ქალი კეთილდღეობის მოსაპოვებლად სექსზე თუ თანახმაა, "ბოზია" და კაცი?!.
ქალი კეთილდღეობის მოსაპოვებლად სექსზე თუ თანახმაა, "ბოზია" და კაცი?!.
მთავარია ადამიანობა და არა სქესი

დილას, როგორც წესი, პირველი, რასაც ვაკეთებ სოციალურ ქსელებს ვათვალიერებ... ჰოდა, ვინ გაცდის წესიერად გაღვიძებას, თვალი გავახილე თუ არა, პირველი რაც ვნახე, სრულიად შეურაცხმყოფელი და გაუგონარი ფოტო იყო, რომელზეც დატანებული ტექსტი გვამცნობდა, რომ ქალები ახალი ტელეფონების, მანქანების, სახლების და მოკლედ, ფულის გამო, სექსზე უარს არ ამბობენ.

კი ბატონო, მაგის გამო კი არა, სამსახურებში დაწინაურების მიზნითაც კი არ ამბობენ სრულიად ამაზრზენ უფროსობასთან "რომანტიული" ურთიერთობის დაწყებას, მაგრამ ვინ
დაასკვნა და დამტკიცა, რომ ასე მხოლოდ ქალები იქცევიან?


არაერთი კაცი ვიცი, რომელიც ზუსტადაც რომ ფულის გამო თამაშობს შეყვარებული ადამიანის როლს ცოლთან... მას შემდეგ, რაც მოჰყავთ მდიდარი მშობლების ქალიშვილები და იწყობენ სხვის ხარჯზე ცხოვრებას, რომელშიც კომფორტულად მოკალათებულები დიდხანს და ბედნიერად არსებობას ცდილობენ...

ოდესმე, ასეთ კაცებზე ქილიკი
გაგიგონიათ?
მე პირადად, - არა. ერთადერთი ბოლო დროს, ზოგიერთ ქართულ სერიალში წამოიწია ამ თემამ და დაანახეს საზოგადოებას, რომ მხოლოდ ქალები არ კავდებიან სექსით პირადი ინტერესების გამო. რა შუაშია აქ საერთოდ სქესი? - ეს ყველაფერი ადამიანის შინაგან სამყაროზე, მის ხასიათსა და მორალზეა დამოკიდებული გინდ ქალი იყოს და გინდ კაცი. მაგრამ ჩვენს ქვეყანაში ხომ ყველაფერი ქალებს უნდა დაბრალდეს, მათ უნდა "შეტენონ" ყველაფერი, გადატეხონ მათზე ჯოხი და უწმინდურ, ბინძურ არსებებად მოიხსენიონ.

მაინც მგონია, ასეთი ტექსტების ავტორები ის კაცები არიან, რომლებთანაც ქალები მხოლოდ გამორჩენის გამო თუ იწყებენ ურთიერთობას. წარმოიდგინეთ, რა საცოდავი უნდა იყო კაცი, რომ ქალს შენი ფული, საჩუქარი ან ხელფასის მომატება შესთავაზო იმისთვის, რომ სიამოვნება მიიღო. ისე, რომ თავი არ აქვს არაფრის, გამწარდება ბოლოს, აბა, რას იზამს. მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, ისეთი კაციც შემხვედრია, რომელიც სამსხურში დაწინაურებას, მანქანებს, ხელფასის გაზრდასაც კი ჰპირდებოდა ლამაზ გოგონებს, მაგრამ ბოლოს მაინც გაწბილებული დარჩა...

ჰოდა, ვიდრე ქალების კრიტიკას დაიწყებთ, მანამდე თქვენს გარშემოც გაიხედეთ, რამდენი მხარ-თეძოზე წამოგორებული მამაკაცია, ტელევიზორის ყურების და ლობიოს ხეთქვის გარდა არაფერს რომ არ აკეთებს. რამდენის ცოლი მუშაობს საზღვარგარეთ არც თუ ისე სასიამოვნო სამუშაოზე მხოლოდ იმიტომ, რომ ეს გაზულუქებული ლოქოები არჩინონ, რამდენი ქმნის ოჯახს ბიზნესმენი სიმამრის გამო... მერე გამოდიან და ქალებზე წერენ ათას სისულელეს, არ გრცხვენიათ მაინც?

ზოგჯერ უბრალოდ ძალიან დამღლელია, რომ ყველაფერ ბინძურში მდედრობითი სქესი უნდა ამოისვაროს და ვის გამო? - ისევ ამ მხდალი, არაფრის მაქნისი კაცების კომპლექსების გამო.

ასე, რომ, ძვირფასო კაცებო, ვიდრე ჩვენ გაგვაკრიტიკებთ, სარკეში მაინც ჩაიხედეთ ხოლმე დილაობით, იქნებ, რაიმეს შეცვლა ადრე თუ გვიან მოახერხოთ, შედეგად კი თქვენც დაისვენებთ და ჩვენც!

ეთერი
20 სექტემბერი 2017 07:58
ავტორი საერთოდ არ იცნობს პრობლემას,ისე ჰაერზე ლაპარაკობს.ეხლა მოდაშია ქალების დაცვა და ავტორიც მოდას აყოლილა.მთელი ჩემი ცხოვრება, ჩემს გარშემო არავინ არ სცემდა პატივს ისეთ მამაკაცებს,ვინც ქონების გულისთვის ქორწინდებოდა და თავისთვის ძალიან შეუფერებელ ცოლს მოიყვანდა.პირველ რიგში,კაცები დასცინოდნენ ასეთ კაცებს ზურგს უკან.რა შუაშია ქალი და კაცი.ორივე ადამიანია და ორივეს ახასიათებს ადამიანური სისუსტეები.არასოდეს არ ესწავლებოდათ საქართველოში კაცებს ქალების პატივისცემა და ასეა ეს დღესაც.თუ სადმე რომელიმე ქალს ცუდად ექცევა ქმარი,ეს ერთეული შემთხვევებია და მთელ საზოგადოებას არ უნდა მივაწებოთ ასეთი იარლიყი. ქალის ხელში გამწარებული ბევრი კაცი მინახავს,მაგრამ არავინ არ იბრძვის მათი უფლებების დასაცავად. ეს ყველაფერი ცხოვრების ცუდი პირობებიდან გამომდინარეა.გეყოფათ,სირცხვილია.იმუშავეთ საკუთარ თავზე და გაიზარდეთ ისეთ სერიოზულ ჟურნალისტად მთელმა ერმა რომ გცეთ პატივი.
3
14 სექტემბერი 2017 12:53
ზოგი კაცი მაგის გამო ორიენტაციას იცვლის მდიდარი კაც საყვარელის გამო, ეს საკმაოდ მიღებული პრაქტიკაა
ნათელა
12 სექტემბერი 2017 02:42
ათასობით ქალია გასული საქართველოდან .რომელთა ხარჟზეც ცხოვრობენ მათი ქმრები . თავმოყვარე მამაკაცი ცოლს გაღმა არ გაუშვებს და მის ხარჯზე არ იცხოვრებს
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები