დროა, გავიწმინდოთ სისხლძარღვები - კვირის პალიტრა

დროა, გავიწმინდოთ სისხლძარღვები

სისხლძარღვების გაწმენდა დადებითად მოქმედებს ორგანიზმზე, რადგან გამოიდევნება მთლიანი ბალთები, სისხლძარღვები ხდება მოქნილი, რაც ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განკურნებას, ქრება ათეროსკლეროზის, ინფარქტისა და პარალიზების განვითარების რისკი, უმჯობესდება მხედველობა, სმენა, მცირდება ფეხებზე ვენების ვარიკოზული გაგანიერება (შესაძლებელია, გაქრეს კიდეც).

გთავაზობთ იაპონელი პროფესორის კანცუძო ნიშის ორგანიზმის გაწმენდის რეცეპტს, რომელიც დაფუძნებულია ნივრის წვენზე და შეიცავს ისეთ მიკროელემენტებს, როგორიცაა ალუმინი, სელენი, გერმანი. მათზეა დამოკიდებული კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ფილტვების, ცხვირ-ხახისა და ყველა სისტემის, ლორწოვანი გარსის მთლიანობა.

350 გ ნივრის კბილი კარგად დანაყეთ, ჩადეთ მინის ქილაში, დაახურეთ სახურავი და გადააფარეთ მუქი ფერის ქსოვილი, დადგით ბნელ ადგილას. შემდეგ გადაწურეთ 200 გ-მდე ნივრის წვენი და წვნიანი ნაწილი 0,5 ლ ქილაში, დაასხით 200 მლ სამედიცინო სპირტი (და არა სხვა!). მჭიდროდ დაახურეთ თავზე, დადგით გრილ ადგილას (არა მაცივარში), ქუდივით დააფარეთ დიდი ჭურჭელი და გააჩერეთ 10 დღე. შემდეგ გადაწურეთ და მჭიდროდ თავდახურული ნივრის წვენი დადგით 2-3 დღე.

მკურნალობისას უნდა დაიცვათ შემდეგი სქემა:

1-ლი დღე - საუზმე - 1 წვეთი, სადილი - 2 წვეთი,  ვახშამი - 3 წვეთი; მე-2 დღე - საუზმე 4 წვეთი, სადილი - 5 წვეთი, ვახშამი - 6 წვეთი; მე-3 დღე - საუზმე - 7 წვეთი,  სადილი - 8 წვეთი, ვახშამი - 9 წვეთი; მე-4 დღე - საუზმე  -10 წვეთი, სადილი - 11 წვეთი, ვახშამი - 12 წვეთი; მე-5 დღე -  საუზმე - 13 წვეთი,  სადილი - 14 წვეთი, ვახშამი - 15  წვეთი; მე-6 დღე საუზმე - 15 წვეთი, სადილი - 16 წვეთი,  ვახშამი - 17 წვეთი; მე-7 დღე საუზმე - 18 წვეთი, სადილი - 19 წვეთი, ვახშამი - 20 წვეთი; მე-8 დღე საუზმე - 21 წვეთი,  სადილი - 22 წვეთი, ვახშამი - 23 წვეთი; მე-9 დღე საუზმე- 24 წვეთი, სადილი - 25 წვეთი,  ვახშამი - 25 წვეთი; მე-10 დღე საუზმე- 25 წვეთი, სადილი - 26 წვეთი, ვახშამი -27 წვეთი

მე-11 დღიდან ყოველ მიღებაზე დააკელით თითო წვეთი და ასე დაიყვანეთ 15 წვეთამდე, შემდეგ კი ისევ უკან მობრუნდით და ყოველ მიღებაზე დაამატეთ თითო წვეთი - მიიღეთ 25 წვეთამდე. შემდეგ ციკლი ისევ გაიმეორეთ - სქემა დაიცავით 3 თვემდე.

წვეთების ნებისმიერი რაოდენობა სქემის მიხედვით ჩაასხით 50 მლ ცივ, ანადუღარ რძეში, კეფირში, მაწონში ან წყალში და ისე მიიღეთ ჭამამდე 30 წუთით ადრე. არ გამოტოვოთ არც ერთი ულუფა, სამსახურშიც წაიღეთ და დალიეთ. უმჯობესია, ნაყენი მომზადდეს შემოდგომით და მიიღოთ თებერვლის თვემდე. პროცედურა გაიმეორეთ 3-6 წელიწადში ერთხელ.

ნივრის ნაყენი ხელს უწყობს ორგანიზმის გაახალგაზრდავებასა და განახლებას, აფერხებს თავის ტვინის სისხლძარღვების სკლეროზის განვითარებას.

გახსოვდეთ! ნივრის თერაპია არარეკომენდებულია თირკმლების მძიმე დაავადებების დროს, ფეხმძიმეებისა და ეპილეფსიით დაავადებულთათვის. სიფრთხილე გამოიჩინეთ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადების დროს. მიღებამდე გაესინჯეთ მკურნალ ექიმს.