ლიმონი შველის თავის ტკივილს - კვირის პალიტრა

ლიმონი შველის თავის ტკივილს

ლიმონი ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლო ციტრუსია. ის ძირითადად წყალსა და ლიმონმჟავას შეიცავს. მდიდარია C ვიტამინით, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლას და მონაწილეობს ქსოვილების კვებაში.

ლიმონი შეიცავს A, B1, B2, D ვიტამინებს და ციტრინს (ვიტამინი P), ბევრ პექტინურ ნივთიერებას, კალიუმს, კალციუმს, ფოსფორს, სპილენძსა და რკინას.

უძველესი დროიდან იყენებს მედიცინა სურავანდის, სიყვითლის, წყალმანკის, შარდკენჭოვანი, ტუბერკულოზის, ჰემოროის, რევმატიზმისა და სხვა დაავადებების სამკურნალოდ.

- ნივთიერებათა ცვლის დარღვევის დროს რეკომენდებულია, მიიღოთ დღეში 2-3-ჯერ 0,5 ლ ცხელ წყალში გაზავებული ნახევარი ლიმონის წვენი.

- ათეროსკლეროზისა და გულ-სისხლძარღვების დაავადებისას 0,5 კგ ლიმონი კანიანად გახეხეთ სახეხზე, დაამატეს 0,5 კგ თაფლი და 20 ც გარგარის დაჩეჩქვილი ტკბილი გული. მიიღეთ დილით და საღამოს 1 ს/კ.

- თავის ტკივილის დროს ლიმონის ქერქს გააცალეთ ცედრა და დაიდეთ საფეთქლებზე. როდესაც კანზე გაჩნდება სიწითლე, გათბება და ქავილი დაგეწყებათ, თავი დაგიამდებათ.

- კბილები, გასამაგრებლად და გასათეთრებლად გაიხეხეთ ლიმონით.

- ქერტლის დროს 4 ლიმონის კანი 15 წუთი ადუღეთ 1ლ წყალში. ნახარში გაწურეთ და თავზე გადაივლეთ. პროცედურა გაიმეორეთ კვირაში ერთხელ.