მკურნალი სანელებლები - კვირის პალიტრა

მკურნალი სანელებლები

სანელებელი აჩქარებს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლას, წვავს ცხიმებს, ხელს უწყობს წონაში დაკლებას. უკლებლივ ყველა სანელებელი ანტიოქსიდანტია, ეხმარება ორგანიზმს შეინარჩუნოს ახალგაზრდობა და საღი აზროვნება და თითოეულს თავისი "სპეციალიზაცია" აქვს, მაგალითად:

კოჭა (ჯანჯაფილი) აწესრიგებს კუჭის მოქმედებას, მატებს მადას. ჭამის შემდეგ კუჭში სიმძიმის შეგრძნებისას, მიიღეთ კოჭას ჩაი: 1 ჩ/კ  დაქუცმაცებულ კოჭას დაასხით 0,5 ლ მდუღარე წყალი, ადუღეთ 40 წუთი, გაწურეთ, დაამატეთ თაფლი გემოვნებით.

მიხაკი გვიცავს გაცივებისგან, შველის კბილის ტკივილს, მისი არომატი ხელს უწყობს ავადმყოფობის შემდეგ სწრაფად გამოჯანმრთელებას, აუმჯობესებს მეხსიერებასაც.

დარიჩინი რეკომენდებულია შარდსასქესო ორგანოების პრობლემების დროს. მას იყენებენ როგორც მატონიზებელ, მასტიმულირებელ და ანტისეპტიკურ საშუალებას. სასარგებლოა გრიპისა და მწვავე რესპირატორული დაავადებების, კბილისა და კუნთების ტკივილის, ნერვული აშლილობისა და დეპრესიის, თირკმლებისა და ღვიძლის ჭვალის დროს. ცოტა დარიჩინის ყოველდღე გამოყენება ხელს უწყობს სისხლში შაქრისა და ქოლესტერინის დონის დაბალანსებას; დამტკიცებულია: დღეში 1 ჩ/კ დარიჩინი ეხმარება შაქრის აქტიურად ათვისებას და ამცირებს სისხლში შაქრის დონეს.

დაიხსომეთ! არარეკომენდებულია სანელებლების გამოყენება ზოგიერთი დაავადების - თირკმლების, კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და განსაკუთრებით - კუჭის წყლულის დროს.