სტრესსა და დეპრესიას მოგიხსნით... - კვირის პალიტრა

სტრესსა და დეპრესიას მოგიხსნით...

თუ დაძაბული გრაფიკით მუშაობთ, საღამოს აბაზანისთვის დამამშვიდებელი მცენარეების ჩაი მოამზადეთ.

200-200 გ ბარამბოს და თავშავას დაასხით 3 ლ მდუღარე წყალი, 20 წუთი წყლის ორთქლზე გააჩერეთ და გადმოდგით. 1 საათის შემდეგ ნაყენი გაწურეთ და ჩაასხით ბოთლებში. როდესაც დამამშვიდებელი აბაზანის მიღებას მოისურვებთ, ნახარში ჩაასხით აბაზანაში. პროცედურის ხანგრძლივობა 15 წუთია.

- საღამოს, სამსახურის შემდეგ, მეგობრებთან შეხვედრას აპირებთ,  არადა, დაღლილი ხართ. ასეთ დროს თავის მოსაწესრიგებლად საკმარისია, რამდენიმე წვეთი არომატული ზეთი  დააწვეთოთ ცხვირსახოცს და 15 წუთით გვერდით დაიდოთ. პიტნის ზეთი დაღლილობას მოგიხსნით და გაგამხნევებთ.

- უძილობისა და გადაღლილობის დროს რეკომენდებულია თავის მასაჟი მასაჟორით ან ხელებით - დაჯექით, თავი უკან გადასწიეთ და ხელების ნაზი მოძრაობით გაიკეთეთ მასაჟი შუბლიდან კეფისკენ.