გამოკვებეთ უჯრედები - კვირის პალიტრა

გამოკვებეთ უჯრედები

ჯრედი ცოცხალი ორგანიზმია. ის იკვებება, მრავლდება და ერთმანეთზე ზეგავლენას ახდენს. იმისთვის, რომ უჯრედებმა წარმოქმნას ახალი უჯრედები, მოაშოროს ორგანიზმს ნებისმიერი დაზიანება, აუცილებლად უნდა გამოკვებოთ.

მხოლოდ მინერალებითა და ვიტამინებით დაბალანსებული და ჯანმრთელი საკვები დაგეხმარებათ დიდხანს შეინარჩუნოთ სილამაზე და ჯანმრთელობა.

თუ ორგანიზმს არ ყოფნის ეს მინერალები, მაშინ თავს იჩენს სისუსტე, გაღიზიანება, სიფიცხე, ხშირად გაცივება, თმის ცვენა, კბილების კარიესი, აპათია, გადაღლილობის გრძნობა, უმადობა და უძილობა. გაგაცნობთ ზოგიერთ მინერალს, რომელიც დაგეხმარებათ უჯრედების გამოკვებაში.

იოდი ამაღლებს ინტელექტს. აუცილებელია ფარისებრი ჯირკვლების ნორმალური მუშაობისთვის. გარდა ამისა, ადამიანის გონებრივი განვითარების კოეფიციენტი პირდაპირ კავშირშია ამ ნივთიერების რაოდენობასთან. მისი დღეღამური ნორმაა 0-0,2გ; მას შეიცავს იოდირებული მარილი, ზღვის კომბოსტო, ტომატი, ფორთოხალი, მანდარინი, ლიმონი, ატამი, ყურძენი, ღვიძლი, ზეთისხილი, სოკო, ხორბალი, ქატო, სიმინდი, ქოქოსი.

სილიციუმი ამაგრებს და ხელს უწყობს სისხლძარღვების ელასტიკურობასა და სიმაგრეს, აკონტროლებს ქსოვილის ზრდას და ასტიმულირებს იმუნურ სისტემას. სილიციუმის დღეღამური ნორმაა 20-30 მგ. მას შეიცავს: კარტოფილი, ჭარხალი, ბოლოკი, ხახვი, მწვანილი, მინერალური წყალი.

ფტორი ხელს უშლის კარიესის წარმოქმნას, ამაგრებს კბილის მინანქარს, მთელი სიცოცხლის მანძილზე ასტიმულირებს ახალი ძვლოვანი ქსოვილის ფორმირებას. მისი დღეღამური ნორმაა 10 მგ. მისი შემცველია: წყალი, თევზი, კრევეტი, კაკალი, ხორცი, ბურღულეული, კვერცხი.

ფოსფორი ამაგრებს კბილის მინანქარს, პასუხს აგებს ძვლოვანი სისტემის, კბილების ზრდასა და შენარჩუნებაზე. ხელს უშლის თირკმლებში კენჭების წარმოქმნას. ფოსფორის დეფიციტი იწვევს ანემიას, უმადობას, სისუსტეს, სახსრების ტკივილს. ფოსფორის დღეღამური ნორმაა 1,5 გ. მას შეიცავს კვერცხის გული, თევზი, ღვიძლი, შვრია, წიწიბურა, ლობიო, გოგრა, კაკალი, კაკაო, პარკოსნები, რძის პროდუქტები.

კალიუმი საჭიროა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკისათვის, ამცირებს არტერიულ წნევას, იცავს ადამიანს ინფარქტისა და ინსულტისგან. კარგ ფორმას უნარჩუნებს კუნთებს და ასტიმულირებს ნერვული სისტემის მუშაობას. აწესრიგებს ორგანიზმში ნახშირწყლებისა და მარილების ცვლას. კალიუმის დღეღამური ნორმაა 3 გ. მისი შემცველია კარტოფილი, ავოკადო, პარკოსნები, ბანანი, პომიდორი, ყვავილოვანი კომბოსტო, ფორთოხალი, ხორბალი, პური.

რკინა ჰემოგლობინის აუცილებელი კომპონენტია. მისი უკმარისობა იწვევს ანემიას. მისი დღეღამური ნორმაა 10 მგ. შეიცავს ძროხის ღვიძლი, მწვანეფოთლიანი ბოსტნეული, წიწიბურა, ვაშლი, ატამი. რკინა უკეთესად აითვისება ჩ ვიტამინთან ერთად.

სელენი ხელს უშლის კიბოს განვითარებას. მისი უკმარისობა აქვეითებს შრომის უნარს, სუსტდება იმუნური სისტემა, ნელა ხორცდება ჭრილობები.

მისი დღეღამური ნორმაა - 0,5გ. მას შეიცავს ზღვის პროდუქტები.

მაგნიუმი ხსნის ტკივილებს. ის ითვლება ქალის მინერალად, რადგან ხელს უწყობს შვილოსნობას. მისი დეფიციტი აფერხებს ნივთიერებათა ცვლას - ადამიანი მოშვებულია, გამოიყურება გადაღლილად,  - ორგანიზმში სითხის შეკავებას, რაც აისახება კანზე - შრება, დუნდება.

მაგნიუმი აცხრობს სახსრებისა და კუნთების ტკივილს, შაკიკს, აუმჯობესებს თავის ტვინის მუშაობას, გამოდევნის ორგანიზმიდან "ცუდ" ქოლესტერინს, პასუხს აგებს ჰორმონების სინთეზსა და გამომუშავებაზე. აუცილებელია კრიტიკულ დღეებში, ჩასახვის, ფეხმძიმობისა და მშობიარობის დროს. მაგნიუმის დღეღამური ნორმაა 0,5 გ. მას შეიცავს: კაკალი, ხორბალი, წიწიბურა, შვრია, ჭვავის პური, ზეთისხილი, ნუში, არაქისი.

სპილენძი იცავს კანის ჯანმრთელობას, მის სიმკვრივესა და სიგლუვეს, აფერხებს აკნეს განვითარებას. მისი დღეღამური ნორმაა - 2 მგ. მისი შემცველია ხბოსა და ცხვრის ხორცი, ზღვის პროდუქტები, პარკოსნები, კაკალი, კაკაო, ახალი თევზი.