას-ს
02 თებერვალი 2017 13:40
მოიცა რა,ღალატი მომინდეს და გაყრით "დამსჯი?"- გაჯეჯილებული რას ნიშნავს?! ქორწინებამდე თავის შეკავება აღარ გინდათ,ქმარს რატო მივხედო "მონა -პოვარი" კი არ ვარო, აბა კაი დედმამის შვილია და რამე მითხრასო, ბოდიში მაგრამ მე რატომღა უნდა ვთქვა უარი მრავალფეროვნებაზე? არ გინდა და გამშორდი,ნაკლები ხარჯი მექნება,საერთოდ არ მესმის ცოლი რატომ უნდა მოიყვანოს კაცმა თანამედროვე პირობებში, აიკიდებ ვალდებულებებს და სამაგიეროდ რა?! შვილი-არა, გაყრისას მაინც დედას დაუტოვებენ. რაიმე უთანხმოებაა და ქალი ეგრევე გაყრით გემუქრება, რატომ უნდა ჩადო ინვესტიცია ისეთ საქმეში,რომელიც დაზღვეული არ არის?! კაცი ქალის კეთილ ნებაზე უნდა იყოს დამოკიდებული?! ამიტომ სწორი დსამოკიდებულებაა არ აღიქვა ქალი სერიოზულად,ნაკლები პრობლემა შეგექმნება.

რედაქტორის რჩევით