გადაიღალეთ და ნერვებმა გიმტყუნათ? - კვირის პალიტრა

გადაიღალეთ და ნერვებმა გიმტყუნათ?

მედიკოსები ამტკიცებენ, რომ ყველა დაავადება ნერვების ბრალია და კაცობრიობას რომ შეეძლოს მოთოკონ ნერვები, თავი დააღწიონ თანამედროვე, ცხოვრების მუდმივ სტრესებს, ავადმყოფების 90% განიკურნებოდა ქრონიკული დაავადებებისგან.პირიქით, ნერვულ ნიადაგზე დაავადებათა რიცხვი იზრდება. ამიტომაც მედიკოსები გვირჩევენ გავუფრთხილეთ ნერვებს და აუცილებლობის შემთხვევაში ვუმკურნალოთ, რაშიც დიდ დახმარებას გაგვიწევს სამკურნალო ბალახები:

...შავბალახა ამშვიდებს ნერვებს, შველის ჰიპერტონიას, სტენოკარდიასა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს, დაბლა სწევს სისხლში გლუკოზის დონეს, ამიტომ რეკომენდებულია შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის.

2ს/კ შავბალახას დაასხით 1ჩ/ჭ მდუღარე, გააცივეთ და გაწურეთ. მიიღეთ 1-2 ს/კ ნაყენი დღეში 2-ჯერ.

...სვიის გირჩები და ნორჩი ღეროები ხსნიან გაღიზიანებას, ამშვიდებენ ნერვებს, კურნავენ ნევრალგიას.

2ს/კ სვიის გირჩა მოათავსეთ თერმოსში, დაასხით 0,5 ლ მდუღარე წყალი და გააჩერეთ 6 საათი. გაწურეთ და მიიღეთ 150 მლ თბილი წყალი დღეში 2-3-ჯერ ჭამამდე.

... სურნელოვანი პიტნის (შეიცავს მენთოლს) მცირე დოზა ამშვიდებს, დიდი დოზა კი - ტონუსს მატებს. პიტნის ჩაი ასტიმულირებს გულის მუშაობას და აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს. პიტნის ცივი ნაყენი - სასიამოვნო გამაგრილებელი საშუალებაა, ცხელი კი - შარდმდენია.

1ს/კ პიტნის გამხმარ ან ახალ ფოთლებს დაასხით 150მლ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 10-15 წუთი და მიიღეთ ყოველი ჭამის შემდეგ, როგორც გამამხნევებელი საშუალება. ხოლო პიტნის თბილი ჩაი, ძილის წინ  - დაგამშვიდებთ.

თუ გაღიზიანებული ხართ და ვერ მშვიდდებით, უძილობაც გაწუხებთ, დალიეთ ბარამბოს ჩაი ან ნაყენი. ბარამბო ამცირებს გულისცემას, ხსნის ნერვიულობას, დაბლა სწევს წნევას.

ლავანდის ეთეროვან ზეთს აქვს დამამშვიდებელი თვისება.

თუ ძილის წინ მიიღებთ ლავანდის ზეთის აბაზანას (დაამატეთ 5-6 წვეთი), მოგიხსნით დაღლილობას, დაგამშვიდებთ და მშვიდად დაიძინებთ.

5გ გამხმარი ლავანდის ყვავილს დაასხით 1ლ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 5 წუთი. ნერვული დაძაბულობისა და მოუსვენრობის დროს მიიღეთ 100მლ ნაყენი დღეში 3-4-ჯერ ჭამის წინ.

შროშანის ყვავილებსა და ფოთლებს დამამშვიდებელი თვისება აქვთ. შროშანის ნაყენი რეკომენდებულია ფუნქციური ნევროზის დროს. შროშანის ნაყენი შეგიძლიათ მიიღოთ ცალკე და სხვა მცენარეებთან ერთადაც.

გახსოვდეთ! შროშანი შხამიანია, ამიტომ გირჩევთ მიიღოთ მხოლოდ აფთიაქში ნაყიდი ნაყენი.