ქალი კეთილდღეობის მოსაპოვებლად სექსზე თუ თანახმაა, "ბოზია" და კაცი?!.
ქალი კეთილდღეობის მოსაპოვებლად სექსზე თუ თანახმაა, "ბოზია" და კაცი?!.
მთავარია ადამიანობა და არა სქესი

დილას, როგორც წესი, პირველი, რასაც ვაკეთებ სოციალურ ქსელებს ვათვალიერებ... ჰოდა, ვინ გაცდის წესიერად გაღვიძებას, თვალი გავახილე თუ არა, პირველი რაც ვნახე, სრულიად შეურაცხმყოფელი და გაუგონარი ფოტო იყო, რომელზეც დატანებული ტექსტი გვამცნობდა, რომ ქალები ახალი ტელეფონების, მანქანების, სახლების და მოკლედ, ფულის გამო, სექსზე უარს არ ამბობენ.

კი ბატონო, მაგის გამო კი არა, სამსახურებში დაწინაურების მიზნითაც კი არ ამბობენ სრულიად ამაზრზენ უფროსობასთან "რომანტიული" ურთიერთობის დაწყებას, მაგრამ ვინ
დაასკვნა და დამტკიცა, რომ ასე მხოლოდ ქალები იქცევიან?


არაერთი კაცი ვიცი, რომელიც ზუსტადაც რომ ფულის გამო თამაშობს შეყვარებული ადამიანის როლს ცოლთან... მას შემდეგ, რაც მოჰყავთ მდიდარი მშობლების ქალიშვილები და იწყობენ სხვის ხარჯზე ცხოვრებას, რომელშიც კომფორტულად მოკალათებულები დიდხანს და ბედნიერად არსებობას ცდილობენ...

ოდესმე, ასეთ კაცებზე ქილიკი
გაგიგონიათ?
მე პირადად, - არა. ერთადერთი ბოლო დროს, ზოგიერთ ქართულ სერიალში წამოიწია ამ თემამ და დაანახეს საზოგადოებას, რომ მხოლოდ ქალები არ კავდებიან სექსით პირადი ინტერესების გამო. რა შუაშია აქ საერთოდ სქესი? - ეს ყველაფერი ადამიანის შინაგან სამყაროზე, მის ხასიათსა და მორალზეა დამოკიდებული გინდ ქალი იყოს და გინდ კაცი. მაგრამ ჩვენს ქვეყანაში ხომ ყველაფერი ქალებს უნდა დაბრალდეს, მათ უნდა "შეტენონ" ყველაფერი, გადატეხონ მათზე ჯოხი და უწმინდურ, ბინძურ არსებებად მოიხსენიონ.

მაინც მგონია, ასეთი ტექსტების ავტორები ის კაცები არიან, რომლებთანაც ქალები მხოლოდ გამორჩენის გამო თუ იწყებენ ურთიერთობას. წარმოიდგინეთ, რა საცოდავი უნდა იყო კაცი, რომ ქალს შენი ფული, საჩუქარი ან ხელფასის მომატება შესთავაზო იმისთვის, რომ სიამოვნება მიიღო. ისე, რომ თავი არ აქვს არაფრის, გამწარდება ბოლოს, აბა, რას იზამს. მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, ისეთი კაციც შემხვედრია, რომელიც სამსხურში დაწინაურებას, მანქანებს, ხელფასის გაზრდასაც კი ჰპირდებოდა ლამაზ გოგონებს, მაგრამ ბოლოს მაინც გაწბილებული დარჩა...

ჰოდა, ვიდრე ქალების კრიტიკას დაიწყებთ, მანამდე თქვენს გარშემოც გაიხედეთ, რამდენი მხარ-თეძოზე წამოგორებული მამაკაცია, ტელევიზორის ყურების და ლობიოს ხეთქვის გარდა არაფერს რომ არ აკეთებს. რამდენის ცოლი მუშაობს საზღვარგარეთ არც თუ ისე სასიამოვნო სამუშაოზე მხოლოდ იმიტომ, რომ ეს გაზულუქებული ლოქოები არჩინონ, რამდენი ქმნის ოჯახს ბიზნესმენი სიმამრის გამო... მერე გამოდიან და ქალებზე წერენ ათას სისულელეს, არ გრცხვენიათ მაინც?

ზოგჯერ უბრალოდ ძალიან დამღლელია, რომ ყველაფერ ბინძურში მდედრობითი სქესი უნდა ამოისვაროს და ვის გამო? - ისევ ამ მხდალი, არაფრის მაქნისი კაცების კომპლექსების გამო.

ასე, რომ, ძვირფასო კაცებო, ვიდრე ჩვენ გაგვაკრიტიკებთ, სარკეში მაინც ჩაიხედეთ ხოლმე დილაობით, იქნებ, რაიმეს შეცვლა ადრე თუ გვიან მოახერხოთ, შედეგად კი თქვენც დაისვენებთ და ჩვენც!

მკითხველის კომენტარი (40)
jiji
05 იანვარი 2017 18:26
დიახ! მთავარი ღირსებაა (მე ასე ვიტყვი) და არა.. ა.შ. მერე ჩანს ვინც ხარ! ისე კი, ქალი ნამდვილად ბოზია! იმიტომ, რომ საწყისია, ფუძეა და მეტი დანიშნულება გააჩნია! კაცის ბოზობა სხვა რამეს ჰქვია, თუმცა ვინ თქვა, რომ ასეთი ტიპები ვაჟკაცებში პატივისცემას იმსახურებენ! ზედსიძეზე არაფერი გაგიგიათ (ქალის ხარჯზე მყოფი ჯანმრთელი კაცი რა კაცია)? რაც შეეხება წასულებს - კი ბატონო, გაძნელდა ცხოვრება, მაგრამ ვთვლი რომ, უდიდესი ნაწილი იოლი და უკეთესი ცხოვრებისთვის მიდის. აქ არ გაიჭირვებენ იმას, რასაც იქ იტანენ, რომ მერე მეზობელს (გულის გასახეთქად) მეორადი ბეემვეთი ჩაუაროს! სიხარბე უფროა ეს! "წამოწოლილი" მდგომარეობა იქამდე მიგვიყვანს რასაც luxo წერს! და საერთოდ.. ვეთანხმები ტროლს... რა თემაც ეს არის, საგნიასოდ! ხომ გაგიგონიათ მოარული: ქურდები ქურდობენ..! ბოზები ბოზობენ..! ახალ წელს გილოცავთ!
5iavari
05 იანვარი 2017 18:13
ვეკუჭკუჭე ამ ბლოგის დამწერს.ესეიგი ვენაცვალე.
ერთგული მკითხველი
05 იანვარი 2017 18:10
მაგალითად, ულამაზესი ნინი ნებიერიძე რომ გაყვა 20 წლით უფროს, სამნაცოლებ ბიზნესმენს. შეიძლება იმ კაცს სხვა რამ ღირსებები აქვს: გალანტურია, კულტურულია და ამითაც მოაწონა თავი, მაგრამ სამი ცოლი რომ ყავდა ეს უკვე დიდი მინუსია ჩემთვის.
მეორე მხრივ, ვერ გაამტყუნებ: "ნატვრის ხეში" რომ ამბობენ: სილამაზეს ნოყიერი ნიადაგი უნდა, რომ გაიხაროს და გამრავლდესო. ლამაზ გოგოს კარგი მოვლა უნდა რომ სილამაზე შეინაჩუნოს. შესაბრალი შესახედია, გაჭირვებაში მყოფი სილამაზე. ამასთან, ყოველდღიურ ყოფაში მოდის სიყვარული. როდესაც ის ფულიანი ქმარი საჩუქრებით, ყურადღებით, მოგზაურობით გაგანებივრებს, მართლაც სეგიყვარდება. მე მხოლოდ გათხოვების ვარიანტზე ვსაუბრობ, სხვაგვარ ვარიანტს არც განვიხილავ.

კირკიტა
05 იანვარი 2017 16:51
გავაზელი, ჯავახელი და მკითხველი ჯიგრები არიან.
ათენა
05 იანვარი 2017 14:29
მსგავსი ურთიერთობა ორივე სქესის შემთხვევაში ტრაგედიად მიმაჩნია! - ადამიანს ეფერებოდე, სულში იძვრენდე და ამას თამაშობდე, რომ სამაგიეროდ რაღაცა მიიღო, ეს ტრაგედიაა! არ არსებობს კეთილდღეობა სიყვარულის გარეშე! მაგრამ ვისთვის რა არის კეთილდღეობა იმასაც გააჩნია. სამწუხაროდ არსებობენ ბ....ბი და ალფონსები და სხვათაშორის ასეთი გათხოვილი კაცების რაოდენობა დიდად არ ჩამორჩება ქალებისას!
კეთილდღეობა და ბედნიერება ის არაა რა გაცვია, რა მანქანა გყავს, ან რა მაგარი ბინა გაქვს! როცა სახლში ისეთი ადამიანი გეგულება, ვისაც თვალებში ჩახედავ და გათბები, ამაზე დიდი სიმდიდრე და კეთილდეობა რა უნდა იყოს?!
გავაზელი
05 იანვარი 2017 14:16
უკვე ეჭვი მიჩნდება, რომ ავტორსაც ამ საძრახისი გზით უნდოდა წარმატების მიღწევა, არაფერი გამოუვიდა და გაბრაზებულმა ეს პოსტი გამოაცხო.
ასეთი რა გაგაბრაზა შენმა ყოფილმა ქმარმა, რომ აქამდე არ გადაგიარა წყენამ?
ისე, ჰომოფობია მხოლოდ ზანგებისა და გომიკების სიძულვილი კი არაა. ქალს რომ მთელი საკაცეთი სძულს, არაა ჰომოფობი?
სოსო
05 იანვარი 2017 13:16
ქალის ხარჯზე ცხოვრებას რომ ალფონსობა ჰქვია თქვენც იცით და იგივე კაცის ბოზობაა,მათ შორის სხვაობა არაა.აქ რომ სწერთ ალფონსობა უფრო კარგად ჟღერსო,გაიხსენეთ შოთა რუსთაველი:ბოზი ლამაზსა გვიქვია,არაბულითა ენითაო".მშვენივრად ჟღერს არაა?მაგრამ ბოზი ბოზია და სიტყვის ძველი მნიშვნელობა ამას ვერ სცვლის ისევე როგორც ალფონსის ჟღერადობა.
ასე რომ ნუ იბოზებთ და ნუ იალფონსებთ სჯობია.
რატომ რატომ რატომ რატომ რატომ
05 იანვარი 2017 11:01
არ იმეტებს არავინ ატომურ ბობმს ჩვენთვის მადლი იქნებოდა
რეალობა
05 იანვარი 2017 10:55
დარწმუნებული ვარ ქართველი კაცების 98%-ს არ უხარია რომ მისი ცოლი გადაკარგულია. რომ მის ცოლს სადგაც ვიგაცის მოვლა უწევს. ეს უბრალოდ ცხოვრებააა გაძნელდა სამსახურის შოვნა და მორჩა!!!!

ასეთი ლანძღვა კაცების მხოლოდ იმათ შეუიძლიათ ვისაააც ის 2% ყავს ოჯახში, მეგობრებში, ახლობლებში! გაზლუქუნებული და ლოქოოოო. სხვა შემთხვევაში არა მგონია ქართევლი კაცი ასე გალანძღო


და სექს რაც გააჩნია ის ყოველთვის იყო არის და იქნება დაწინაურების ერთ-ერთი პრიორიტეტი!! და ვისააც როცა უნდა გამოიყენებს!!!
lali
05 იანვარი 2017 10:44
Gauxare kargo adamiano.mec sul amas vambib da kvela ratomgac cudi tvalit mikurebs magram me es ar madardebs.kalebi tu bozoben da bozebi arian tvitonn kacebi rato ar aguareben rom kalze uaresebi arian..gaixare 100% tiani simartlea

რუბრიკის სხვა სიახლეები
ბოლო ერთი წლის განმავლობაში როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
ბოლო ერთი წლის განმავლობაში როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები