რამდენიმე რჩევა მშობლებს - კვირის პალიტრა

რამდენიმე რჩევა მშობლებს

თუ ამჩნევთ, რომ პატარას სერიოზულად არაფერი აინტერესებს, დაეხმარეთ, იპოვოს მისთვის საინტერესო თემა, საქმიანობა...

...რადგან პატარები უფროსებს ჰბაძავენ, იყავით მისთვის მაგალითი: აჩვენეთ თქვენი ხელსაქმის კალათა, მამის სადურგლო საგნები, ან მარკების ალბომი. ბავშვი გაიგებს, რომ ყველას აქვს საკუთარი საყვარელი საქმე.

...პატარა ყველაფერს ეხება, ფუსფუსებს, მოძრაობს; ამ დროს დედა უნდა იყოს ახლოს, შესთავაზოს სხვადასხვა საქმე. შეიძლება ბავშვს რომელიმე დაავიწყდეს, მაგრამ რაღაცას მაინც დაიმახსოვრებს და მოგთხოვთ გამეორებას (ჰბაძავს ბაბუას, მამას, დედას, ბიძას და ა.შ.)

...მნიშვნელოვანია, ბავშვს გაუჩნდეს საინტერესო საქმე, არ დაყოთ საქმიანობა: "ეს სასარგებლოა", "ეს არცთუ ისე".

...თუ პატარა დიდ ინტერესს არ იჩენს უცხო ენებისადმი და გთხოვთ თიხას, პლასტელინს, ჩაქუჩს, ლურსმანს, უყიდეთ. ხომ შესაძლებელია, მომავალი მოქანდაკე ან ინჟინერი იზრდებოდეს.