ზღვის ჟენშენი - კვირის პალიტრა

ზღვის ჟენშენი

ჩინეთში ლამინარიას ზღვის კომბოსტოს უწოდებენ. ეს საოცარი ზღვის წყალმცენარე მდიდარია მიკროელემენტებით, მათ შორის იოდით, რომელიც საჭიროა ფარისებრი ჯირკვლის ნორმალური მუშაობისთვის. სრულიად საკმარისია დღეში 30-40 გ ლამინარიის მიღება, რომ ჰიპოთირეოზი, ჩიყვი და პროსტატიტის ადენომები არ განვითარდეს.

გარდა ამისა, იოდი აუმჯობესებს ცილების, რკინის, ფოსფორის ათვისებას, არეგულირებს არტერიულ წნევას და სისხლის სიბლანტეს.

ზღვის კომბოსტო აუმჯობესებს ნაწლავების პერესტალტიკას, აქვს მსუბუქი გამხსნელის თვისება, რეკომენდებულია ქრონიკული შეკრულობის, ენტეროკოლიტისა და პროქტიტის დროს. ხელს უწყობს წონაში დაკლებას, ლამინარია შთანთქავს რა ალერგიის ხელის შემწყობ  იმუნოგლობულინს, იმავდროულად წარმოქმნის  იმუნოგლობულინს, რომელიც სპობს ავადმყოფობის გამომწვევ ბაქტერიებს, ხელს უწყობს ფაგოციტების გამომუშავებას, რომლებიც იტაცებენ და სპობენ მავნე მიკროორგანიზმებს, ნივთიერებათა ფეტასიტოსტერინების წყალობით, ამცირებს სისხლში "ცუდი" ქოლესტერინის დონეს, ასევე შეიცავს ათეროსკლეროზთან "მებრძოლ" ცხიმმჟავას - ომეგა-3-ს და დიდი რაოდენობით C ვიტამინს.

ამ უნიკალური წყალმცენარით შეიძლება მოამზადოთ სალათები, დაამატოთ ბოსტნეულის კერძებს, სოუსს, წვნიანებს. ჩინელები და იაპონელები მიირთმევენ ლამინარიის ჩაის, ამერიკელები კი მისგან ამზადებენ ცუკატებს, მარმელადს და ზეფირს.

თუ მისი გემო არ მოგწონთ, შეგიძლიათ დაამატოთ მოხარშული ბრინჯი. სხვათა შორის, ლამინარიას იყენებენ კოსმეტიკაშიც - ნიღბების სახით, წმენდს და კვებავს კანს, ამცირებს ნაოჭებს. ლამინარიას ხშირად იყენებენ ცელულიტის წინააღმდეგ.