ხალხური მედიცინა გვთავაზობს - კვირის პალიტრა

ხალხური მედიცინა გვთავაზობს

გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს - შეურიეთ ერთმანეთს 100-100გ ნატურალური თაფლი და კამის თესლი, 3 ს/კ კატაბალახას დაფქული (ან დაქუცმაცებული) თესლი. დაასხით 2ლ მდუღარე წყალი და 5 წუთი ადუღეთ. შემდეგ გადმოდგით და დილამდე დატოვეთ. დილით გაწურეთ და ნაყენი ჩაასხით მინის ჭურჭელში. მიიღეთ 2 ს/კ ნაყენი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. მკურნალობის კურსი 2 კვირაა. 10 დღის შესვენების შემდეგ გაიმეორეთ.

კლიმაქსის დროს - 1ს/კ გამხმარ დაქუცმაცებულ სალბს დაასხით 2 ჭ მდუღარე წყალი და 2 წუთი ადუღეთ. მიიღეთ ჩვეულებრივ ჭამის დროს დღეში 3-ჯერ. მკურნალობის კურსია 15 დღე. 2 კვირის შესვენების შემდეგ კურსი გაიმეორეთ.

მენსტრუაციული ციკლის დარღვევის დროს  - 2 ს/კ ალუბლის ქერქი მოათავსეთ თერმოსში, დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი. დილით გაწურეთ და მიიღეთ 4-ჯერ ჭამამდე ერთი საათით ადრე.

ყაბზობის დროს - მოხარშეთ მსხლის ჩირის კომპოტი (ან დაასხით მდუღარე წყალი), გააჩერეთ ერთი ღამე და დილით დალიეთ.

გულის აჩქარების დროს - დინდგელის 30%-იან ნაყენს (აფთიაქში შეიძინეთ), დაამატეთ კუნელის წვეთები (1:1) და ორი კვირის განმავლობაში მიიღეთ 30 წვეთი ნაყენი დღეში 2-3 ჯერ. შეისვენეთ 3 თვე და კურსი გაიმეორეთ.

ქრონიკული ბუასილის (ჰემოროის) დროს შემოდგომის დასაწყისში ფესვიან-ფოთლებიანად ამოთხარეთ 15 ძირი ტყის მარწყვი (არა ბაღის), დააქუცმაცეთ, ჩაყარეთ მომინანქრებულ ქვაბში, დაასხით 1ლ წყალი და 15 წუთი ადუღეთ. გადმოდგით და გააგრილეთ. სვით დღეში 3-ჯერ 1/2 ჩ/ჭ 1 თვის განმავლობაში.

ფეხის სოკოს დროს - ვაშლის ძმარში დაასველეთ ბამბის ქსოვილი და დაიფინეთ სოკოიან ადგილზე. პროცედურა გაიმეორეთ დღეში 6-ჯერ. გარდა ამისა, ფეხსაცმელები ძმრით გაწმინდეთ და გააშრეთ.

ოსტეოქონდროზის (მარილების დაგროვების დროს) 1ჩ/ჭ გარეცხილი და გამშრალი მზესუმზირას ფესვები დააქუცმაცეთ, ჩაყარეთ მომინანქრებულ ქვაბში, დაასხით 3ლ წყალი და 5 წუთი ადუღეთ, გადაწურეთ და სვით დღის განმავლობაში 1ლ (ე.ი. 3 დღე).

მოხარშული ფესვები შეგიძლიათ გამოიყენოთ მეორედ (რეცეპტი იგივეა). ადუღეთ 10 წუთი, მესამედ ადუღეთ 15 წუთი, ე.ი სულ 9 ლ ნახარშს მიიღებთ.