ბორშჩი მოიცდის, ანუ გოგონებო, ნუ გადაიქცევით გათხოვების შემდეგ "ურჩხულად"!
ბორშჩი მოიცდის, ანუ გოგონებო, ნუ გადაიქცევით გათხოვების შემდეგ  "ურჩხულად"!
ქალებზე, რომლებიც ქორწინების შემდეგ, ლამაზი პრინცესებიდან "ურჩხულებად" გადაიქცევიან ხოლმე, ბევრს ხუმრობენ, მაგრამ სინამდვილეში ამაში სასაცილო არაფერია, მეტიც უფრო სატირალია ის ამბავი, რომ ლამაზი ფერია რამდენიმე წლის შემდეგ სასოწარკვეთილ დიასახლისად იქცევა, სუქდება, აღარ იხდის ხალათს, აღარ უნდა სექსი, აღარ აინტერესებს როგორ გამოიყურება და ა. შ... აი, ამ დროს აშკარა ხდება, რომ ქორწინება დანგრევის პირასაა. მაგრამ მთავარი აქ ისაა, ვინაა ამ ყველაფერში დამნაშავე, ქმარი თუ ცოლი? თუ ორივე ერთად და კიდევ ის,
როგორ უნდა გადავწყვიტოთ პრობლემა.

საქმე იმაშია, რომ ქალები ერთობლივი ცხოვრებისთვის ისე ემზადებიან, გეგონებათ, კანტორაში მიდიოდნენ სამუშაოდ და გათხოვებისთანავე იმატებენ აურაცხელ ვალდებულებებს, რომლებიც, რაც შეიძლება მალე უნდა შეასრულონ… ეს ვალდებულებები კი არა თუ არ მთავრდება, წლების მატებასთან ერთდ, უფრო და უფრო იზრდება... ბოლოს კი ისე აღმოჩნდება
ხოლმე, რომ დიასახლისს საკუთარი თავისთვის დრო აღარ რჩება, რაც მეუღლის გულგრილობას იწვევს და პრობლემებს ესეც ემატება.

მაშინაც კი, როდესაც ქალი არ არის მორალურად თუ ფიზიკურად მზად ოჯახური ცხოვრებისთვის ან უბრალოდ არ უნდა ოჯახის შექმნა, ვალდებული ხდება ეს გააგეთოს. რატომ? იმიტომ, რომ სხვების აზრს ითვალისწინებს. ხოლო მაშინ, როდესაც ადამიანი აკეთებს იმას, რაც არ უნდა, რა თქმა უნდა, რომ არ გამოსდის, ეს კი მის გარეგნობაზე და ხასიათზე მაშინვე აისახება.

როგორ წარმოგიდგენიათ, ქალს არ აინტერესებდეს საკუთარი გარეგნობა? ის, რომ ადამიანი ამ ეტაპამდე მივიდეს, ამისათვის დიდი სტრესია საჭირო, ისე უბრალოდ შეუძლებელია.

მოკლედ, ქალი ამ გადაწყვეტილებამდე თუ მაინც მივიდა, ბოლოს ხდება ისე, რომ პრეტენზიები მხოლოდ მის მხარეს ისმის. მიუხედავად იმისა, რომ ცოლ-ქმარი, ორივე მუშაობს, მხოლოდ ქალმა უნდა "შეასრულოს" სამსახურის შემდეგ მეორე ცვლა, გაამზადოს საჭმელი, მოაწესრიგოს სახლი, მიხედოს ბავშვებს, თავს, ქმარს, ხოლო ეს უკანასკნელი იჯდეს და გაზეთს კითხულობდეს, რას ვიზამთ, კაცია, დაიღალა. სექსიც დროთა განმავლობაში მოვალეობის მოხდის მიზნით შესრულებულ 5-წუთიან სამუშაოდ იქცევა და აბა, როგორ გინდათ ჰარმონიაზე და ბედნიერებაზე ფიქრი?

ისმის კთხვა, რისთვის ვეძებთ სიყვარულს? რისთვის ვქმნით ოჯახებს, რომ რამდენიმე წლის შემდეგ, ჩვენც იმ მეზობლებს დავემსგავსოთ, რომლების სახლიდან მხოლოდ ნამცხვრების სუნი გამოდის და წითელი ფუმფულა ხალათის გარეშე წლებია არ გინახავთ?

იქნებ, ჩვენ თვითონ ვაქცევთ ქორწინებას ვალდებულებად, იქნებ, ჩვენ თვითონ არ ვაფასებთ საკუთარ თავს იმდენად, რომ მივცეთ საშუალება აისრულოს ოცნებები, იყოს წარმატებული და შემდგარი ადამიანი? იქნებ, დროა ჩავიხედოთ სარკეში, გავიხადოთ ეს სახლის ფეხსაცმელი და ხალათი, ჩავიცვათ ის, რაც მოგვწონს, რაშიც თავს სექსუალურად ვგრძნობთ.

… და ბორშჩი? -ბორჩში მოიცდის! ბოლოს და ბოლოს სადილობა რესტორანშიც შეიძლება.

neliko
21 დეკემბერი 2017 23:58
ნიკა 1 მივესალმები სრულ სიმართლეს ამბობს
განათლებით იურისტს საბოლოოდ2
25 იანვარი 2017 09:04
მამაკაცური შოვინიზმი-იგი არ არსებობდა სანამ არ გაჩნდა ფემინიზმი.ეხლა არსებობს და სწორიცაა,თუ ქალები საკუთარ უფლებებს იცავთ,რატომ არ უნდა დაიცვას კაცმა საკუთარი უფლება? თუნდაც ის უფლება იცხოვროს ქალის ხარჯზე,ეს ქალის არჩევანია,უნდა და არჩენს. ტერორიზმი და მისი ანალოგია ყურით მოთრეული თემაა, ფემინიზმთან ბრძოლა ქალებისაგან სეპარაციითაა შესაძლებელი და არა ტერაქტებით,პირიქით კია,რადიკალი ფემინისტები მამაკაცთა განადგურებისაკენ მოუწოდებენ საზოგადოებას.სექსიზმი, შოვინიზმი და ტერორიზმი ტერმინებია,ძალადობა მათ შორის მხოლოდ ტერორიზმია და არაფერი საერტო არ აქვს დანარჩენ ორთან, დემაგოგიაა მათი გათანაბრება. დავუშვათ მე მიმაჩნია,რომ მამაკაცები ქალებს ყველაფერში სჯობნიან,ამის თქმას მიკრძალავთ? რა უფლებით? ჩემი აზრის გამოხატვა არ შემიძლია,ფაშიზმია? ეგ არის სწორედ დემაგოგია და ე.წ. შებრუნებული სექსიზმი,როდესაც ქალს შეუძლია საკუთარი უფლებისათვის ბრძოლა,მამაკაცის ლანძღვა და კაცს ამას უკრძალავს თანამედროვე მასმედია და ვითომ ლიბერალური შეხედულებები.რაც შეეხება დამცირებას და ა.შ. თქვენ დაცინვით მოიხსენიეთ ქართველი მამაკაცები,რის პასუხადაც მიიღეთ სიტყვები,რომ ქალები ეგოისტები ხართ და არ ღირს თქვენთან არანაირი ურთიერთობა,სადაა აქ დამცირება,აგრესია და ძალადობა. ამ სიტყვების მნიშვნელობა იცით? ბოლო სიტყვის „პრობლემა“. თუ თვლიდით,რომ მიმოწერა უნდა დაგესრულებინათ,ასეც უნდა მოქცეულიყავით,მაგრამ იქცევით როგორც ტიპური ქალი,გინდათ ბოლო სიტყვა თქვათ და ამით თავი „გამარჯვებულად“ იგრძნოთ,მაგრამ თქვენ ერთ რამეს ვერ ხვდებით,ჩემთვის ეს მიმოწერა არ არის კონკრეტულად თქვენთან მიმოწერა. მინდა ფემინისტების დემაგოგია,სისულელე და დამღუპველობა დავანახო დანარჩენ მამაკაცებს.თქვენ უბრალოდ არ მაინტერესებთ,მხოლოდ იმდენად,რომ მაძლევთ თემას სასაუბროდ. აგრესიასა სდა პიროვნულზე გადასვლასთან დაკავშირებით- ჩემი პასუხი თქვენს მიმართ იყო-ქალები ეგოისტები ხართ და მამაკაცი არ უნდა გაგეკაროთ. ამის საპასუხოდ დაწერეთ,რომ პირადად მე არ შემხვდა „ის ქალი“ რომ ჯავრს ვიყრი,ერთი ამიხსენით ურთიერთობის არ ქონის სურვილი,ამ ურთიერთობების არახელსაყრელობის გამო ჯავრის ამოყრაა?! აი თქვენი ნამდვილი სახე!!! დაიმახსოვრეთ!!! დაცინვაზე მიიღებთ საპასუხო დაცინვას,შეურაცმყოფაზე,საპასუხო შეურაცმყოფას,ფიზიკურ შეხებაზე საპასუხო ფიზიკურ შეხებას, თანასწორობა ეგაა!!!! თქვენ წერთ,რომ მე გადავედი პიროვნულზე,მაგრამ ეს მტკნარი სიცრუეა,თუ ვინმეს არ დაეზარება და გადაიკითხავს,დაინახავს,პირველი პიროვნული ფრაზები თქვენგანაა,შემდგომში დაწერეთ კიდეც „сам дурак“-ის პრინციპით იქცევიო. იმას მაინც თუ ხვდებით,რომ „сам дурак“ მხოლოდ პასუხი შეიძლება იყოს სიტყვაზე дурак. ესე არ არის იურისტო?! თქვენი ფრაზები შაბლონურია,არ გაძლევენ,გაბოროტებული ხარ,ის ქალი არ შეგხვედრია,ქალთმოძულე ხარ. არ მოქმედებს ეგ შაბლონები. არ მაინტერესებს თქვენი პასუხები,მე მამაკაცებისათვის ვწერ,თორემ, ფემინისტის თავში, არაფერი რომ არ შევა, ვიცი!!!!

განათლებით იურისტს საბოლოოდ1
24 იანვარი 2017 14:13
როგორც ვხედავ,იმის გამო,რომ ვერ ხვდებით ყველაფერი უნდა „დაგიღეჭოთ“. ვსაუბრობთ ერთ თემაზე,კონკრეტულად ერთ თემაზე,შესაბამისადმის გარშემო იქნება საუბარი და „სხვა რამეს“ არ დავწერ. შეფუთვა საგნის რაობას არ ცვლის,შესაბამისად მას აზრი არ აქვს,თუმცა ალბათ აქვს,მაგრამ მხოლოდ ქალებისათვის. ჩემი რიტორიკა არ გახლავთ ანტიდასავლური,პირიქით,გული მწყდება,რომ ფემინიზმმა დასავლეთი დაასუსტა.სხვათა შორის, რუსეთი ასევე დგას აღნიშნული პრობლემის წინაშე და ამ საკითხშირუსები და ევროპელები „ერთ ბედს ქვეშ“ არიან.ჯერჯერობით მეხანძრეებიც ჰყავთ და ჯარისკაცებიც,მაგრამ ერთხელ დავჭერე და გავიმეორებ-კრიტიკულ სიტუაციაში, მასიური რაპორტები დაწერეს გადადგომის შესახებ,ანუ არა ერთმა და ორმა ოფიცერმა,არამედ მასიურად. გასაგებია წინდაცვეთის თემას რატომ შეეხეთ,მაგრამ „ჰიჯაბის მორგება“,ისლამის მიღების კონტექსტში არ მიხმარია,მეგონა მიხვდებოდით,იგი უუფლებო ქალის სიმბოლოა.ზედმეტი უფლებების მოთხოვნა,გადამეტებული პრეტენზიები მამაკაცთა მიმართ,მუდამ ვითომ ჩაგრულის როლში ყოფნა და მომხმარებლური დამოკიდებულება მამაკაცთა მიმართ,აუცილებლად გამოიწვევს ჰიჯაბის „მოდაში“ შემოსვლას.ეხლა დავიდა თქვენს გონებამდე?! თავი ძალიან „ჭკვიანი“ რომ გგონიათ?! ოჯახში როლებთან დაკავშირებით, მამაკაცი იყო მარჩენალი და დამცველი,ქალი უვლიდა ოჯახს. ეხლა თუ ქალი არის ოჯახის მარჩენალი და მამაკაცი უმუშევარი ამას ქალების მხრიდან სასტიკი პროტესტი მოჰყვება,თუ პირიქითაა არავინ აპროტესტეპს. გარდა ამისა თქვენ აცხადებთ,რომ ადგილი არ უნდა ჰქონდეს არანაირ იძულებას და ემიგრანტი ქალბატონებს აიძულებენ ოჯახის წევრები ემიგრაციაში შრომასო,მაგრამ ზუსტად მასე აიძულებენ ოჯახის წევრები ჯარისკაცებს,მეხანძრეებს,მშენებლობის მუშებს,ოჯახის სარჩენად შრომას, ქალების დემაგოგიური მიდგომა ისაა,რომ აცხადებენ,უნდა იმუშაოს აბა რა უნდა ქნასო,მაგრამ ის რომ ეს სიცოცხლისათვის საშიში შრომაა,ქალებს არ ადარდებთ,თურმე ის უფრო საშინელებაა,რომ მოხუცს უვლიდე სადღაც საბერძნეთში
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა  ხელისუფლებაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა ხელისუფლებაში?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები