იცით თუ არა, რომ... - კვირის პალიტრა

იცით თუ არა, რომ...

ჭარხალში ბევრია უჯრედისი, რომელიც აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს, ხოლო ჩ ვიტამინი ამაღლებს იმუნიტეტს. ის ასევე შეიცავს ფოსფორს, სპილენძს, კალიუმს, ნატრიუმსა და მაგნიუმს. რაც მთავარია, მის შემადგენლობაში შედის თვალებისთვის სასარგებლო ნივთიერება - ლუტეინი, კაროტინოიდები და ფლავონოიდები, მდიდარია იოდით, რომელიც საჭიროა ფარისებრი ჯირკვლის ჯანმრთელობისთვის. ამინომჟავების რაოდენობით ჭარხალი აჭარბებს სხვა ბოსტნეულს, ადვილად ასათვისებელი რკინითა და თუთიით მას ტოლი არ ჰყავს. ჭარხალში არსებული U ვიტამინი ხელს უწყობს კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის შეხორცებას, წონაში დაკლებას, აქვს ანტიალერგიული თვისება. ეს ვიტამინი მოხარშულ ჭარხალშიც არ იკარგება.

ბეგქონდარის ნაყენს, ნახარშსა და ექსტრაქტს ექიმები პაციენტებს უნიშნავენ სასუნთქი გზების მწვავე და ქრონიკული დაავადებების დროს. თიმოლის წყალობით, რომელსაც ეს მცენარე შეიცავს, მას აქვს დამამშვიდებელი, კრუნჩხვების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და ჭრილობების შემხორცებელი თვისება.

ნაყენი ასე მზადდება: 2ს/კ მცენარეს დაასხით 500მლ მდუღარე წყალი, 2 საათი გააჩერეთ. მიიღეთ 1/2 ჩ/ჭ დღეში 4-ჯერ ხველის, ბრონქიტისა და სასუნთქი გზების სხვა დაავადებების დროს.