ყვავის იშვიათად, მაგრამ კურნავს სწრაფად - კვირის პალიტრა

ყვავის იშვიათად, მაგრამ კურნავს სწრაფად

ხალხური მედიცინა პირშუშხას ფესვებსა და ფოთლებს ოდითგანვე იყენებდა სამკურნალოდ. ფესვები შეიცავს გლუკოზიდ სინეგრინს, რომელიც მცენარეს მწარე გემოსა და თავისებურ სუნს აძლევს და გამოიყენება როგორც სანელებლად, ასევე ბოსტნეულის დაკონსერვების დროს.

პირშუშხას ფესვები აძლიერებს მადას, ააქტიურებს კუჭისა და ნაწლავების მოქმედებას, აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს. გამოიყენება გასტრიტის (ნორმალური და დაქვეითებული მჟავიანობის) დროს, დამამშვიდებლად მოქმედებს კუჭ-ნაწლავის გლუვ კუნთებზე, ამცირებს ნაწლავის სპაზმს და ტკივილს. პირშუშხას ფესვები ძლიერი ანტიბიოტიკია, სპობს ბაქტერიებს და  საუკეთესო შარდმდენია. პირშუშხას ფესვების ნაყენი გამოიყენება დაჩირქებული ჭრილობების მოსაბანად და კომპრესისთვის.

წყალში გახსნილ ფესვების წვენს (1:1) ანგინის დროს ყელში ივლებენ.

გთავაზობთ რეცეპტებს:

- საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად (მაგრამ არა კუჭის წყლულისა და მაღალი მჟავიანობის დროს) უნდა მიიღოთ წყალში გახსნილი თაფლი ან შაქარდამატებული პირშუშხას ფესვების ნაყენი.

- მადის გასაძლიერებლად ჭამამდე 30 წუთით ადრე დღეში 2-3-ჯერ პურთან ერთად მიიღეთ 1 ჩ/კ გახეხილი პირშუშხა, რომელსაც დაამატებთ შაქარს ან თაფლს.

- გარეგანი მოხმარებისთვის (კომპრესის სახით) ხორცსაკეპში გატარებული პირშუშხას ფესვები დააფინეთ ქსოვილზე; კანზე წაისვით ზეთი, დაიდეთ პირშუშხა და შეიხვიეთ. როგორც კი კანი გაწითლდება და წვას დაიწყებს, მოიხსენით და ისევ წაისვით ზეთი, რათა კანი არ დაგეწვათ.