გინდათ ლამაზი ცოლი? - მაშინ ნუ წუწუნებთ, რომ ქალი ბევრ ფულს ხარჯავს
29-12-2016
გინდათ ლამაზი ცოლი? - მაშინ ნუ წუწუნებთ, რომ ქალი ბევრ ფულს ხარჯავს
"სილამაზეს მსხვერპლი კი არა ფული სჭირდება, ფული"!

"არ მესმის კაცების, რომლებიც წუწუნებენ იმაზე, რომ ქალებს მხოლოდ ფული სჭირდებათ და ამავდროულად მოსწონთ, აკურატულად გადასმული მანიკური მოვლილ ფრჩხილებზე, მოწესრიგებული თმა და გემოვნებიანი პარფიუმი. ამბობენ, რომ სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს, ეს სისულელეა.. სილამაზე მოითხოვს ფულს", - თქვა თავის დროზე ლეგენდარულმა დიზაინერმა კარლ ლაგერფილდმა და მეც ვეთანხმები. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ ფულის გამო ქალებმა პირადი ურთიერთბები უნდა დაიწყონ და ამით მიაღწიონ სასურველ
მიზანს, მაგრამ ფაქტია, რომ ლამაზ და მოუვლელ ქალს გვერდით ულამაზო და მოვლილს თუ დაუყენებთ, ეს უკანასკნელი ბევრად მეტ ეფექტს მოახდენს მაყურებელზე. ქალის გარეგნობაში იმდენ დეტალს აქვს მნიშვნელობა, კაცებს წარმოდგენაც კი რომ არ აქვთ. მათ მოსწონთ მიღებული შედეგის ყურება, თუმცა რამდენი დრო და რესურსია დახარჯული იმაში,
რომ კანი გლუვი, თმა ნაზი, კბილები თეთრი, სუნი დასამახსოვრებელი და სასიამოვნო იყოს, წარმოდგენაც არ აქვთ.

ასაკის მატებასთან ერთად, იზრდება ხარჯებიც, რადგან, სამწუხაროდ, ჯერჯერობით დაბერების შემაჩერებელი ელექსირი არავის გამოუგონია. ამიტომაც უწევთ ქალებს კოსმეტოლოგიურ მომსახურებაში, მასაჟებში, სპა პროცედურებში ფულის გადახდა და დამიჯერეთ, ეს 50 და 100 ლარი ნამდვილად არ ღირს.

მახსოვს, ჩემი მეგობარი ამბობდა, გიჟს ჰგავს ჩემი ქმარი, რას აკეთებ ამდენი ხანი ამ სალონებში და ამდენს რატომ ხარჯავო, - არადა მოუვლელი, ცუდად ჩაცმული ქალი გვერდით არ უნდაო. აი, ზუსტად ეს არის პრობლემა, რომ მამაკაცები ხშირად არ უკვირდებიან იმ პროცესებს, რომლებიც მათ პარტნიორებს სრულყოფილებად ქმნიან.

და რომ გადავითვალოთ თვეში რამდენი სჭირდება ადამიანს იმისთვის, რომ შესაფერისად გამოიყურებოდეს, შეიძლება არც კი დაიჯეროთ ისეთ რიცხვს მიიღებთ. თუ ამ ყველაფერს მაღალი ხარისხის ტანსაცმელს დავუმატებთ, რა თქმა უნდა ხარჯებიც გაიზრდება, და საერთოდ ეს ქალების გადასაწყვეტია თავის მოვლაში რამდენს და როგორ დახარჯავენ, უბრალოდ, ბევრის დამოკიდებულება ამ თემასთან ძალიან არალოგიკური და გამაღიზიანებელია. როდესაც გინდა შენი ცოლი ლამაზად გამოიყურებოდეს და მით უფრო, როდესაც ის ამისთვის თავის გამომუშავებულ ფულს ხარჯავს, პრეტენზიის წაყენება სრულიად უადგილოა. თან მაშინ, როდესაც "ქართველი ვაჟკაცები" ჭამა-სმაში იმდენს ხარჯავენ, რომ ერთი ჯარი დაპურდებოდა მათი ხარჯებით.

ქალს სჭირდება, სალონიდან-სალონში სიარული, ლამაზი, მოხდენილი კაბები, დახვეწილი ფეხსაცმელები, ნაზი კანი, მოვლილი თმა, მანიკურის გაკეთებაში დახარჯული საათები და კიდევ ბევრი წვრილმანი, რომელიც გვეხმარება თავი ნამდვილ ქალებად ვიგრძნოთ. ჩემი მეგობარი იმასაც კი ხუმრობდა, სულ არ მინდა კაცი, როცა ლამაზად მაცვია და ჩემი თავი მომწონსო, ესეც ალბათ მეორე უკიდურესობაა, თუმცა კაცი იქნება თუ არა ქალის გვერდით მაგას გადამწყვეტი მნიშვნელობა, ჩემი აზრით, არ აქვს, მთავარია ჩვენ რა გვაბედნიერებს და იქნება ეს თავის მოვლის საშუალებები თუ სხვა რამ...

ana
05 ნოემბერი 2017 14:01
ქართველი კაცისთვის ლამაზი ქალი ხიხია
912-ს
24 მაისი 2017 17:42
მოიცა,მარტო ქალები არიან გაჭირვებაში? საერთოდ ცოლის სილამაზეში რატომ უნდა ჩადო ფული,კაცების არჩევანი რომ ჰქონდეს,მაგას არ სჯობია იმ ფულით სხვადასხვა ქალი იქირავო დროებით :)))) რა არ არსებობენ დასაქირავებლები თუ რა?!
912
04 იანვარი 2017 13:28
ნუ საუბრობთ ქალზე როგორც მანქანაზე სირცხვილია როგორ დაახარჯავს ქალი საკუთარ თავს ფულს როცა იცის რომ რამდენიმე დღეში ბავშვების საჭმლის ფული არ ექნება საქართველოში ოჯახების 80% ეგრეა

რედაქტორის რჩევით