"ღიმილი ჩემს სახეზე, არ ნიშნავს, რომ იდეალური ცხოვრება მაქვს, უბრალოდ, ვიღებ იმას, რასაც ღმერთი მაძლევს და ამით ბედნიერი ვარ"
20-12-2016
"ღიმილი ჩემს სახეზე, არ ნიშნავს, რომ იდეალური ცხოვრება მაქვს, უბრალოდ, ვიღებ იმას, რასაც ღმერთი მაძლევს და ამით ბედნიერი ვარ"
"ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, არაორდინალური სამსახურით" - ღიმილიანი გოგონა "ლამაზმანიდან" დღემდე

ფოტოგალერეა

ჯულია ფიონა რობერტსი 1967 წლის 28 ოქტომბერს დაიბადა ჯორჯიის შტატში. მისი და-ძმა, ერიკ და ლისა რობერტსებიც მსახიობები არიან. ჯულიას პოპულარობა "90-იანებში საკულტო ფილმად ქცეული "ლამაზმანით" დაიწყო, რომელშიც დამწყებმა მსახიობმა რიჩარდ გირთან ერთად ითამაშა და მაშინვე მოინადირა ამერიკელი მაყურებლის გული და არა მხოლოდ. ფილმმა მსოფლიოს მასშტაბით 464 მილიონი დოლარის მოგება მოუტანა მის ავტორებს. ყველა მსახიობისთვის საოცნებო ჯილდო "ოსკარი" კი მშვენიერმა
ჯულიამ ფილმ "ერინ ბროკოვიჩში" შესრულებული როლისთვის მიიღო.


მსახიობს შესაშური ბავშვობა ნამდვილად არ ჰქონია, მიუხედავად იმისა, რომ წარსულის გახსენება არ უყვარს, რამდენიმე ინტერვიუში აღიარა, რომ მისი მამობილი ალკოჰოლის მომხმარებელი იყო
და მისი მძიმე ხასიათის გამო ოჯახში ხშირად ხდებოდა კონფლიქტები. რობერტსის დედა ბეტი 1972 წელს დაქორწინდა მეორედ და ამ ქორწინებამ 1983 წლამდე გაძლო. ამბობენ, რომ ჯულია სახლში ღამეს ხშირად არ ათევდა, რათა მამინაცვალთან ჩხუბი თავიდან აეცილებინა, სამწუხაროდ, მამინაცვალს ჯულიას და-ძმასთანაც დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა, თუმცა ქალბატონი ბეტის მეორე ქმართან გაშორების შემდეგ ოჯახში სიტუაცია დასტაბილურდა.

ჯულია რობერტსაც კარგა ხანს არ უმართლებდა სიყვარულში, არა ერთი წარუმატებელი რომანის შემდეგ, მსახიობმა იპოვა ცხოვრების თანამგზავრი, კინოოპერატორი დანიელ მოდერი, რომელიც ფილმ "მექსიკელის" გადაღებებზე, 2000 წელს გაიცნო.
წყვილი სამ შვილს ზრდის და მიუხედავად ბევრი ჭორისა მათი ოჯახის დანგრევის შესახებ, ჯერჯერობით ინარჩუნებენ ოჯახს და გარკვეული დროის ცალ-ცალკე ცხოვრების შემდეგ, კვლავ ერთად არიან. ჯულია ყოველთვის გამოირჩეოდა თბილი ხასიათით და მეგობრული დამოკიდებულებით კოლეგების მიმართ, გასაჭირში არც ბრედ პიტი მიუტოვებია, რომელიც ანჯელინა ჯოლისთან დაშორების შემდეგ, თურმე ხშირად სტუმრობს ჯულიას და დანიელს და დროს მათ ოჯახურ გარემოში ატარებს.

რატომ გადავწყვიტე ამ საოცარ ქალზე დამეწერა? ალბათ იმიტომ, რომ ჩვენს საუკუნეში რთულია წარმატებულმა და პოპულარულმა ადამიანმა, ადამიანის სახე შეინარჩუნოს და დარჩეს ისევ ისეთი უბრალო, როგორიც კარიერის დასაწყისში იყო.

"თუ ადამიანს შენგან წასვლა უნდა, გაუშვი, ეს სრულებით არ ნიშნავს იმას, რომ ის ცუდია და იმიტომ გტოვებს, ეს უბრალოდ იმას ნიშნავს, რომ მისი ნაწილი დრო შენს იტორიაში დასრულდა", - ამბობს მსახიობი ერთ-ერთ ინტერვიუში.

გთავაზობთ მშვენიერი ჯულიას რამდენიმე ფრაზას:

"როდესაც გინდა, რომ სხვა ადამიანი ბედნიერი იყოს, მიუხედავად იმისა ხარ თუ არა მისი ცხოვრების ნაწილი, ეს სიყვარულია".

"ყოველთვის ლამაზი იქნები თუ საყვარელი ადამიანი ყოველ დღე შეყვარებულის თვალებით შემოგხედავს".

"ძალიან ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, არაორდინალური სამსახურით".

"ღიმილი ჩემს სახეზე, არ ნიშნავს, რომ იდეალური ცხოვრება მაქვს, უბრალოდ, ვიღებ იმას, რასაც ღმერთი მაძლევს და ამით ბედნიერი ვარ".

იხილეთ ფოტოგალერეა

rusudani
23 დეკემბერი 2016 21:21
kvelasgan gamoirceva sikvarulis pil
A
mebshi pirvelia
23 დეკემბერი 2016 21:18
cemi saocari msaxiobi.arvuci cxovrebashic iseti xasiatebisariis tu ara magram.marto pilmi ar aris misi xasiatebis da tarmatebebis mizexi.is bunebitac shedis pilmebis dasasrulshi dasasrulshi da gvipyrobs mayurebels.anu imis tkma minda rom is is aris macduri periaaa
kk
22 დეკემბერი 2016 12:28
ამ ქალზე ბავშობიდან ვგიჟდები მას მერე რაც steel magnolias-ს ვნახე,საოცრად ლამაზი და არ გვას ტუჩებდაპრუწულ ვაი სელებრითებს დღეს რომ ბევრია ჰოლივუდში,ცუდია რომ ხშირად აღარ იღებენ,არ იხიდს და ალბათ იმიტომ,ბერჯერ თქვა რომ არასდროს გაიხდის ეკრანზე.ყველა მისი როლი დაუვიწყარია და საოცრად მაგარი იუმორის გრძნობა ქსვ ელენბის შოუში მაგარს ღადაობს ხოლმე ისე ყვება :D

რედაქტორის რჩევით