მხოლოდ და მხოლოდ მოთმინება - კვირის პალიტრა

მხოლოდ და მხოლოდ მოთმინება

თქვენი პატარის სიმორცხვეს ნუ გააზვიადებთ, რადგან როგორც კი ის იგრძნობს თქვენს დაძაბულობას, უფრო გაუძლიერდება მორიდებულობისა და უხერხულობის გრძნობა. გარდა ამისა, არ გაუწყრეთ პატარას იმისთვის, რომ არ იჩენს ინიციატივას როგორც თანატოლებთან, ისე უფროსებთან. ნუ დაუძახებთ "მშიშარას" და არ შეადაროთ სხვა ბავშვს.

არ მიუთითოთ, მოიქცეს ისე, როგორც სხვა ბავშვები, ამით ავტომატურად დაამდაბლებთ მის ღირსებას, თავდაჯერებულობას - რისგანაც მომავალში თავს ვერ დააღწევს.

- ხშირად უთხარით, რომ გიყვართ და ყოველი წარმატების შემდეგ შეაქეთ.

გახსოვდეთ: ბავშვის მორიდებულობას, განკერძოებას ძალით ვერ აღმოფხვრით - თქვენგან ძალდატანება, რომ მიესალმოს ან დაემშვიდობოს ახლობლებს, თანატოლებს, წარმოთქვას გვარი და სახელი, ჩაერთოს თამაშში, კარგს არ მოიტანს, ეს მისთვის სტრესია...