მანგო - წამალია - კვირის პალიტრა

მანგო - წამალია

ევროპელებმა ამ ხილს დიდი მსხალი უწოდეს.მანგო მდიდარია კალიუმით, ფოსფორით, სპილენძით, თუთიით, E, D და B ჯგუფის ვიტამინებით, კაროტინით ორგანიზმში გარდაიქმნება A ვიტამინად, რომელიც ხელს უწყობს მხედველობის გაუმჯობესებას, კანს კი ხდის გლუვს და იცავს ნარუჯით გამოწვეული დაბერებისგან.

მანგო აძლიერებს იმუნიტეტს, ეწინააღმდეგება კიბოსა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარებას. მეცნიერებმა მანგოში აღმოაჩინეს ანტივირუსული თვისების მქონე ფერმენტი მაგნიფერონი, მას იყენებენ ჰერპესის სამკურნალოდ. მანგოს კანისა და კურკების ფქვილს იყენებენ შემკვრელად, ფოთლებსა და ტოტებს - კბილის პასტის მაგივრად. თუ კვირის განმავლობაში დღეში ერთ მანგოს შეჭამთ, ახალგაზრდულ იერს დიდხანს შეინარჩუნებთ.

მანგო არ არის რეკომენდებული კუჭქვეშა ჯირკვლის (პანკრეატიტის), კუჭის მწვავე ანთების (გასტრიტის), ღვიძლის (ჰეპატიტის) დაავადების დროს.

მანგოსთან ერთად არ შეიძლება ალკოჰოლის მიღება, მავნებელია დღეში ერთ ცალზე მეტის ჭამა - შეიძლება გამოიწვიოს კუჭის აშლილობა.