ახლობლებმა ქალი შეჭამეს, რაღა დროს შენი გათხოვებაა, მაგ კაცს საკუთარი შვილების მოსამსახურედ უნდიხარო...
23-12-2016
ახლობლებმა ქალი შეჭამეს, რაღა დროს შენი გათხოვებაა, მაგ კაცს საკუთარი შვილების მოსამსახურედ უნდიხარო...
თბილისი - ყველაზე ჭორიკანა ქალაქი

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს დედაქალაქში უკვე მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, აქ მაინც ყველა ყველას იცნობს, ყველას ყველაზე საკუთარი აზრი აქვს და დარწმუნებულებიც არიან, ვინ როგორც უნდა იქცეოდეს, ზედმიწვნით კარგად იციან...

ჩემი მეგობრის მამიდა 50 წელს მიღწეული ქალია, დღემდე ლამაზი და სათნო, როგორც ამბობენ, თაყვანისმცემლები მუდამ ჰყავდა, თუმცა ოჯახის შექმნა ხან მშობლების პრობლემების, ხანაც და-ძმის, ხანაც უბრალოდ უდროობის გამო ვერ მოახერხა, თუმცა ამ ცოტა ხნის წინ
კვლავ გამოჩნდა მეტად სიმპათიური ქვრივი მამაკაცი, რომელმაც მასზე ქორწინება მოისურვა და ქალიც არ იყო უარზე, თუმცა ახლობლები გადაირივნენ, მათ შორის ჩემი მეგობარიც, რომელიც თანამედროვედ მოაზროვნე ადამიანი მგონია... პირდაპირ შეჭამეს ქალი, რაღა დროს შენი გათხოვებაა, ხალხი რას იტყვის, შვილი შენ აღარ გეყოლება, მაგ კაცს კი საკუთარი
შვილების მოსამსახურედ უნდიხარო...

იმდენი ქნეს, გადააფიქრებინეს, რამაც კიდევ ერთხელ ცხადად დამანახა ჩვენს ქალაქში გამეფებული ყოვლად არასწორი ურთიერთობების სიმახინჯე.

ვისი რა საქმეა მე როგორ მოვიწყობ ცხოვრებას?!
საკმარისი არ არის ის სიკეთე რაც ქალმა დიშვილებსა და ძმიშვილებს აქამდე გაუკეთა, ნუთუ არ აქვს უფლება აწი მაინც ის გააკეთოს, რაც სურს?!

ჩემი მეგობარი ბოლოს და ბოლოს კი მიხვდა, რომ არასწორად იქცეოდა, მაგრამ რაღა დროს, ქალმა გადაწყვეტილება ისევ "ხალხის აზრის" სასარგებლოდ მიიღო.


რაც უფრო მეტი დრო გადის, ვხვდები, რომ ზრდასრული ადმიანისთვის აზრის შეცვლის მცდელობა წყლის ნაყვაა და მეტი არაფერი. ყველაზე გამაღიაზიანებელი კი ის არის, რომ სხვები (თუნდაც მეგობრები, ნათესავები, ახლობლები) შენს ცხოვრებაში, შენს პირად ურთიერთობაში, ჩაცმის სტილში, ცხოვრების წესში დაუკითხავად ერევიან.

ასე არ უნდა ჩაიცვა, იმიტომ რომ "ბავშვივით" გამოიყურები, ამას არ უნდა შეხვდე, იმიტომ რომ "საშენო" არაა, კაცებთან ურთიერთობა იმიტომ უნდა დაიწყო, რომ სარგებელი ნახო ან პირიქით ის კაცი შენით მხოლოდ შენი მდგომარეობის გამო დაინტერესდა და ა.შ. მოკლედ, რამდენი ადამიანიცაა, იმდენი აზრი და სიმართლე რომ არსებობს, ამას არ უნდა ბევრი ლაპარაკი, მაგრამ რაც არ უნდა იყოს და როგორ ძალიანაც არ უნდა გწამდეს შენი სიმართლის, ყოვლად დაუშვებელია, საკუთარი აზრის სხვაზე მოხვევა. თან როდესაც ამას აგრესიული ტონით აკეთებ.

ერთისთვის ფულია მხოლოდ მნიშვნელოვანი, მეორესთვის კი სხვა ღირებულებებს უკავიათ დიდი ადგილი. ზოგისთვის კარიერა ლოგინზე გადის, ზოგი კი თავისი გონებრივი შესაძლებლობებით ცდილობს მიაღწიოს წარმატებას და კაცის ნაყიდი არც სახლი უნდა და არც "გაკეთებული" სამსახური. და რომ დავფიქრდეთ, რა პრობლემაა? ყველას თავისი ცხოვრება აქვს და გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი, ხომ არ შეიძლება ამ ქალაქში ყველა ერთმანეთის საქმეში ჰყოფდეს ცხვირს და ადამიანებს მეტი საქმე არ ჰქონდეთ გარდა სხვისი ქცევების განხილვა-გაკრიტიკებისა?

ყველაზე სასაცილო კი ისაა, როცა ზრდასრული ადამიანები, რომლებსაც წესით, უფრო მეტი უნდა ესმოდეთ და სხვისი აზრის პატივისცემა შეეძლოთ, გაუგონრად იქცევიან.

ამას ალბათ მშობლები უნდა ასწავლიდნენ შვილებს, რომ სხვის აზრს და არჩევანის თავისუფლებას პატივს უნდა სცემდე!

საერთოდ, სწორი და არასწორი ძალიან რთული განსასაზღვრია, რადგან თოთოეულ საკთხე ყველას განსხვავებული შეხედულება აქვს, ერთადერთი, რაც ამ "დალოცვლ" ქვეყანაში თაობების შეცვლის მიუხედავად არ გამოსწორდა და ალბათ არც არასოდეს გამოსწორდება, იმის გააზრებაა, რომ სხვის ცხოვრებაში აქტიურად არ ჩავერიოთ და არ ვაიძულოთ ადამიანები ისე იცხოვრონ, როგორც ჩვენ მოგვწონს... დავიჯერო ასე რთულია იმის შეგნება, რომ ჩვენი საქმე არაა ვინ როგორ მოიქცევა და რას უზამს თავის ცხოვრებას?

უმჯობესი იქნება ყველა თავის წარსულს და აწმოს თუ მიხედავს და მომავლის შეცვლაზე იფიქრებს, ხოლო სხვები თავს როგორმე მოუვლიან ზედმეტი მითითებების, ჩარევის და კორექტირებების გარეშე.

ნია
06 აპრილი 2018 23:50
ათი ადამიანიდან ცხრას ფეხებზე ჰკიდიხარ. ის ერთი კი,შენი ბედით დაინტერესებული, შენ თვითონ ხარ. თუ შენ არ მიხედე შნს თავს, სხვისთვის მხოლოდ ტვირთი იქნები. ცხოვრება გამოვლილ ქალს, ამ ასაკში, აქეთ უნდა ეკითხებოდნენ ჭკუას და თვითონ არავის წინაშე არ უნდა იყოს ანგარიშვალდებული. იმაზე უნდა ეფიქრა, რომ ასაკის მატებასთან ერთად, ის ყოველთვის მარტოობისთვის და ზედმეტი ბარგობისთვის იქნება განწირული, თუ ერთგული თანამგზავრი არ ეყოლა ცხოვრებაში. კაციც და ქალიც ცოდვაა უერთმანეთოდ. ქმრის ფასი არავინაა ქალისთვის, არც შვილები და არც მშობლები. ყველას ტავისი ცხოვრება აქვს , მხოლოდ შენი "ცუდი" მეუღლეა შენი და შენთვის და კარგ მეუღლეზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. უნდა გათხოვილიყო აუცილებლად. სისულელე გაუკეთებია. გაუწირია თავისი თავი და რისი და ვისი გლისთვის?
რა გვეშველება ხალხოოოო
05 ნოემბერი 2017 17:35
სასაცილოა ამ ასაკის ქალი რომ კიდევ ახლობლებს ეკითხება რა უნდა გააკეთოს, გამოიღვიძეთ ხალხნო რა გჭირთ, რით ვერ მოიშორეთ წინა საუკუნის კომპლექსები?!
lali
05 ნოემბერი 2017 15:22
ვარ 56 ცლის ბედმა ისე ინება რომ მარტო ვკოპილიკავი არც სჰეხედულება მაკლდა და ატც განატლებ ა დგესაც მსჰვენივრად გამოვიკურები მაგრამ როცა ბედი არ არის არ არის რას იზამ არც ვნანობ დაარც ვინმეს ვადანასჰაულებ გმერტს მადლობა რომ პინანსურად დამოუკიდებელი ვიკავი და ვარ ისე დგევანდელ ცარუმატებელ კასებს ნამდვილად ვერ სჰევეგუებოდ

რედაქტორის რჩევით