იცით თუ არა, რომ... - კვირის პალიტრა

იცით თუ არა, რომ...

წითელი კუნელი ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ნივთიერებების წყაროა. ნაყოფი და ახალგამოწურული წვენი (რომელსაც ორგანიზმი ადვილად ითვისებს) განსაკუთრებით სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა სისტემით დაავადებულთათვის (მოციმციმე არითმიის, სტენოკარდიის, მიოკარდიის, ათეროსკლეროზის, კარდიონევროზისა და ჰიპერტონიის დროს).

წითელი კუნელი მსუბუქად და ეფექტიანად ამცირებს სისხლის არტერიულ წნევას, აფართოებს სისხლძარღვებს, ამცირებს სისხლში "ცუდი" ქოლესტერინის დონეს და ხელს უშლის ათეროსკლეროზული ბალთების წარმოქნას. კუნელით დამზადებული წამლები აუმჯობესებს სისხლძარღვების კედლების ელასტიკურობას, რითაც ხელს უშლის მათ ადვილად გასკდომას და სისხლჩაქცევებს.

კუნელს აქვს ერთი განსაკუთრებული თვისება - მკაცრად არეგულირებს გულის კუნთის შეკუმშვის სიხშირეს (მიოკარდი), კერძოდ, არითმიისა და გულის უკმარისობის დროს. გარდა ამისა, მისი ნახარში და ნაყენი აცხრობს თავის ტკივილს, შველის დეპრესიას, უძილობას, სასარგებლოა გაცივების დროს (1ს/კ ნაყოფი: 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი) და რაც მთავარია, კუნელი იოდის წყაროა.

ცნობისთვის: მართალია, კუნელს განსაკუთრებული გვერდითი ჩვენებები არა აქვს, მაინც სასურველია, მის მიღებამდე რჩევა ჰკითხოთ ფიტოთერაპევტს.

KvirisPalitra.Geავოკადო ხილია, თუმცა გემოთი ბოსტნეულს გვაგონებს. მისი ცხიმები ასუფთავებს სისხლძარღვებს "ცუდი" ქოლესტერინისაგან. ასევე შეიცავს C,  B1 B2 ვიტამინებს, კალიუმსა და მაგნიუმს. ვისაც წონაში დაკლება სურს, ნუ მიეძალება ავოკადოს, რადგან საკმაოდ კალორიულია.

პომიდვრის წვენი დაბალკალორიულია, აქვს სასიამოვნო გემო და ბევრი სასარგებლო თვისება, მდიდარია ასკორბინის მჟავათი, კაროტინით, E ვიტამინით, რკინით, კალციუმით, კალიუმითა და მაგნიუმით.

პომიდვრის წვენი ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას და ამაგრებს იმუნურ სისტემას, ააქტიურებს ტოქსინებისა და წიდების გამოდევნას, ამაღლებს რადიაციისადმი ორგანიზმის მდგრადობას.

თუ ყოველდღე გაითვალისწინებთ რაციონში 2 ჭიქა პომიდვრის წვენს - სრულიად აღმოფხვრით C ვიტამინის დეფიციტს.

გოგრის თესლი შეიცავს E ვიტამინს, ცხიმმჟავებს, აქვს ჭიების საწინააღმდეგო თვისება. მაგრამ თუ მას დღეში 1-2 ს/კოვზზე მეტს შეჭამთ, კუჭს აგიშლით.