ჯანმრთელი კბილები რომ გვქონდეს...
12-10-2009
კარიესი არა მარტო აუშნოებს კბილებს, არამედ სრულად ანადგურებს, იწვევს მწვავე ტკივილს და უსიამოვნო შეგრძნებებს, სხვადასხვა დაავადებას.
ჭამის შემდეგ საკვების ნარჩენები პირის ღრუს ბაქტერიების ძირითადი წყაროა. განსაკუთრებით საშიშია ნახშირწყლების შემცველი რაფინირებული საკვები, რითაც იკვებება ბაქტერიები, რომლებიც გამოყოფენ კბილის მინანქრის დამშლელ და ღრძილების ანთების გამომწვევ რძის მჟავას.
პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ კბილებისა და ღრძილების ყოველდღიური ჰიგიენა 75-80%-ით ამცირებს კბილების დაავადების რისკს. პირის ღრუს ჰიგიენა ითვალისწინებს კბილების გახეხვას ორჯერ დღეში (ყოველი ჭამის შემდეგ კბილების
გაწმენდა ჩხირების, ძაფის ან საღეჭი რეზინის საშუალებით), სასურველია, ხშირად ეჩვენოთ სტომატოლოგს. არანაკლები მნიშვნელობა ენიჭება საკვებს. აუცილებელია რაციონში იყოს პური, რძის პროდუქტი, ხორცი, ხილ-ბოსტნეული, სტაფილო და ა.შ.
კბილების ძირითადი საშენი მასალაა კალციუმი, რომელსაც შეიცავს ბანანი, მწვანე ბოსტნეული, რძე და უცხიმო რძის პროდუქტები, მათ შორის, ყველი. ასევე
აუცილებელია კბილებისთვის ფთორი, რომელსაც შეიცავს კბილის პასტა, ვიტამინების კომპლექსი, ელექსირები. საკვები პროდუქტები: თევზი (ვირთევზა, ლოქო, კეფალი) და ღვიძლი.
დამტკიცებულია, რომ კბილების რეგულარულად გახეხვისა და მკურნალობის შემდეგ იშვიათად მწვავდება ქრონიკული ტონზილიტი, იკლებს რევმატიზმის შემთხვევები...

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, უნდა იყოს თუ არა პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, უნდა იყოს თუ არა პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში?