ხალხური მედიცინა გვთავაზობს - კვირის პალიტრა

ხალხური მედიცინა გვთავაზობს

თუ რაიმე მიზეზით ხმა ჩაგეხლიჩათ, ხალხური მედიცინა გირჩევთ:

- ხშირად სვით რძიანი თბილი მწვანე ჩაი, ასკილის ნაყენი, ბალახეულის ჩაი (პიტნა, ცაცხვის ყვავილი, შავბალახა, გვირილა, სალბი), თბილი რძე კარაქითა და თაფლით.

- გამოივლეთ ყელში კალენდულას ან ევკალიპტის ნაყენი, საჭმელი სოდის, მარილისა და 1 წვეთი იოდის ხსნარი ან ფურაცილინის ხსნარი, წყალგარეული ვაშლის ძმარი (1 ჩ/კ ძმარი:1 ჭ თბილი წყალი).

- ხმას აღადგენს კარტოფილის ინჰალაცია.

- ვოკალისტებმა ხმის ჩახლეჩის ან ლარინგიტის დროს მომინანქრებულ ქვაბში ჩაასხით 1ს/ჭ თბილი წყალი, ჩაყარეთ 1/2 ჭიქა ანისულის თესლი, 15 წუთი ადუღეთ, გააგრილეთ, გაწურეთ, დაამატეთ 1/4 ჩ/ჭ ცაცხვის თაფლი და კიდევ წამოადუღეთ. გადმოდგით ცეცხლიდან, დაამატეთ 1ს/კ კონიაკი. სვით თითო ს/კ ყოველ ნახევარ საათში.

- სვით თაფლიანი კომბოსტოს ნახარში.

- კომბოსტოს ფოთოლი დასრისეთ, დაიდეთ ყელზე და შემოიხვიეთ შალის კაშნე.

- დაჩეჩქვილი 1 კბილი ნიორი ადუღეთ 1ჩ/ჭ რძეში და დალიეთ 1 საათის განმავლობაში.

- 50გ კონიაკი შეათბეთ, დაამატეთ 3ჩ/კ თაფლი და ლიმონის რამდენიმე წვეთი, დალიეთ ნელა, ყლუპ-ყლუპად. ხმა სწრაფად დაგიბრუნდებათ.

- ძილის წინ ათქვიფეთ 2 კვერცხის ცილა 2ჩ/კ შაქართან ერთად, დაამატეთ 50გ კონიაკი და დალიეთ. დილით ხმა დაგიბრუნდებათ.

- 5ც ლეღვს დაასხით მდუღარე რძე. გააგრილეთ და მთელი დღის განმავლობაში სვით. მეორე დღეს, შეიძლება ადრეც, ხმა მოგივათ.