დაეხმარეთ გულს!
02-01-2012
დაეხმარეთ გულს!
გული უნიკალური ორგანოა. თანამედროვე მედიცინის მიღწევების მიუხედავად, კაცობრიობამ ჯერ კიდევ ვერაფერი შექმნა გულის მაგვარი. არ არსებობს მექანიზმი, რომელიც 70-80 და 90 წელი შეუჩერებლივ, უდიდესი დატვირთვით მუშაობს.გული დღე-ღამეში გადაქაჩავს 10 ტონაზე მეტ სისხლს. არასწორი დატვირთვისა და პირობების გამო ყველაზე მეტად გული ზიანდება, ამიტომ უნდა გავუფრთხილდეთ მას:

- მწეველები გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით 2-ჯერ მეტად ავადდებიან, ვიდრე არამწეველები, ნიკოტინი და სხვა მავნე ნივთიერებები აზიანებენ გულს, ხელს უწყობენ კორონარული არტერიების სპაზმებისა და არტერიული წნევის მომატებას.
თუ გსურთ დაეხმაროთ გულს, არ მოსწიოთ! როგორც კი დაანებებთ თავს მოწევას, მაშინვე შეიმჩნევა გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობის გაუმჯობესება.
- არტერიული წნევა ერთ-ერთი მთავარი მიზეზია გულის მუშაობის დაქვეითებისა და ათეროსკლეროზის განვითარებისა. თუ თქვენი წნევა ხშირად აღემატება 140/90 მილიმეტრ ვერცხლის წყლის სვეტს - აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
- გულის
დაავადების კიდევ ერთი სერიოზული ფაქტორია სისხლში ქოლესტერინის დონის მომატება. წელიწადში ერთხელ მაინც უნდა შეამოწმოთ ქოლესტერინის დონე.
მომატებული ქოლესტერინი სისხლძარღვებში ათეროსკლეროზის ბალთებს წარმოქმნის. თუ ქოლესტერინის დონემ მოიმატა, შეამცირეთ ცხოველური ცხიმის მიღება.
- მეტი იმოძრავეთ! იარეთ ცურვაზე, ისეირნეთ ფეხით. ნებისმიერი ფიზიკური აქტიურობა, რაც სიამოვნებას განიჭებთ, გულს დაავადებებისგან იცავს.
- იკვებეთ სწორად! დაბალკალორიული ბალანსირებული დიეტა არა მარტო ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადების რისკს, არამედ ხელს უწყობს წონაში დაკლებასაც. რაციონში გაითვალისწინეთ უცხიმო ხორცი და თევზი, ხილი, ბოსტნეული, მცენარეული ზეთი, ქატოს პური, შეზღუდეთ მარილი, ყავა, ტკბილეული და ალკოჰოლი. ალკოჰოლის ზედმეტად გამოყენება სერიოზულად ვნებს გულის კუნთს და იწვევს ალკოჰოლურ მიოკარდიოდისტროფიას. თუმცა, ალკოჰოლის მცირე დოზა, მაგალითად, ერთი ბოკალი წითელი ღვინო ვახშამზე, სასარგებლოც კია - აუმჯობესებს სისხლძარღვებში მიკროცირკულაციას.
- მოერიდეთ სტრესებს! სტრესულ მდგომარეობაში ორგანიზმი გამოყოფს ადრენალინს, რომელიც აიძულებს გულს, უფრო ხშირად შეიკუმშოს, სისხლძარღვები კი დავიწროვდეს. ყველა წვრილმანზე ნუ გაღიზიანდებით, ხშირად დაისვენეთ. დადებითი ემოციები დაგეხმარებათ სულიერი წონასწორობის აღდგენაში.
nani
24 დეკემბერი 2014 16:27
სახლის პირობებსჰი რა სჰეიდზლება გავაკეტოტ გულის სპაზმების დროს? როცა არ გვაქვს წამალი
გტხოვტ განმიმარტოტ ხსჰირად მემარტება გულის სპაზმები წნევაც ყოველტვის არ მაქვს რა ვქნა რა გავაკეტო ტუ არ მაქვს წამალი?

რედაქტორის რჩევით