თევზის ქონი აუმჯობესებს მხედველობას - კვირის პალიტრა

თევზის ქონი აუმჯობესებს მხედველობას

ცნობილია, რომ თევზი ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, მათ შორის ინფარქტის განვითარების რისკს.ის უხვად შეიცავს ცილას, ორგანიზმისთვის შეუცვლელ ამინომჟავებს - ლიზინს, მეთიონიანსა და ტრიფტოფანს, ზღვის თევზი უფრო მეტი მინერალური ნივთიერების შემცველია, ვიდრე მტკნარი წყლისა.

თევზის ქონს ადვილად ითვისებს ორგანიზმი, ის ცხიმმჟავა ომეგა-3-ის წყაროა, რომელიც ხელს უწყობს უჯრედისების მემბრანების "აშენებას", სისხლში "კარგი" ქოლესტერინის დონის აწევას და განსაკუთრებული ნივთიერებების - პროსტაგლანტინების სინთეზირებას. ეს ჰორმონების მსგავსი ნივთიერებები საუცხოოდ მოქმედებენ ორგანიზმის ყველა სისტემაზე და აქვთ ანთებსაწინააღმდეგო თვისება.

ამიტომაც თევზის ქონი რეკომენდებულია სახსრების ანთების დროს.

A და D ვიტამინები პასუხს აგებენ სიბნელეში მხედველობაზე, თმის, კბილების და ფრჩხილების მდგომარეობაზე, ამუხრუჭებენ თვალის ბადურის დეგენერაციის პროცესს. თევზის ქონი ხელს უშლის დაბერების პროცესს.

ომეგა-3 ამაგრებს სისხლძარღვების კედლებს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ამაღლებს ორგანიზმში კარგი გუნება-განწყობილების გამომწვევი ჰორმონის - სეროტონინის გამომუშავებას, თრგუნავს სტრესის ჰორმონებს.

ყველაზე მეტ ომეგა-3-ს შეიცავს: ვირთევზა, სარდინი, ორაგული, კალმახი, სკუმბრია, ქაშაყი. გახსოვდეთ, დაკონსერვებული თევზი მნიშვნელოვნად კარგავს სასარგებლო ნივთიერებებს.

ამასთან, თევზის ქონი არარეკომენდებულია თევზისადმი მომატებული მგრძნობელობისა და ალერგიისას, ორგანიზმში ქრონიკული ანთებების,  ბრონქიალური ასთმის, თირკმლების უკმარისობის, გასტრიტისა და ღვიძლის დაავადებების დროს.

რადგან თევზის ქონი ათხელებს (მართალია, მცირედ) სისხლს, არ შეიძლება მისი მიღება იმავე თვისების მქონე ასპირინის შემცველ წამლებთან ერთად.>