დაიცავით წონასწორობა - კვირის პალიტრა

დაიცავით წონასწორობა

ქალებში ზედმეტი წონისა და თმის ცვენის მიზეზი შეიძლება იყოს ჰორმონული დარღვევა. ჰორმონების წარმომქმნელები - ჰიპოფიზი, თირკმლებზედა, ფარისებრი, კუჭქვეშა და სასქესო ჯირკვლები - ქმნიან ენდოკრინულ სისტემას.ენდოკრინული დაავადებები შეიძლება გამოიწვიოს კრიტიკული დღეების დარღვევამ, სარძევე ჯირკვლების დაავადებამ, უშვილობამ. გავრცელებულ ენდოკრინულ დაავადებას - ენდემურ ჩიყვს (ფარისებრი ჯირკვლის გადიდება) - იწვევის იოდის ნაკლებობა. ამ ელემენტით მდიდარია ზღვის კომბოსტო (ლამინარია) და კაკალი. ორგანიზმში იოდის შესავსებად კვირაში 2-3-ჯერ მენიუში გაითვალისწინეთ ზღვის კომბოსტოს სალათა. ყოველივეს დაამატეთ  გახეხილი სტაფილო, კედრის კაკალი და  მცენარეული ზეთი.

წინა მენსტრუალური სინდრომის დროს თავი შეიკავეთ ფიზიკური დატვირთვისაგან, დაძაბულობას მოგიხსნით ბარამბოს, კატაბალახასა და სვიის გირჩების ნახარში.

- 1 ს/კ გვირილის ყვავილს ან 1 ს/კ ბაბუაწვერას დაფქულ ფესვებს დაასხით 200 მლ მდუღარე, წამოადუღეთ, გაწურეთ და დალიეთ. მოგიხსნით მუცლის შებერილობასა და ტკივილს.

- სვით იმბირიანი ჩაი (1 ს/კ დაფქული იმბირი: 1 ჩ/ჭ წყალი).

- 1-2 წვეთი როზმარინის ზეთი დაამატეთ მწვანე ჩაის და სვით დღეში 1-2-ჯერ.

- შეამცირეთ მარილიანი საკვების მიღება, სამაგიეროდ, რაციონში შეიტანეთ თევზი, პარკოსანი, რძის ნაწარმი, ხილი და ბოსტნეული.