შვიდი ხერხი აღნაგობის შესანარჩუნებლად - კვირის პალიტრა

შვიდი ხერხი აღნაგობის შესანარჩუნებლად

ჭამის დროს ყურადღებას ნუ გადაიტანთ სხვა რამეზე, არ იკითხოთ წიგნი და გაზეთები; აუცილებლად ლამაზად გაშალეთ სუფრა, ჩართეთ მშვიდი მუსიკა და ჭამეთ ნელა, დაგემოვნებით, ისე, თითქოს ყოველი ლუკმა დელიკატესია; ყოველი ლუკმის შემდეგ შეყოვნდით. რიტმის ამგვარი დარღვევა მადას ამცირებს და სწრაფად დაგანაყრებთ.

პირველ და მეორე თავ კერძებს დაამატეთ წიწაკა. წიწაკა შეიცავს კაფსაცინს, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლას და ეწინააღმდეგება ცხიმოვანი უჯრედების ზრდას.

ვისაც სურს აღნაგობა შეინარჩუნოს, ვერ გაექცევა ფიზიკურ დატვირთვას. ამასთან, არ არის აუცილებელი ირბინოთ ან ივარჯიშოთ. შეეცადეთ, ბევრი იმოძრაოთ, ჩაატარეთ ექსპერიმენტი - თვეში ერთხელ გახეხეთ იატაკი საწმენდი ჯოხის გარეშე და უარი თქვით ლიფტზე. ამ დროს დაიკლებთ 2 კგ-მდე.

ფორმის შესანარჩუნებლად საჭიროა დღეში დალიოთ 8-10 ჭიქა წყალი. ჭამის წინ 1-2 ჭიქა წყალს თუ დალევთ, კუჭი შეივსება და საჭმელსაც ნაკლებს შეჭამთ. ყავა და ჩაი ამოიღეთ მენიუდან. ამ სასმელებს თუ ვერ შეელევით, დასჯერდით დღეში 1 ფინჯანს.

შეამცირეთ კალორიები. თანდათანობით უარი თქვით შემწვარ პროდუქტზე, კერძები მოხარშეთ ან ორთქლზე, ან ღუმელში მოამზადეთ. გარდა ამისა, მიიღეთ ბევრი ბოსტნეული და ხილი. სალათები შეაზავეთ ზეითუნის ზეთით ან ღვინის ძმრით. მენიუში გაითვალისწინეთ ბურღულეული, პარკოსნები, რომლებიც მდიდარია პროტეინებითა და ამინომჟავებით. მიირთვით ბოსტნეულზე ნაკლები ხორცი.

კბილის ჯაგრისი და პიტნის პასტა დაგეხმარებათ, აკონტროლოთ მადა. პიტნის სუნი თრგუნავს მადას, კბილის ჯაგრისი კი ორგანიზმს მიანიშნებს, რომ ტრაპეზი დასრულებულია და შიმშილის გრძნობა დროებით უკან იხევს.

სტაფილო  შეიცავს 15%-მდე შაქარს. ამიტომ თუ წონაში დაკლება გსურთ, ტკბილეულის ნაცვლად სტაფილო ჭამეთ.